isev is
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10842
წევრი No.: 2681
რეგისტრ.: 10-September 03
|
#17242640 · 3 Jan 2010, 04:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
www.kvirispalitra.ge
მტრული ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი შეკრება-მსვლელობისას, პირადი უსაფრთხოების წესების დაცვა არანაკლებ აუცილებელია, ვიდრე ბრძოლის ველზე... შეკრება-მსვლელობის მონაწილის ჩაცმულობა: მონაწილე ისე არ უნდა გამოიპრანჭოს, თითქოს თეატრში მიდიოდეს - ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვას. მრავალათასიან შეკრებაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ორი-სამი კაციც კი დგას. ასეთ სიმჭიდროვეში ადვილია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასვრა ან დახევა, მით უმეტეს, თუკი ხალხი მოულოდნელად გადაადგილება დაიწყო. მანდილოსნებს არ უნდა ეცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯობს სპორტული, რათა ადვილად მოახერხონ იქაურობის სწრაფად დატოვება. მანდილოსნები (ისევე, როგორც მამაკაცები) მიტინგზე სამკაულებით არ უნდა მივიდნენ. ჯერ ერთი, ასეთ ხალხმრავალ მიტინგზე ყოველთვის მრავლადაა ქურდბაცაცა. მეორეც, თუკი ხალხის სირბილისას ვინმეს ოქროს საყურე ან ბეჭედი მიწაზე დაუვარდება, ის უნებურად დაიხრება ძვირფასი ნივთის ასაღებად და მორბენლები გადათელავენ. მონაწილე არ უნდა იყოს გამოწყობილი სამხედრო სამოსში. ეს შეკრების მონაწილებში არაერთგვაროვან აზრს გააჩენს. სადამსჯელო რაზმელებს სამხედრო სამოსიანი შეიარაღებულიც შეიძლება ეგონოთ და უფრო დაუნდობლად დაუშინონ ხელკეტები თუ რეზინის ტყვიები.
შსს-ს სადამსჯელო საშუალებები
2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის გამოცდილების კვალად შსს-ს სადამსჯელო რაზმებმა შეკრება-მსვლელობის დასაშლელად შეიძლება გამოიყენონ შემდეგი სახის არასასიკვდილო მოქმედების საშუალებები: - მძლავრი ჭავლმტყორცნები აღჭურვილი სახანძრო მანქანები. მათ მიერ მაღალი წნევით გაშვებული წყლის ჭავლი რამდენიმე ათეულ მეტრშიც წააქცევს კაცს. - რეზინის ტყვიები, საკვამლე და ცრემლსადენი აირის შემცველი 38 და 40 მმ-იანი საგანგებო ყუმბარები, რომლებსაც ცალლულიანი ან რევოლვერის ყუმბარსატყორცნებით ისვრიან. - "პლასტიკური" ტყვიების მსროლელი 15-ტყვიიანი ამერიკულ-ბელგიური ნახევრად ავტომატური იარაღი FN303. იგი 8,5-გრამიან ბისმუტის ტყვიას (ის 17,22 მმ კალიბრიანია) 90 მ/წმ საწყისი სიჩქარით ისვრის და მისი მოხვედრა 50 მ-ზეც კი ძალიან მტკივნეულია. რეზინის ტყვიების შემცველი ყუმბარისგან განსხვავებით FN303-იდან ამ ტყვიების სროლა უფრო დიდი სიზუსტით შეიძლება მომიტინგეთა შორის რომელიმე პირის ამორჩევით დასაზიანებლად, ან საღებავის ტყვიით მის «მოსანიშნად» და შემდგომში დასაკავებლად. - LRAD-ის ტიპის ხმოვანი საჭურვილი. ეს იარაღი 7 ნოემბერს პოლიციის «ტოიოტა ჰაილუქსების» ძარებზე იყო დადგმული. იგი გარეგნულად პატარა "რადიოლოკატორს" წააგავს და შეუძლია გამოასხივოს 150 დეციბელის სიმძლავრის ტალღები, რომლებიც მტკივნეულად მოქმედებს სმენის ორგანოებსა და აზროვნებაზე. 7 ნოემბრის შეკრების დაშლისას ეს ხმოვანი იარაღი ხალხს შეცდომით "მობილური ტელეფონების" ჩამხშობი ეგონა. არ არის გამორიცხული, შსს-მ დამატებით რაიმე სიახლე «შესთავაზოს» მომიტინგეებს. შეკრებილებს შეიძლება დაბლა მფრენი შვეულმფრენიდან დამთრგუნველი აირი გადმოაფრქვიონ. თუმცა ეს რთულად გასაკეთებელი იქნება, რადგან დიდი სიჩქარით მბრუნავი შვეულმფრენის ხრახნები ამ აირს აუცილებლად გაფანტავს დიდ სივრცეში და ის მარტო შეკრების მონაწილეებს არ დაესხმება...
