რა საინტერესო ბანერს წავაწყდი ცნობილ საიტზე
http://avoe.ge/movies/list.php?ganre=8
მარცხენა მხარეს, "სკოლების დალოცვა" სადაც წერია.
ეგ არის საბურთალოზე არსებული წმ მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარის ბანერი.
ეროტიულ ფილმებთან ერთად რატომ დავასქრინშოთე?
დაცინვა რო გავაძლიერო?
არა.
არავის არ დავცინი. თუ ცინიზმზეა ლაპარაკი მეც მათ შორის ვარ ვისაც ეს ხალხი დასცინის.
ფასიანია თუ არაა ფასიანი ეს სკოლების დალოცვა, ამაზე არ ვკამათობ.
უფრო კონკრეტული ვარ:
საპატრიარქო ხშირად აცხადებს (ან საპატრიარქოს დამცველები), რომ როდესაც რაიმე დარღვევას აქვს ადგილი ეკლესიაში, ეს პატრიარქის ბრალი არაა და რომ კონკრეტული დამრღვევი პირი, მღვდელი თუ წვერებიანი ანაფორიანი კრიმინალი თუ ძველი ბიჭი, არის უბრალოდ თვითმარქვია მღვდელი და კავშირი არ აქვს საპატრიარქოსთან.
ამას წინად აქ დაიდო ვიდეო ზესტაფონის მღვდელმთავრის თუ საეკლესიო პირის, რომელიც ზესტაფონის ტელევიზიას მოუწოდებდა ეროტიული ფილმების ჩვენება შეეწყვიტათ ტელევიზიით, რომ ესა და ისა... ბლა ბლა ბლა.. გასაგებია.
მე მაქვს ძალიან კონკრეტული და ლოგიკური შეკითხვები:
1) თბილისის წმ მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი, არის თუ არა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში?
ა) არის
ბ) არ არის
ა - არის პასუხის შემთხვევაში:
1) რამდენად მიზანშეწონილია ეკლესიის ვებ-საიტის ბანერების განთავსება ისეთ საიტზე სადაც ეროტიული ფილმები იდება? რამდენად მართლმადიდებლურია, ტინტო ბრასის პოსტერის გვერდით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სურათის ხილვა და სკოლების დალოცვის მთელი კოლაჟისა???
მე მივმართავ საპატრიარქოს ნებისმიერ დამცველსა თუ მომხრესა თუ წარმომადგენელს, ან დამიდონ საბუთები სადაც იქნება მტკიცებულება რომ ეს ტაძარი არის ავტონომიური ტაძარი და საპატრიარქოს არ ემორჩილება და საპატრიარქო არ აგებს პასუხს მათ ქმედებებზე.
ან ამიხსნან რანაირად შეიძლება, ეკლესიის, წმინდა ტაძრის ბანერი ინტერნეტში განთავსებული იყოს ეროტიკული ფილმების გვერდით?
This post has been edited by ჭ on 2 Feb 2010, 14:56