თბილისელო (თბილისში რეგისტრირებულო) სოციალურად დაუცველო სტუდენტებო, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, იცით, რომ მერიაში არის პროგრამა, რომელიც თქვენი სწავლის საფასურის ნახევრის დაფინანსებას ითვალისწინებს? დარწმუნებული ვარ, ბევრი არ არის ინფორმირებული, ვინაიდან ეს ინფორმაცია მაინცდამაინც არ არის გავრცელებული. დაინტერესებულებმა მერიის ცხელ ხაზს მიმართეთ.
ვგონებ, მოდერატორი მაპატიებს, თუ შესაბამის განყოფილებაში არ გავხსენი ეს თემა!