"ჩუ" იყო ძალიან პოპულარული თამაში ჩვენს უბანში (ყველგან იყო თუ არა ვერ გეტყვით, რახან ესე გაგიკვირდათ, შეიძლება სხვა სახელიც ერქვა)
თამაში მიდიოდა ხურდა ფულით...
ჩაიდებდი მუჭში ფულს(რამდენი გედო მარტო შენ იცოდი) და მიარტყამდი სხვა მოთამაშეების მუჭებს...
შემდეგ ხდებოდა დათვლა ვის რამდენი ედო მუჭში...
წინასწარ აუცილებლად უნდა გეთქვა უფულო ხელი ლარიო, ვინმე აფერისტი რო არ შემოპარულიყო და მერე არ ეთქვა, არ ყოფილა ძმაო "დაგავორიო"
ვისაც ყველაზე მეტი ქონდა ორივე ხელში ცაიყრიდა მთელ ხურდებს და აურიდა...
"არიოლი" რაც დაჯდებოდა მისი იყო უკვე...
"რეშკეაზე" დამჯდარი ხურდები კი უნდა ამოეტრიალებინა მაგიდაზე, ქვაზე ან რაიმე მყარ საგანზე დარტმით, ზრდის მიხედვით... თავიდან მაგალითად ხუთთეთრიანი, მერე 20-იანი, მერე 50-იანი......
რასაც ამოატრიალებდა მისი იყო...
თუ ვერ ამოატრიალებდა კიდე ის ატრიალებდა ვინ მეორე ადგილზე იყო ფულის რაოდენობით....
მაგარი თამაში იყო ძაან...
რამდენჯერ ფეხბურთზე ფეხით წავსულვარ რომ სახლიდან გზის ფულად მოცემული ფულით ჩუ მეთამაშა

კიდე კაი 1-2 კილომეტრში იყო ჩემი სახლიდან ის გუნდი სადაც დავდიოდი...
ისე ბიზნესსაც ადრეული ასაკიდან ვეზიარე...
ერთი ტიპი იყო ფეხბურთზე...
ორი წლით "ვზროსლი"
დაჩი ერქვა

რო მითავდებოდა ხოლმე ფული და მაგალითადს 20 თეთრი მქონდა დარცენილი იმ დაჩის ვაძლევდი სათამაშოდ და იმდენს იღებდა იმ 20 თეთრით რომ 2-2 ლარი მაინც გვხვდებოდა რო ვიყოფდით

მწვრთნელი თუ დაგვადღნავდა რო ფულზე ვთამაშობდით, ოფლით მოპოვებული კაპიკების კონფისკაცია გარდაუვალი იყო
gocha333