გია სურამელაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და გამოაქვეყნა პროგრამა რომელიც თუ რეალურად შესრულად ძალიან მაგარია
https://www.facebook.com/Gia.suramelashvili.for.president ოფიციალური ფეისბუქ ლინკი
გია სურამელაშვილი პრეზიდენტად Gia Suramelashvili for president of Georgia ·
8 minutes ago ·
დღეიდან ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას!
ჩემი პროგრამა ძალიან მარტივია
1. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და აშშ-ში
2. ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და განათლება
3. ყველა სახელმწიფო სამსახურში მოხდება გადამზადება და იქნებიან მხოლოდ პროფესიონალები
4. პოლიციაში ჩატარდება ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გამოავლენს აქვს თუ არა ადამიანს ძალადობისკენ სრაფვა, შესაბამისად ეგეთი ადამიანი განთავისუფლებული იქნება პოლიციიდან.
5. განვაახლებთ ლაზიკის მშენებლობას და გამოვიყენებთ სხვა დანიშნულებისთვის, მივბაძავთ უკრაინას, რომელსაც აქვს კაზანტიპი. ჩვენ გვექნება ქართული კაზანტიპი ლაზიკა
6. სტუდენტური სესხები 5 პროცენტად
7. ყველა უნივერსიტეტი ვალდებული იქნება ფრიადოსანი სტუდენტი გაათავისუფლოს გადასახადისგან
8. მარიხუანასა და მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია
9. ჯაზ ფესტივალთან ერთად გვექნება თბილისის ფესტივალი, სადაც ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი ჯგუფები როგორებიცაა Radiohead, Red Hot Chili Peppers, Archive და სხვა..
10. გამკაცრდება პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები
11. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 5 წლით გავაუქმებთ და ყურადღებას გადავიტანთ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და შიდა ჩემპიონატზე. დავაფინანსებთ კლუბებს, აღვზრდით პატარა ფეხბურთელებს რომელთა მიზანი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი იქნება
12. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის ჯანმრთელობას და მის მკურნალობას. ჩემმა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონსულტაციები OBAMACARE-ს ქართული ვარიანტის შესაქმნელად
13. ვეცდებით დავიბრუნოთ სამაჩაბლო და აფხაზეთი
14. ჩვენ გავიმარჯვებთ!!!