მოდერს ვთხოვ ცოტა ხანი აცოცხლოს ეს თემა...
ესეიგი, იპოვნიან იუზერნი ამა ფორუმისანი რაღაც ინფოს რუსულ საიტებზე, ბრახ დააგდებენ აქ (CTRL-C --->> CTRL -V იციან კარგად), იპოვნიან რამე ინფოს, კიდევ ბრახ, დააგდებენ აქ... იპოვნიან - დააგდებენ, იპოვნიან - დააგდებენ...
ჯერ ერთი ეს ფორუმია და არა საინფორმაციო სააგენტო... მეორეც, ფორუმზე, მითუმეტეს პოლიტიკის განყოფილებაში რათქმაუნდა რომ პოლიტ-ნიუსებზე იქნება საუბარი და ძალიან კარგი, მაგრამ ეს რუსული ტექსტების ქოფი-ფეისტი ცოტა უპასუხისმგებლო საქციელი ხომ არაა??
ნუ გვავიწყდება რომ პირველ რიგში ეს ქართული ფორუმია... შევირბენ ეხლა CNN-ზე და იმდენ ნიუსს ვიპოვი ჩვენთვის საინტერესოს და დავაკოპირებ, რომ ყოველ 180 წამის მერე ახალ-ახალ თემებს გავხსნი...
ან ვის გონია რომ იმხელა რუსულ ტექსტებს თემის ავტორის გარდა ვინმე წაიკითხავს? ამას არ ჯობია რომ ნახეთ სადმე ნიუსი, პატარა ქართული ვერსია დაპოსტოთ აქ, ხოლო მათთვის, ვისაც წყაროს გადამოწმება დასჭირდება დადეთ უბრალოდ ლინკები და მსურველები იქ ნახავენ სრულ ტექსტს...
თორე ამძვრა თავი უკვე, ამძვრა.... ამდენი რუსულენოვანი ტოპიკებით... ვახ...