მოგესალმებით ბატონებო!
რეკლამაში არ ჩამითვალოთ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ტოპიკის გახსნის ნებართვაც თაზოსგან მივიღე
(tazo200X)
მოკლედ რა ხდება ეხლა!
დაწყებული მაქ აკადემიური საიტის გაკეთება, რომელიც სამხედრო-თეორიული ხასიათის იქნება,დომეინი, ჰოსტინგი და ა.შ. ყველაფერი მაქვს და მუშაობაც დავიწყე.საიტის მიზანი სამხედრო-სტრატეგიული აზროვნების განვითარებაა საქართველოში.არაფერი ამდაგავრი არ არსებობს, ფორუმების გარდა ვერსად ნახავთ სადმე განიხილებოდეს ომის თეორია და ა.შ.
გამოქვეყნებული იქნება იმ ქართველ და არამარტო ქართველ პროფესიონალთა ნაშრომები რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.წინასწარი თანხმობა აღებული მაქ ბევრი ქართველი სპეციალისტისგან, რომელიც სამხედრო -თეორიულ საკითხებზე მუშაობს.ანუ პუბლიკაციების პრობლემა არ იქნება,საიტზე იქნება ასევე ჩემი ნაშრომებიც, რომელიც ჟურნალ "სტრატეგიულ კვლევებში" გამოქვეყნდა. ჩემს შესახებ ინფო შეგიძლიათ აქ იხილოთ
skiamakia.wordpress.com და აქვე შეგექმნებათ წარმოდგენა თუ რა სახის მასალები იქნება საიტზე..
რაც მთავარია საიტზე ქართულ ენაზე იქნება სამხედრო ტექნიკაზე ინფოც,ასევე მსოფლიო არმიები და კიდევ რამდენიმე საინტერესო რუბრიკა..
ტექნიკის ფოტოებიც მაღალი ხარისხის იქნება შესაბამისად დამუშავებული ფოტოშოფში..
პრობლემა რომელიც მაქ ისაა რომ 2ნი ვმუშაობთ, ერთი საიტს აკეთებს და მე ინფორაციას ვაგროვებ და ვდებ..
მთავარი პრობლემა სამხედრო ტექნიკის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების ქართულ ენაზე ფაქტიური არ არსებობაა.. ცხრილების გარდა, მე აქ ვგულისხმობ ტექნიკის დახასიათებას ქართულ ენაზე... მე შემიძლია ვთარგმნო, მაგრად ისედაც რაც მაქ ცხრილების სახით საიტზე დადებას იმხელა დრო მიაქ რომ ფაქტიურად არ მრჩება დრო დანარჩენისთვის, და ნუ იასნია რომ 24 საათი ამას ვერ გავაკეთებ, შესაბამისად მჭირდება დახმარება იმ ხალხისა რომელიც დაინტერესებულია ამ სფეროთი და სურს რაღაც წვლილი შეიტანიოს. იასნია არავის ამაგი არ დაიკარგება და საიტზეც დაიწერება.. იქნება ასევე ფორუმიც, რომელსაც თქვენაირი ხალხის გარეშე აზრი არ აქვს!
აქ ნადმვილად ვერ გადავქექავ ეხლა ფორუმის თითოეულ თემას მასალების ძიებაში, დრო არ მაქ ამისთვის...
თუ არის თქვენს შორის ვინმე ვინც მოყვარულია სამხედრო ტექნიკისა (ასეთი უმარავია) და აქვს ტექნიკის ინფო ქართულ ენაზე, ან არ ეზარება მასალების თარგმნა და დაწერა დიდად დამეხმარება თუ მომაწვდის ინფოს და გვერდში დამიდგება!
ტექსტი შეძლებისდაგვარად უნდა იყოს აკადემიური ხასიათის, არანაირი ".. ჩემი საყვარელი ტანკია" და რაიმე მსგავსი ფრაზები!
დომეინი არის strate.ge , ინგლისურად ჟღერს როგორც სტრატეგია- Strategy
`
საიტის გაშვება ჩაფიქრებულია დაახლოებით თებერვლის მეორე ნახევარში, მაშინ როცა ის რაოდენობა ინფორმაციისა იდება , რაც პირველ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იქნება.
მემგონი კარგი საქმე კეთდება და იმედი მაქვს თქვენი დახმარებისა!
კონატაქტისთვის მომწერეთ PM , ან მაილზე
skiamakia@hotmail.com This post has been edited by Skiamakia on 28 Dec 2009, 22:14