Business-პრესა, იბეჭდება შემოკლებით
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქამრები არ შემოუჭერია?
”ორდენოსან” სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს, შეიძლება თანამდებობა დაატოვებინონ. აღმოჩნდა, რომ ”სამელიორაციო პროგრამისთვის” გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიფლანგა.
მეტიც: კონტროლის პალატის დასკვნის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სისტემის რეაბილიტაციისათვის ახალი მილების ნაცვლად ან მეორად ამორტიზებულ მილებს იყენებდნენ. ამიტომაც იყო, რომ მილები რამდენიმე რაიონში დაზიანდა და მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა, მაგალითად კასპსა და ხაშურის რაიონებში.
სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამის თავდაპირველი ღირებულება 4 მილიონ 800 ათასი ლარი იყო, ორ თვეში კი პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით ბიუჯეტი 14 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამასთან, ოთხ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი 8 მილიონი ლარი დოკუმენტებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აისახა.
გარდა ამისა, კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ განხორციელდა ან ისეთი ხარვეზებით და ხარჯების ზრდით შესრულდა, რომ მისი სასარგებლო შედეგის დანახვა შეუძლებელია.
”2009 წელს, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია, საბიუჯეტო ხარჯები მაქსიმალურად მიზნობრივად და ეფექტურად უნდა იხარჯებოდეს. კონტროლის პალატის დასკვნა კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ამიტომ საქმე არასწორ ფისკალურ პოლიტიკასთან გვაქვს”, - ამბობს ექსპერტი ნოდარ ხადური.
არადა, უწყლობის გამო მოსავლიანობა თითქმის განახევრდა, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის უფრო და უფრო არარენტაბელური ხდება. ხეხილის ნარგავების უმეტესობა დაკნინდა და მათი მასობრივი გაჩეხვა დაიწყო.
რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამა წარმატებულად შეაფასა.
იმავდროულად, პარლამენტმა ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებათა კანონპროექტი განიხილა, რომელიც სარწყავი წყლის ქურდობის გამო ჯარიმების გადახდას ითვალისწინებს.
კახელმა გლეხებმა მთავრობის ახალი ინიციატივა მაშინვე გააპროტესტეს. შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებას წინასაარჩევნოდ მთავრობა მოერიდა და გლეხების დაჯარიმება არჩევნების შემდეგ გადადო.
კანონპროექტის თანახმად, სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება ფიზიკური პირის 250, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.
საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით, გლეხებს წყლის დატაცებისთვის პასუხისმგებლობას 2010 წლის 15 ივლისიდან დააკისრებენ.
”ხშირად ჩვენ ბაღებს უკითხავად ვწრყავთ, რომ რაღაც მოსავალი მაინც მოვიწიოთ, რათა მშივრები არ დავრჩეთ. ჯარიმების დაწესების შემთხვევაში კი ნაკვეთებს ვეღარ მოვრწყავთ და შიმშილით დავიხოცებით. მოაწესრიგონ ეს სისტემა, გვქონდეს მუდმივად სარწყავი წყალი, განგვისაზღვრონ რეალური გადასახადი და გადავიხდით”, - ამბობენ ამბობს ქიზიყელი გივი ზედელაშვილი.
ექსპერტ პაატა კოღუაშვილის განცხადებით, მარცვლეული კულტურისა და ბოსტნეულის მოსავალი სულ უფრო და უფრო იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობა არათუ ვითარდება, არამედ, პირიქით, უკან-უკან მიდის.
უკანასკნელ დროს კატასტროფულად მცირდება ერთსულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა.
ექსპერტების გათვლებით, სარწყავი სისტემის აღდგენა ქვეყანას მისცემდა ორი ტიპის პირდაპირ შემოსავალს: 1) წარმოებაში დააბრუნებდა დაუმუშავებელ მიწას, 2) 2-3-ჯერ გაიზრდებოდა შემოსავლები დამუშავებული მიწების მორწყვით. პროგრამა ``აგვანტაგე``-ს მიერ მომზადებული გათვლებით, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციის გზით ყოველწლიურად 500 მილიონი ლარით გაიზრდება ქვეყნის შემოსავალი.
მდინარე