Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ანდერძი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VENDETA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
VENDETA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5281
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01
#17140669
· 26 Dec 2009, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვთქვათ ადამიანს მოუნდა ანდერძის დაწერა.
ჯერ არ აპირებს სიკვდილს, მაგრამ უნდა თავის დაიზღვიოს, რომ მისმა ნათესავებმა უბედური შემთხვევის შემდეგ (რომლისგანაც არავინაა დაზღვეული) მის ქონებაზე დავა არ დაიწყონ
მაინტერესებს:
1. ამოწმებს ალბათ ნოტარიუსი, არა?
2. ვთქვათ და უეცარი გარდაცვალების შემთხვევაში რამდენ ხანში და ვინ ატყობინებს ოჯახს ანდერძის არსებობის შესახებ?
3. პირადი ადვოკატის ყოლა რამდენად შესაძლებელია საქართველოში?
კიდევ თუ არის რაიმე გარემოებები გასათვალისწინებელი, გთხოვთ დაწერეთ
დიდი მადლობა
ახალგაზრდა და ჯანმრთელი, მაგრამ წინდახედული ადამიანი
This post has been edited by
VENDETA
on 26 Dec 2009, 23:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34390
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#17140916
· 26 Dec 2009, 23:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნამეტანი წინდახედულებისთვის მორალის ფარგლებში მზრუნველი სახელმწიფოსგან არსებობს კანონისმიერი მემკვიდრეობის ინსტიტუტი... მხოლოდ ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე (გინდ სანოტაროზე და გინდაც შინაურულ პონტიანზე) მზე და მთვარე როდი ამოდის...
--------------------
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VENDETA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
VENDETA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5281
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01
#17141136
· 26 Dec 2009, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kodeqsi
რა წესია? იქნებ მე ყველაფერს მეზობელს ვუტოვებ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SHANSKY
Crazy Member
ჯგუფი: Registered
SHANSKY
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1136
წევრი No.: 104700
რეგისტრ.: 12-November 09
#17142511
· 27 Dec 2009, 01:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ან მეზობლის ძაღლს, როგორც მაღრიბში იციან ხოლმე
--------------------
სანამდე შენში იცოცხლებს ბავშვი, შენ სამოთხეში გექნება საშვი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#17143125
· 27 Dec 2009, 01:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს მეც მაინტერესებდა.
ანდერძი ისეთი რაღაცაა, რაც უნდა დამალო იდეაში ხო?
ხოდა წარმოიდგინეთ, უფრო სწორედ მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ რაღაც მომივიდა და ვერ იპოვეს...
ნოტარიუსთანაც ყოველდღიური მიმოწერა ხო არ გექნება.
როგორ ხდება ამ ფარული ანდერძის გამოვლენა?
--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34390
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#17143633
· 27 Dec 2009, 02:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
მამკვიდრებლელ-სტატუსურმა აზრებმა როდიდან დაგიწყო შეწუხებაი?
ვიცი რო ფსიქოლოგიის ბებია და დაჟე ბებიათ ბებია ხარ, მარა პა ჟიზნიც ბებია ხო არ ხარ?
VENDETA
QUOTE
რა წესია?
აპრობირებულ-ცივილურ-ჰუმანური საერთოწინდახედულური ზოგადპრიორიტეტული წესია... სამეზობლო გამომნაკლისებისათვის კი მართლაც ანდერძი დაგჭირდების... ისევე როგორც ტეტისას, რომელიც, გავიგე, თავის საყვარელ ფისუნიას უტოვებს თურმე ყველაფერსაო...
This post has been edited by
kodeqsi
on 27 Dec 2009, 02:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 103064
რეგისტრ.: 23-October 09
#17143719
· 27 Dec 2009, 02:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kodeqsi @ 27 Dec 2009, 02:38 )
[QUOTE][color=gray]
TETISA
მამკვიდრებლელ-სტატუსურმა აზრებმა როდიდან დაგიწყო შეწუხებაი?
