#17253941 · 4 Jan 2010, 01:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი ვის ვესაუბრო, არც სენტიმენტალური არ ვარ, და არც მტირალა მაგრამ ცუდად ვარ და მიდნა დავწერო
ნახევარი საათის წინ გავიგე რომ გუშინ ჩემი ჯგუფელი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, არავინ არაა ონლაინში, არც ჩემი ოჯახი არც მეგობრები არავინ, ყველა იმ უბედურის სახლშია, ვერავისთან ვერ ვსაუბრობ, ადგილს ვერ ვპოულობ, დამნაშავედ მიმაჩნია ჩემი თავი რომ მიცვალებულთან მისვლაც კი არ შემიძლია, უსუსურად ვგრძობ თავს
ვფიქრობდი და საკუტარი თავის მრცხვენია, რადგან არასდროს მიფიქრია რომ ეს ადამიანი მენატრებოდა, რაც წამოვედი არც კი დამირეკავს, და ეხლა ძალიან მენატრება, მაგრამ ვიცი რომ ვეღარ გავიგებ მის ხმას, ეხლა მივხვდი რომ თურმე მყვარებია
მისი სიკვდილი მაგალითად უნდა გავიხადო რომ მიმტევევებელი გავხდე, რომ უყურადღებობა არ გამოვიჩინო, რომ გავუფრთხილდე ადამიანებს რომლებიც ძვირფასია ჩემთვის, და რაღაც სისულელელის გამო არ ვაწყენინო არავის რადგან შეიძლება წამის მეასედში ის აღარ იყოს ამ ქვეყნად
ბოდიში თუ ვინმეს როდესმე შეურაცხყოფა მოგაყენეთ, ბოდიში თუ ვინმეს გაწყენინეთ
თემა დახურეთ თუ გინდათ არც პოლიტიკურია და არც არაფერს არ ემსახურება, უაზრო თემაა, ერთი მარტოსული ადამიანის რომელსაც არავინ ყავს ეხლა რომ ესაუბროს
|