#18815220 · 2 Apr 2010, 01:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Irakli ესეც თემაა.
მეც კვლევითი ინსტიტუტიდან მოვდივარ და ჩემს თვალწინ გაიარა რამოდენიმე აკადემიკოსმა დირექტორმა. ყველას რაღაც ,,საციცქნი'' ჰქონდა. ჩემს ინსტიტუტში შტატში 170 კაცი ირიცხებოდა, აქედან 105 იყო მეცნიერ-მუშაკი. მუშაობით ვმოშაობდით 20-25 კაცი, დანარჩენი-ქსოვა, ყავა, ხეების დარგვა, ვენახის(!) ტალავერის გაკეთება და რთველი(!), მოკლედ ტიპიური ,,ცისფერი მთები''. მე ეს დრო მომპარა საბჭოთა კავშირმა. ალბერტ თავხელიძე შემეცოდა, ტიპიური ,,საბჭოთა პროდუქტი'' იყო, მაგის ფრთიანი ფრაზაც მახსოვს- ,,დამწყნარდით ბატონებო''. მაგრამ არ უნდა გაემეტებინა ამ ხელისუფლებას ასე. ალბერტ თავხელიძე კი არ იყო დამნაშავე, არამედ საბჭოთა კავშირი და ის ეპოქა იყო დამნასავე. ეპოქის გასამართლება კი ჯერ-ჯერობით ვერავინ შეძლო. უფალმა აცხონოს. შეიძლება ითქვას კაცი დევნილობაში გარდაიცვალა.
--------------------
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!
შეიკარი ,,რემენი''–,,პრეჟდევრემენი''.
ქვეშევრდომი გაპატიებს მამის მოკვლას, მაგრამ არ გაპატიებს ქონების წართმევას და ქალის წაგვრას@ მაკიაველი
|