ვიცი რო ფსიქოლოგიის ბებია და დაჟე ბებიათ ბებია ხარ, მარა პა ჟიზნიც ბებია ხო არ ხარ?
[QUOTE]
kodeqsi მაგას ეხლა ეკითხები? არადა თითქმის ცოლობა სთხოვე!
--------------------
"განკარგულება მოახდინეთ, თუ შეიძლებოდეს, აანთონ სანთლები! ეს არც ისე ძნელი საქმეა, მაგრამ თქვენ არ გსურთ: თქვენ სიბნელეში გირჩევნიათ, თქვენ გეშინიათ სინათლის. აჰ, როგორ ეშინიათ სინათლის, როგორ ეშინიათ, თქვენ გეშინიათ ნამდვილი საქართველოსი. "
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34390
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#17143849
· 27 Dec 2009, 03:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Foreign Lawyer
მეეე? ცოლობაი? დიდუუუ, ეს რა ჭორებს ავრცელებენ თურმე ჩემზედ ქალბატონი ტეტისები...
არა ტო, დაჟე სანაცნობოდ ახლოს არ მიკარებს, პრინცი-იურისტის არსებობაზე არცერთ ზღაპარში არ წამიკითხავსო... გაიძახის წამდაუწუმ აუტოტრენინგის პონტში...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#17143885
· 27 Dec 2009, 03:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აუტოტრენინგის პონტში...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 103064
რეგისტრ.: 23-October 09
#17143918
· 27 Dec 2009, 03:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რადგან მაქვს ანდერძი გაკეთებული (მეც ჯანმრთელი, ახალგაზრდა, და წინდახედული ვარ) გიპასუხებთ. როგორც წესი ანდერძს ადგენს ადვოკატი (პირადი ან ოჯახის) დამოწმებული უნდა იყვეს მოწმის მიერაც (არა აუცილებელი ნოტარიუსი). იქვე ეტყვი ადვოკატს როდის და რა ვითარებაში უნდა აცნობოს ანდერძში ნახსენებ პიროვნებებს.
არსებობს შეზღუდვები, გარკვეული პროცენტი მთლიანი ქონებიდან უნდა დაუტოვო კანონის მიხედვით შვილებს. თუ შეიცვალა კანონი უნდა შეიცვალოს ანდერძიც (ადვოკატი დაგიკავშირდებათ და მოგახსენებთ). დანარჩენი (ზოგ ქვეყნებში არ გზღუდავს კანონი და თუ გინდა მთლიანი ქონება) შეგიძლიათ დაუტოვოთ ვისაც გინდათ, თუ გინდათ ეკლესიას თუ გინდათ თქვენთვის მემორიალის შექმნისთვის და მოსავლელად სხვას.
ანდერძი რჩება ადვოკატთან, თქვენ სიკვიდალამდე მას უფლება არ აქვს სხვას გაუმხილოს ის თუ რა წერია ანდერძში (თქვენ კი
, ოღონდ ეცადეთ არ მოატყუოთ ვინმე).
როგორც წესი ადვოკატი გებულობს (უცხოეთში) რო მისი კლიენტი გარდაიცვალა ოფიციალური სტრუკტურებიდან. საქართველოში კი ალბათ უნდა აარჩიოთ პიროვნება რომელიც მივა და ეტყვის ადვოკატს თქვენი გარდაცვალების შესახებ.
სამწუხაროდ არ ვიცი არის თუ არა პირადი ადვოკატები მაგრამ იდეაში ყველა ადვოკატი შეძლებს ამის გაკეთებას. ან ვისაც ენდობით იმას გადასცემთ გამზადებულ ანდერძს, (რეკომენდირებული არ არი, თუ გაახმაურა რა წერია ანდერძში და გადაგკიდათ სხვები
, საყვედურს თუ ეტყვით მეტს ვერაფერს).
