M1 Abrams (Abrams M1A1 / 2; ეწოდა გენერალ Creighton Abrams საპატივცემულოდ) წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს, იწარმოება General Dynamics Land Systems (GDLS) მიერ. პირველი საცდელი მოდელი – М1 გამოშვებული იქნა 1978 წელს. M1A1 სერიულად იწარმოებოდა 1985–1993წ.წ., M1A2 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ. გამოშვებული იქნა 67 ერთეული(ზოგი მონაცემით 62), რის შემდეგაც სერიული წარმოება შეწყდა და ამერიკის არმიის მოთხოვნით М1A1 პარკის ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია M1A2 დონეზე, არმიაში მათი მიწოდება დაიწყო 1998წ. 2004 წლიდან Abrams უტარდება მოდერნიზაცია M1A2 SEP დონეზე.
ამერიკის არმიის გარდა ტანკი იწარმოებოდა ეგვიპტეში, სადაც აწყობილი იქნა 880 ცალი M1A1. ასევე ეს ტანკი იმყოფება საუდის არაბეთის, კუვეიტის და ავსტრალიის არმიების შეიარაღებაზე.
М1 «Abrams» იყო მესამე მცდელობა ძირითადი ტანკის, M48 «Patton III» ,შესაცვლელად.პირველი ორი მცდელობა,T95 და MBT-70/XM803 წარუმატებლად დასრულდა. T95 არ გააჩნდა უპირატესობა M48 «Patton III» წინაშე,ხოლო MBT-70 და თვით მისი იაფი ვარიანტიც( XM803)კი ძვირი აღმოჩნდა.ასევე არ გაამართლა თვით დაბალ ბალისტიკური ქვემეხ–რაკეტის გამშვები სისტემის კონცეფციამ,რომელიც MBT-70/XM803 უნდა დაყენებულიყო.
ახალ ტანკზე მუშაობა,რომელმაც მიიღო ინდექსი–XM-1,დაიწყო ХМ803 პროგრამის დახურისთანავე,1971 წლის ბოლოს.ტექნიკური რისკის შესამცირებლად გადაწყდა მისი კლასიკური,4 ეკიპაჟიანი სქემით და მაღალ ბალისტიკური ქვემეხით გაკეთება.ქვემეხის არჩევა მოხდა ამერიკულ 105მმ M–68 კუთხვილ ლუილიან,110მმ ინგლისურ კუთხვილ ლულიან და გერმანულ 120მმ გლუვლულიან ქვემეხებს შორის.110მმ თავიდანვე მოიხსნა,რადგანაც მისი მონაცემები იდენტური იყო 105მმ–ნი ქვემეხისა.120მმ ქვემეხის დაყენება კი ჩაითვალა სარისკოდ,ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება M–68 სასარგებლოდ,შემდგომში 120მმ ქვემეხის შეცვლის შესაძლებლობით.
ამძრავი აგრეგატის ვარიანტები იყო:ამერიკული საჰაერო გაციების დიზელი AVCR-1100 (იგეგმებოდა მისი MBT-70–ზე დაყენება),გერმანული წყლით გაციების დიზელი DB1500 (მოგვიანებით ამ დიზელს ეწოდა MB873) და ამერიკული აირტუბინული ძრავა AGT-1500. ყველა ამ ძრავის სიმძლავრე 1500ც/ძ აღწევდა.ამერიკელი სამხედროები თავიდან დიზელს ანიჭებდნენ უპირატესობას,მაგრამ 70–ანი წლების ბოლოს სიმპატიები აირტუბინული ძრავისკენ გადაიხარა.
თავდაპირველი ტექნიკური მოთხოვნით ტანკს უნდა გაეძლო 115მმ ჯავშანგამტანი ჭურვისთვის 800მ–ნი დისტანციიდან,მისი ფასი უნდა ყოფილიყო 400 000$,წონა–45 ტონა.მალევე აშკარა გახდა რომ ამ წონითი გაბარიტებით დასმული დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო,მაგიტომ შეზღუდვებმა აიწია 500 000$ და 55ტ–მდე.
1973 წელს ქრაისლერმა და ჯენერალ მოტორსმა წარადგინეს თავისი პროეკტები.ტანკების საერთო ცდები მიმდინარეობდა 1976 წლის 31 იანვრიდან 7 მაისამდე,დადგინდა რომ ორივე ტანკი პასუხობდა დასმულ პარამეტრებს.პარალერულად იმავე წლის სექტემბერ–დეკემბერში მიმდინარეობდა Leopard-2AV ცდები,გერმანულმა ტანკმა აჩვენა შესანიშნავი სავალი მახასიათებლები,საიმედოობა და სროლის სიზუსტე,მაგრამ შეიარაღებაში არ იქნა მიღებული რადგანაც იყო ძვირი და ამავდროულად ვერ პასუხობდა დაცვის ხარისხს.
1976 წლის 12 ნოემბერს ჯენერალ მოტორსსა და ქრაისლერს შორის გამარჯვებულად გამოცხადდა მეორე,პროგრამის დაბალი ფასის გამო(მისი აირტუბინულ ძრავიანი ტანკების 110 ერთეულიანი პარტია ღირდა 196 მილიონი დოლარი ჯენერალ მოტორსის 232 მილიონი დოლარის საწინააღმდეგოდ).
მეორე ეტაპის გამოცდებისთვის(ტექნიკური DT-II და საარმიო ОТ-II გამოცდები)ფირმა ქრაისლერმა გამოუშვა 11 საცდელი ტანკი ХМ1,მცირედი ცვლილებებით. ჯერ კიდევ მეორე ეტაპის ცდების დასრულებამდე 1978 წლის მაისში,პენტაგონმა მიცა თანხმობა 110 ტანკის წარმოების შესახებ,რომლებიც განკუთვნილი იყო მესამე ეტაპის ცდებისთვის და სატანკო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გასაწვრთნელად.პირველი 2 ტანკი 1980 წ 12 თებერვალს გადეცა არმიას საზეიმო ცერემონიალით.სწორედ მაშინ დაერქვა ტანკს „Abrams“,ვიეტნამის ომის გენერლის, Creighton Abrams საპატივცემულოდ.ტექნიკური და საარმიო გამოცდების მესამე ეტაპი მიმდინარეობდა 1980–1981წწ. 1981 წლის 17 თებერვალს,ტანკი მიღებული იქნა აშშ არმიის შეიარაღებაში სახელით:“105მმ ქვემეხიანი,მუხლუხოვანი ტანკი М1».
მიმაგრებული სურათი