ჭავლმტყორცნების მძლავრი წყლის ჭავლისგან თავის დასაცავად ერთადერთი გზაა - მას უნდა გაეცალო, თორემ ჭავლი მიწას დაგანარცხებს და ისე გაგწუწავს, რომ მიტინგის გასაგრძელებლად ნაკლებად გეცლება. საკვამლე და ცრემლსადენი აირის შემცველი ყუმბარებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება გამართული აირწინაღია. აირწინაღის დროულად გაკეთების შემთხვევაში (თუკი ის თქვენი ზომაა და კარგად გაქვთ მორგებული) არც თვალებს და არც სასუნთქ ორგანოებს არ დაემუქრება ცრემლსადენი და მხუთავი აირიც კი. მაგრამ ვის ექნება შეკრებაზე აირწინაღი? ძველი რუსული აირწინაღების ჩამოცმას აზრი არ აქვს, რადგან მათ გამწმენდი მოწყობილობაში მოთავსებულ "გააქტიურებულ" ნახშირს დიდი ხანია ვარგისიანობის ვადა გასული ექნება. ასეთი აირწინაღის ჩამოცმა შეიძლება უარესიც კი იყოს. შეკრების მონაწილეს ისღა დარჩენია, ისარგებლოს სამედიცინო ნიღბით. ასეთი ნიღაბი თვალებს, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავს ცრემლსადენი აირისგან (თვალების დაცვა მჭიდროდ მორგებული სათვალით შეიძლება), მაგრამ სუნთქვას ცოტათი მაინც გაუადვილებს. ცრემლსადენი აირისგან ატკივებული თვალების ამობანა სოდიანი წყლითაც შეიძლება, რისთვისაც მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს ამ ხსნარით სავსე "პლასტიკური" (და არა შუშის) ბოთლი. რეზინის ტყვიებისგან დაცვა სხეულსა და განსაკუთრებით თავს სჭირდება. სხეულის მეტ-ნაკლებად დაცვა შეიძლება ქურთუკებით, თავის დასაცავად ცუდი არ იქნება ნაქსოვი ქუდებით. ისე, როგორც ცრემლსადენი აირის გამოყენებისას, რეზინის ტყვიების სროლისას ყველაზე საშიშია თვალების დაზიანება. თვალების დაცვა შეიძლება მოცურავის სათვალით, ან უბრალოდ სათვალით. ხმოვანი საჭურვილის ზემოქმედებისგან დასაცავად ყურები უნდა დავიცოთ ბამბით, ან მსგავსი ყურსაცობით. შეკრების მონაწილეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დანა, რომ აღარაფერი ვთქვათ ცეცხლსასროლ იარაღზე. ხალხში შეურაცხად მდგომარეობაში (მაგალითად, ცრემლსადენი აირის ან რეზინის ტყვიის მოხვედრის შემდეგ) გახსნილი დანით შეიძლება ახლომყოფებს მძიმე ჭრილობები მიაყენოს. სამაგიეროდ, ცუდი არ იქნება, თუკი მონაწილეს თან ექნება სპირტის პატარა ბოთლი, ბამბა და დოლბანდი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად თავისთვის ან ახლომყოფთათვის. შეკრების მონაწილეებს ვურჩევთ, სოდიანი წყლის გარდა, სასმელი წყლის პლასტიკური ბოთლიც იქონიოს ტკივილგამაყუჩებელ, წნევის დამწევ და დამამშვიდებელ წამლებთან ერთად. პირადი უსაფრთხოების 100-იანი პირობის მიცემა არავის შეუძლია. წესით, შეკრება-მსვლელობის დარბევაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ის, ვინც ხალხი გამოიყვანა, მაგრამ, როგორც წესი, ისინი შეკრებილებს ვერ აარიდებენ მოსალოდნელ საფრთხეს...
ხალხის დასარბევად გამოყენებადი საჭურვილი: - ქლორაცეტოფენონი, იგივე CN გაზი, ცრემლსადენი ტიპისაა. იგი აღიზიანებს თვალებს და საცრემლე ჯირკვლებს და ძლიერ ცრემლდენას იწვევს. მართალია, - CN გაზი არალეტალური იარაღის სახეობაში გადის (თუმცა იგი პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, როგორც საბრძოლო აირი), მაგრამ მაღალი შემცველობით გამოყენებისას შეიძლება მოჰყვეს გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ფილტვების მძიმე დაზიანება და სიკვდილიც კი. - CS-ი ცრემლსადენ-მხუთავი აირია. მას პილპილის სუნი აქვს. დიდი შემცველობით გამოყენების შემთხვევაში ცრემლდენისა და სუნთქვის ორგანოების ხუთვის გარდა, წვავს კანს, ზოგიერთ შემთხვევაში კი იწვევს სასუნთქი კუნთებისა და გულის დამბლასაც კი, შესაბამისად - სიკვდილს. CS-ის აირით დაზიანების ნიშნებია: ძლიერი წვა თვალებისა და გულმკერდის არეში, ძლიერი ცრემლდენა, ქუთუთოების უნებლიე ხუჭვა, ცემინება, სისველე ცხვირიდან (ზოგჯერ სისხლგარეულიც). CS-ის აირის შესუნთქვიდან 15-20 წუთში ეს მოქმედებები იზრდება. თუკი ადამიანმა დროულად მოასწრო აირწინაღის გაკეთება ან ადგილის დატოვება, ეს მომწამლავი მოქმედება 1-3 საათში ნელ-ნელა მინელდება * * * და ეს განსაცდელი უნდა გადაიტანოს მომიტინგემ რადგან მის ლიდერს აქვს განცდა რომ ხელისუფლებაში არასაკმარისი დრო დაჰყო და უამრავი წამოწყებული საქმე დაუსრულებელი დარჩა .
|