* * *
ხო აქვე დავამატებ რო არასრულწლოვანი შვილი ვისაც ყავს საზღვარგარეთ თითქმის ყველას ანდერძი აქვს. თუ ორივე მშობელი დაიღუპა, და დაეტაკენ ბებია/ბაბუა ორივე მხარიდან ერთმანეთს? ბავშვი და თქვენი/მისი ქონებაც იქნება გაურკვევლობაში სანამ არ ჩატარდება სასამართლოები (როგორც წესი არ ანებებენ თავს სანამ ბოლო ინსტანციამდე არ მივლენ ხოლმე). ამასობაში სკოლაშიც კი ვერ წავა ბავშვი.
* * *
QUOTE
(kodeqsi @ 27 Dec 2009, 03:06 )
[QUOTE]
Foreign Lawyer
მეეე? ცოლობაი? დიდუუუ, ეს რა ჭორებს ავრცელებენ თურმე ჩემზედ ქალბატონი ტეტისები...
არა ტო, დაჟე სანაცნობოდ ახლოს არ მიკარებს, პრინცი-იურისტის არსებობაზე არცერთ ზღაპარში არ წამიკითხავსო... გაიძახის წამდაუწუმ აუტოტრენინგის პონტში...
[QUOTE]
აბა აბა, კარგად გადახედე შენს პოსტებს. კაი კიდე თუ არ სჯერავს შენაირი პრინცის და არ წასულა კუზანოვის კლინიკაში თორემ როგორც მინიმუმ იქ დახარჯულ თანხას გადაგახდევინებდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34390
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#17144024
· 27 Dec 2009, 03:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იქ დახარჯულ თანხას გადაგახდევინებდა
ჯერ თვით კუზანოვს გადაახდევინებდა... მასზე მომჩივანეთა უსაშველო რიგში ჩადგომითაი... ეხლა კიდევ აქეთ უნდა გადამიხადოს, რომ არ დავაჯერე ჩემი პრინცობა და იმხელა უსაშველო რიგს ავარიდე-გადავარჩინე...
პ.ს. აფერისტი იურისტის ლოგიკაც ამას ჰქვია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 103064
რეგისტრ.: 23-October 09
#17144106
· 27 Dec 2009, 03:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kodeqsi @ 27 Dec 2009, 03:34 )
[QUOTE]
[QUOTE]იქ დახარჯულ თანხას გადაგახდევინებდა[/QUOTE]
ჯერ თვით კუზანოვს გადაახდევინებდა... მასზე მომჩივანეთა უსაშველო რიგში ჩადგომითაი... ეხლა კიდევ აქეთ უნდა გადამიხადოს, რომ არ დავაჯერე ჩემი პრინცობა და იმხელა უსაშველო რიგს ავარიდე-გადავარჩინე...
პ.ს. აფერისტი იურისტის ლოგიკაც ამას ჰქვია...
[QUOTE]
შშშშშშშშშ. თორემ გაიქცნენ შენგან კლიენტები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34390
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#17144121
· 27 Dec 2009, 03:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ თემის წინდახედული ავტორის კითხვათკასკადი კი ლამის გამოგვრჩენია და მივაწოდოთ მას შესაბამისი ადექვატური ინფონაკადი:
QUOTE
თავი მესამე
მემკვიდრეობა ანდერძით
მუხლი 1344. ცნება
ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებსაც.
მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე
მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი,რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.
მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად
ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.
მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი
ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ - ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.
მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის,მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი - არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.
მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.
მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე
თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს,მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება, თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავთავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.
მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის
განსაზღვრისას
მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა,თუ ვინ უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით.
მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა
თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.
მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.
2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე - მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება
კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1356. კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა
თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.
თავი მეოთხე
ანდერძის ფორმა
მუხლი 1357. სანოტარო ფორმა
1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.
2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.
მუხლი 1358. ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ
1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.
2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები
ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:
ა. საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;
ბ. საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;
გ. გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
დ. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი),თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
ე. თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი, თუ მოანდერძე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.
მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ
თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.
მუხლი 1361. ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი
1. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია,საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.
2. მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.
3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.
4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები
ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).
მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება
ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.
მუხლი 1364. შინაურული ანდერძი
მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან
1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).
მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით,ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ,მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
მუხლი 1367. დახურული ანდერძი
1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე,რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.
2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი
ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.
მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.
თავი მეხუთე
მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა
მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე
1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.
2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.
3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307-1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე.
თავი მეექვსე
სავალდებულო წილი
მუხლი 1371. ცნება
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის
მომენტი
სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა
სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთოსასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.
მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა
თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.
მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში
პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები
პირს, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს და ამავე დროს საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) მიმღებიცაა, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი, თუ უარს იტყვის საანდერძო დანაკისრის მიღებაზე; თუკი იგი საანდერძო დანაკისრზე უარს არ იტყვის, მაშინ კარგავს უფლებას სავალდებულო წილზე საანდერძო დანაკისრის ღირებულების ფარგლებში.
მუხლი 1377. სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან
თუ ანდერძით გათვალისწინებულია არა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, - შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.
მუხლი 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასული.
მუხლი 1379. წილის შევსების მოთხოვნის უფლება
თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა,მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.
მუხლი 1380. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე
1. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.
2. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში.
მუხლი 1381. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1382. სავალდებულო წილის გადასვლა ანდერძით მემკვიდრეებზე იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.
თავი მეშვიდე
საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
მუხლი 1383. ცნება
მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე (საანდერძო დანაკისრი - ლეგატი).
მუხლი 1384. საანდერძო დანაკისრის საგანი
საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის) სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით, მისთვის ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში, განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და ა.შ.
მუხლი 1385. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა საანდერძო დანაკისრის
საფუძველზე
მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.
მუხლი 1386. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების
გაუსხვისებლობა
1. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის საანდერძო დანაკისრის მიმღების მემკვიდრეებზე.
2. საცხოვრებელი სადგომით ს ამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს ამ სადგომში საანდერძო დანაკისრის მიმღების ოჯახის წევრთა ცხოვრების საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1387. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები
მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძები სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა.
მუხლი 1388. საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ
თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა,სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა,ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა,მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, - თუ ანდერძიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 1389. საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა
იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება,თუ შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 1390. საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის
პროპორციულად
თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1391. საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მუხლი 1392. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას
თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.
მუხლი 1393. საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა
საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისათვის.
მუხლი 1394. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე
სა-ან-დერ-ძო და-ნა-კის-რის მიმ-ღებს უფ-ლე-ბა აქვს უა-რი თქვას და-ნა-კის-რის მიღება-ზე.
ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ მემკვიდრეს,რომელსაც დაეკისრება დანაკისრის შესრულება.
მუხლი 1395. საანდერძო დანაკისრის შესრულებისაგან განთავისუფლება
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე,რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა,თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისაგან.
მუხლი 1396. საანდერძო დანაკისრის გადასვლა მემკვიდრეებზე
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებიც მის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.
მუხლი 1397. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით
1. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება საერთო - სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი.
2. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის მარეგულირებელი ნორმები.
3. იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს.
4. მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ - ყოველ მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს,ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
თავი მერვე
ანდერძის შეცვლა ან მოშლა
მუხლი 1398. ანდერძის შეცვლის საშუალებები
მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
ა. ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება;
ბ. სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;
გ. ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით.
მუხლი 1399. გაუქმებული ანდერძის აღდგენის დაუშვებლობა
ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით.
მუხლი 1400. რამდენიმე ანდერძი
თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით.
მუხლი 1401. სანოტარო ანდერძის უპირატესობა
1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი - არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.
2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.
მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები
ანდერძი ძალას კარგავს, თუ:
ა. პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე;
ბ. ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი;
გ. ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1403. ანდერძის ბათილობა
1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ.
2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - ბათილია.
