http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ვინაა და რას წარ
პრეზიდენტმა იმერეთის გუბერნატორად ლაშა მაქაცარია წარადგინა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
29 / 12, 2009 15:54Print
Font size:
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის ახალ გუბერნატორად ლაშა მაქაცარია წარადგინა.
ლაშა მაქაცარია მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მაქაცარიამ აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩოგოვაძე შეცვალა.
პრეზიდენტის განცხადებით, საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება ქუთაისში ბოლო დროინდელი უდისციპლინობისა და “დიდების მემორიალის~ დემონტაჟის დროს მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.
“მთელი რიგი ადამიანების, მათ შორის თანამდებობის პირების დაუდევრობას, უნიათობას და არაკომპტენტურობას ემსხვერპლა უდანაშაულო ადამიანები და ყოველგვარი გადადების გარეშე საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენ გვჭირდება იმერეთში ახალი სისხლი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა დაპირება, ყველა პროექტი ქუთაისში ძალაშია.
“ჩვენ გვაქვს პროექტი ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევის. ამ პროექტზე კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ის სიტუაცია, როცა ჩვეულებრივი ადამიანების ბედი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღელვებს აღარასდროს უნდა განმეორდეს არც იმერეთში და არც არსად საქართველოში. ამაზე ყველას მკაცრად მოვთხოვთ პასუხს”, - განაცხადა სააკაშვილმა.