ნუ ბაროკოს თემაშიც დავდებ ამას ბუნებრივია მაგრამ ეს ხალხი უილიამ კრისტის თამადობით ცალკე თემას მე მგონი იმსახურებს.
აქ ეხლა რაიმე ფოტო- აუდიო- თუ ვიდეომასალის დადებას დიდი აზრი არა აქვს, იმიტომ რომ მათს უბრწყინვალეს საჲტს
http://www.arts-florissants.comთავიანთი ოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავად კიდევ უფრო საოცარი საიტი დაამატეს,
http://www.artsflomedia.comსადაც ანსამბლის თაყვანისმცემლებს მეფური საჩუქარი ელოდებათ - უამრავი მასალა დევს, მათ შორის საჲუბილეო კონცერტის თითქმის ორსაათიანი ვიდეოჩანაწერი. აი მაგარი ხალხია რა, და კრისტი ხო საერთოდ ჯიგარია

ბაროკოს მუსიკის აღორძინებაში მათი უნიკალური ღვაწლი იმაშიც გამოიხატება, რომ მრავალი უბრწყინვალესი კოლექტივი სწორედ ამ ანსამბლის ყოფილი წევრების შექმნილია -
Marc Minkowski - Les Musiciens du Louvre
Christophe Rousset - Les Talens Lyriques
Hugo Reyne - La Simphonie du Marais
Hervé Niquet - Le Concert Spirituel
თავს აღარ შეგაწყენთ, შედით საიტზე, დამერწმუნეთ - უდიდესი სიამოვნება გელით.