ამ თემაში დაწერეთ თქვენი პირადი რევიუები თამაშების რომლებსაც თამაშობთ ან უკვე დახურეთ, ჯერ ზუსტი ფორმა არ ვიცი მარა დავიწყოთ და თავისით ჩამოყალიბდება
თუ შეიძლება სიტყვიერი, თუნცად პატარა რევიუც მიაწერეთ, საინტერესო რომ გახდეს, დაწერეთ ყველაზე ძალიან რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ
დავიწყე
inFAMOUS - თამაშის ჟანრი, ღია სამყაროს ექშენ პლატფორმერი,თამაში დავხურე,
ძალიან კარგი ექშენ თამაში, ძალიან ჩამთრევი, თითქმის ყველა საიდ ქვესტი გავაკეთე რაც ძალიან იშვიათია ჩემთვის

მინუსები - ბოსების რაოდენობა და ბოსების მრავალ ფეროვნება
ბონუსი - გენიალური ჩექპოინთ (ამ სიტყვის ქართული ეკვივალენტი?) სისტემა
რეიტინგი :
საშუალო - 8.5/10
ისტორია - 7/10
გეიმპლეი - 9/10
ორიგინალურობა - 7/10
გრაფიკა/დიზაინი/მუსიკა (ანუ პრეზენტაცია) - 8/10
Lost Odyssey - თამაშის ჟანრი იაპონური თერნ ბეისდ (ამის ქართული სიტყვა გვინდა) არ პი ჯი, ახალი დაწყებული მაქვს, სადღაც 12 საათძე ვარ უკვე, მოკლედ რომ ვთვათ ძალიან მომწონს, ისტორია ფანტასტიურია, კომბატი მომწონს ძალიან, არ დაგიმალავთ და ერთ მომენტში თვალზე ცრემლიც მომადგა, რომ დავხურავ, თუ დავხურავ, საბოლოო რევიუს მაშინაც დავწერ
მინუსები - ზოგი გმირი ძალიან გადათამაშებულია, გახმოვანება არ მომწონს, ფრაფიკას ხანდახან ეტყობა ანრეალ ენჯინის კრახები, ბოსები სასტიკად ძნელებია.
ბონუსი - დაძაბულობა, აბსოლიტურად ყველა შერკინება შეიძლება ბოლო გახდეს, უამრავი სახეობის ოპონენტი
რეიტინგი :
საშუალო - 9/10
ისტორია - 8/10
გეიმპლეი - 9/10
ორიგინალურობა - 6.5/10
ფრაფიკა/დიზაინი/მუსიკა - 8/10
This post has been edited by Nachkebia on 31 May 2009, 23:21