მალე „იმედზე“ ახალი შოუ დაიწყება. შოუ, სადაც მხოლოდ სექსზე იქნება საუბარი, გადაცემას შორენა ბეგაშვილი წაიყვანს და მაყურებელს ყოველი კვირის შაბათ დღეს 12 საათის შემდეგ სექსზე მოძღვრებას დაუწყებს. მსახიობ შორენა ბეგაშვილის კარიერაში ბევრი სასიხარულო სიახლეა. იგი ახლახან ტელეკომპანია "იმედის" სახე გახდა. მალე ეთერში გავა "იმედის" ახალი პროექტი, რომელსაც "ღამე შორენასთან" ერქმევა და რომელსაც შორენა ბეგაშვილი წაუძღვება. გადაცემის ძირითადი თემა იქნება სექსი, განიხილება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში არსებული არაერთი პრობლემა. პროექტის ავტორი გიორგი არველაძის უკრაინელი მეუღლე გახლავთ.
- შორენა, ბავშვობის ოცნება აიხდინე?
- ნაწილობრივ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდები. სარფიანად გათხოვებასაც ვაპირებ.
- შენ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს როგორ შეაფასებ?
- არ მომწონს ის სექსუალური ქალები, რომლებსაც ვთამაშობ. მინდა, ფილმებში ძლიერი პიროვნებები განვასახიერო.
- რას გვეტყვი ტელეკომპანია "იმედის" ახალ გადაცემაზე "ღამე შორენასთან"?
- გადაცემა ეთერში ნოემბრის დასაწყისიდან გავა. ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო გადაცემა.
- როგორც ვიცი, გადაცემის ძირითადი თემა იქნება სექსი...
- საქართველოში რატომღაც ძალიან აშინებთ ეს სიტყვა (იცინის), მაგრამ არ ვიცი, რატომ? ეს პროექტი დაეხმარება წყვილებს ურთიერთობის აწყობაში. ქალებს ვასწავლით, როგორ იყვნენ მუდამ ლამაზები, როგორ შეინარჩუნონ საყვარელი მამაკაცი. ცხადია, ამას მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადებით ვერ მოახერხებენ. მამაკაცებს კი ვასწავლით, როგორ მოუარონ ქალებს და გააბედნიერონ ისინი. არის ბევრი საინტერესო საკითხი, რომლის ცოდნაც, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია. გადაცემის ნახვა ნებადართულია მოზარდებისთვისაც.
http://www.ambebi.ge/masmedia/12147-msakhi...as-apirebs.html_______________________________________________________
ქართულ ტელესივრცეში ერთერთი წარმატებული გადაცემა იქნება, საქართველოში ისეთ ტაბუირებულ თემაზე ლაპარა საჯაროდ როგორიც სექსია რაღაც ახალი ხილია. ტვ იმედის წინ მოსალოდნელია გარკვეული რაოდენობის და წარმომავლობის ადამიანთა შეკრება ამ გადაცემის დასახურად, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას
ესეც შორენა ბეგაშვილი (fisherman აეხა ტექსტი.. პ.ს. ყველა ფორუმის თავზეც გავიარეეე) მოკლედ აქ ვპოსტავთ ახალ გადაცემაზე))))))))) და შორენაზეც))))))))))0
მიმაგრებული სურათი