მომინდა თქვენთვის მომეყოლა. წინასწარ ბოდიშს გიხდით პუნქტუაციური (და არამარტო) შეცდომების გამო.
მაშ ასე, ვიწყებ:
ვიღვიძებ დილით (1 საათზე

) ვემზადები, კომპიუტერთან ვიოხებ გულს და 3 საათისთვის უნივერსტეტში მივდივარ.
გარეთ ცივა, ხალხი აქეთ-იქით დარბის, ნუ ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: აურ-ზაური, ევროპულად "მოწყობილი" და აზიურად ჩაჭეჭყილ-ჩაპრესილი ჩვენი ქალაქი ახალი წლისთვის ემზადება.
ლექცებმა მალე ჩაიარა. ერთი შუალედური წერა (პირწმინდად იქნა გადაწერილი) შემდეგ გვიან საღამოს ლექცია (სადაც ხატია მელოდება

). საინტერესო ლექციაა, ლექტორი-უზადო იუმორის გრძნობით აღვსილი ქალი, ხოლო ჩვენ-თხუთმეტიოდე "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" სტუდენტი.
მელიქიშვილი ციმციმებს, რუსთაველის გამზირი-მითუმეტეს. თავისუფლების მეტრომდე ფეხით გადავწყვიტეთ წასვლაოთხ თუ ხუთ მათხოვარს არ მივეცი ფული (ყოველთვის მეცოდებიან, თუმცა ფულს თითქმის აღარ ვაძლევ) "ციგანი" ბავშვების ბრბოც ავიკიდეთ. ძლივს მოვიცილე თავიდან. ყველას გეცოდინებათ ვინ არიან ამ ბრბოს წარმომადგენლები: "დეიდებო ბიძიებო დაგიხმაროთ, მოგახმარეთ, ღმერთი დაგლოცე, ამის თავს გაფიცებ. . ."
ისევ მრცხვენია, არა, არ მეცოდებიან, სიტუაციის მრცხვენია, თუმცა ვგრძნობ რომ უკვე მივეჩვიე ამ ყველაფერს. ხატიას ვუხსნი რომ ფეხებით რო დამკიდონ და დამფერთხონ სტუდბილეთის და 40 თეთრის მეტს ვერაფერს ჩამოყრიან (მერე აღმოჩნდა რომ 2 ლარი მქონია, თუმცა მანამდე ბევრია მოსაყოლი)
პარლამენტის შენობის წინ ისეთი ბათქა-ბუთქქია, 2008 წლის ცხინვალში გეგონება თავი, გენიალური ახლგაზრდები მოზრდილებს და პატარებს ასაფეთქებლებს ესვრიან. რაც მთავარია, ის ანათებს, სამ ცდაში რომ გაგიჭირდება გამოცნობა ნაძვის ხეა ძაბრი თუ სხვა რამ. . .
მეტროში ჩავდივართ, სტუდენტურ ბილეთზე თანხას ვრიცხავ (ბილეთები ორივეს გვაქვს. . . ვცდილობ მე გადავიხადო ხოლმე, თუმცა ზოგჯერ პირიქით ხდება) და სწორედ მაშინ როდესაც ექსკავატორისკენ უნდა წავიდეთ კარატისტის ნახტომით ჩვენს გვერდით მეტროპოლიტენის ლურჯკოსტუმიანი, დაბალი, შავი თანამშრომელი ქალი ჩნდება (თან კივის). ვუხსნი რომ ბარათი ორივეს გვაქვს და რომ 20 თეთრად მგზავრობა გვეკუთვნის. მაინც კივის. . . ღრიალი მესმის, ვხვდები რომ მე ვღრიალებ

(არა ძაან ჰოლივუდურად გამომდის) მოკლედ მეც ვყვირი, ვემუქრები რომ ფეხებზე მკიდია და როცა და როგორც მინდა ისე გავივლი, პატრულის თანამშრომელი შეწუხებული დგას და არ ერევა (მგონია რომ ჩემსკენაა).
ყველაფერი მოკლე და ცივი დედის გინებით მთავრდება, ხმამალა ვკითხულობ ამ ქოფაკებს სად აგროვებენ ასეთი სამსახურებისთვის, ექსკავატორზე ვდგები და კიდევ ერთხელ ვიგინები.
ჩვენს ქვემოდან პატარა გოგო გაფართოებული თვალებით მიყურებს, დედა უხერხულად იშმუშნება. ისევ მრცხვენია. . .
და მაინც, მე

თბილისი, აი რა არის მთავარი. მოდით მაინც ვცადოთ "გავატაროთ ახალი წელი ევროპულად"
და რა მაინტერესებს: იცით, როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპაში? მე არა.
This post has been edited by lemona on 26 Dec 2009, 00:56