3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა
1. ის საანდერძო განკარგულება,რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.
2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.
3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1405. საანდერძო განკარგულების ბათილობა მისი შესრულების
შეუძლებლობის გამო
ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის სარჩელით.
მუხლი 1406. ერთ-ერთი საანდერძო განკარგულების ბათილობის
შედეგები
თუ რამდენიმე საანდერძო განკარგულებიდან ერთ-ერთი ბათილია ან ძალა დაკარგა და მამკვიდრებელს სხვა განკარგულება არ დაუტოვებია,მაშინ სხვა საანდერძო განკარგულებები ძალაში რჩება.
მუხლი 1407. სამკვიდროს მიღება ანდერძის ბათილობის შემთხვევაში
ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში მემკვიდრეს,რომელსაც ამ ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა, უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო საერთო საფუძვლებით.
მუხლი 1408. შედავება ანდერძის ნამდვილობაზე
ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ.
მუხლი 1409. სარჩელის წარდგენის ვადა
1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
2. ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა მოანდერძემ მემკვიდრეს არასწორად უანდერძა სხვისი ქონება, როგორც თავისი.
თავი მეცხრე
ანდერძის აღსრულება
მუხლი 1410. ანდერძის აღსრულების სუბიექტები
ანდერძში მითითების არარსებობის შემთხვევაში მისი აღსრულება ევალებათ ანდერძით მემკვიდრეებს.მათ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ანდერძის აღსრულება მიანდონ ერთ-ერთ მემკვიდრეს ან სხვა პირს.
მუხლი 1411. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა
საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია ანდერძით დანიშნოს ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც, რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.
მუხლი 1412. უარი ანდერძის აღსრულებაზე
ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას მოანდერძის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, რის შესახებაც წინასწარ უნდა გააფრთხილოს ანდერძით მემკვიდრეები.
მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ მოანდერძეს შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც სამკვიდროს გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი და შეატყობინოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მემკვიდრეებს.
მუხლი 1414. ანდერძის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ
ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი ცალკეული განკარგულებების აღსრულება.
მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა
ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და მართვას; ის უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას.
მუხლი 1416. სამკვიდროს დაცვა და მართვა რამ
This post has been edited by
kodeqsi
on 27 Dec 2009, 04:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#17145123
· 27 Dec 2009, 11:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kodeqsi
Foreign Lawyer
ჩემ გასვლას ელოდებით ხოლმე დასაძინებლად ხო?
აბა აქ როცა ვარ ამდენს თუ ბედავთ.
ივა მიცნობს მე. არაერთხელ მივსულვარ მასთან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
Foreign Lawyer
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 103064
რეგისტრ.: 23-October 09
#17155866
· 28 Dec 2009, 00:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხოო ინფონაკადი კი მართლა გასაკვირია. იმდენი სასაცილო მუხლი აღმოვაჩინე რო ფავორიტის ამორჩევა მიძნელდება.
მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები
ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:
ა. საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;
ბ. საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;
გ. გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
დ. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი),თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
ე. თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი, თუ მოანდერძე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.
აე ეს ბოლო პუნქტი მომეწონა განსაკუთრებით.
მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან
1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).
ნეტა ვინ არიან ეს შესაბამისი თანამდებობის პირები?
მუხლი 1364. შინაურული ანდერძი
მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
აი ამ მუხლის მერე რაღაზე წერია ყველა დანარჩენი? აი ფორუმზე დაწერეთ თუ გინდათ. ისე თუ გინდათ რო არცერთ ნათესავს არ აწყენინოთ ერთ დღეს დაწერეთ რამოდენიმე ანდერძი ასე შინაურულად (დაათარიღეთ, დროს მითითების გარეშე) და იკაიფეთ მერე.
აი ეს კი უკვე სასაცილო აღარ არი.
მუხლი 1371. ცნება
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
ნახევარიიიიიიიი????????
მოიცა რა ქონების თავისუფლად განკარგვის უფლება არ მაქვს?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0484 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.