მოვლადი უდუგოვი: "რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციების დაწყების დრო არც ისე შორსაა"
16:46 - 29.12.2009
ექსკლუზიური ინტერვიუ "იმარატ კავკაზის" საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორთან მოვლადი უდუგოვთან.
- რუსული მხარე საქართველოს მორიგ ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე "ბოევიკების" ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლას უწყობს ხელს. თქვენი აზრით, რაში სჭირდება რუსეთს მსგავსი განცხადებები?
- კრემლის ამ განცხადებებში ახალი არაფერია: იგი მსგავს განცხადებებს 1999 წლიდან აკეთებს. ეს უბრალოდ მორიგი პროპაგანდაა, რომლის მიზანს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლა წარმოადგენს. სამწუხაროდ, თბილისი ამ ზეწოლას ვერ უძლებს: იმის მაგივრად, რომ რეალურად დაეხმაროს მტრის მტერს, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ბლოკავს მოჯაჰედების ნებისმიერ სერიოზულ მცდელობას, გამოიყენონ "ქართული ზურგი" და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავხედურად მიისაკუთრა.
- ექსპერტების სულ უფრო დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. მეტიც, მათი აზრით, კავკასიაში კლანებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა. თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა რეალურად ჩრდილოეთ კავკასიაში?
- აღნიშნული განცხადებები სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებები პირველ რიგში, მოსკოვიდან მომდინარეობს, რომელიც ცდილობს, კავკასიაში ჯიჰადის ბრძოლა ყველაფრად წარმოაჩინოს, ომის გარდა. სწორედ აქედან მოდის უაზრო განცხადებები იმის შესახებ, თითქოს კლანებსა და კრიმინალებს შორის მიმდინარეობს ბრძოლები. ამის გამო მოჯაჰედების მიერ განხორციელებული ყოველ დივერსიისა თუ საომარი მოქმედებების შემდეგ სისხლის სამართლის უაზრო საქმეებია აღძრული. რაც შეეხება იმას, თუ რა მდგომარეობაა "იმარატ კავკაზის" ოკუპირებულ პროვინციებში, იქ სიტუაცია მოსკოვის სურვილის საპირისპიროდ ვითარდება. ჯიჰადი არათუ შესუსტდა, არამედ პირიქით – გაძლიერდა. მოჯაჰედების სამხედრო აქტიურობა ფართოვდება და ძალები მრავლდება.
- მიმდინარე წლის 27 ნოემბერს “ნევის ექსპრესის” აფეთქებაზე პასუხისმგებლობა კავკასიელმა მოჯაჰედებმა აიღეს. რა შეგიძლიათ, თქვათ აღნიშნულ დაჯგუფებაზე და მოქმედებდნენ თუ არა ისინი რეალურად დოკა უმაროვის ბრძანებით?
- კავკასიელი მოჯაჰედები - არა "დაჯგუფება", არამედ "იმარატ კავკაზის" შეარაღებული ძალებია, რომელსაც საკმარისი საშუალებები გააჩნია იმისთვის, რომ ოკუპანტების, გამყიდველებისა და რწმენის უარმყოფელების წინააღმდეგ პარტიზანული ომი აწარმოოს არა მხოლოდ "იმარატ კავკაზის", არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც. მოჯაჰედები სამხედრო ოპერაციებსა და დივერსიებს უმაროვის გეგმისა და ბრძანების მიხედვით ახორციელებენ. რაც შეეხება მასშტაბური სამხედრო ოპერაციების დაწყებას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ეს დრო არც ისე შორსაა.
- მოჯაჰედების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ვიდრე რუსი ოკუპანტები წმინდა რელიგიური მრწამსით რიგითი მუსლიმანების ხოცვას არ შეწყვეტენ, რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიები გაგრძელდება". აქვეა აღნიშნული, რომ მოჯაჰედები შეეცდებიან, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აიცილონ. როგორ წარმოგიდგენიათ აღნიშნული? - მსგავსი დივერსიების დროს ხომ მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება?!
- უკეთესი იქნებოდა, ეს კითხვა "იმარატ კავკაზის" შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის დაგესვათ. მე მხოლოდ ის შემიძლია, შეგახსენოთ, რომ მოჯაჰედები თავის გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობენ შარიათით, რომელიც განისაზღვრება ყურანის პოსტულატით – "ეომეთ მათ ისევე, როგორც ისინი - თქვენ, მაგრამ არ გადააჭარბოთ".
- როგორ ფიქრობთ, რუსეთთან აღნიშნული მეთოდით ბრძოლა შედეგს გამოიღებს? წავა თუ არა კრემლი დათმობაზე?
- დივერსია პარტიზანული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლას, არაფერი ვიცი იმის შესახებ, აქვს თუ არა "იმირატ კავკასის" ხელმძღვანელობას მიზნად დასახული მოსკოვის მხრიდან რაიმე სახის დათმობის მიღება. ჯიჰადს სურს, რუსი ოკუპანტები კავკასიის ტერიტორიიდან სრულად გააძევოს. ამასთან, მოჯაჰედების განცხადებაში მითითებულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაში კორექტივები იქნება შეტანილი, თუ რუსი ოკუპანტები წმინდა რელიგიური მრწამსით რიგითი მუსლიმანების ხოცვას და გატაცებებს შეწყვეტენ.
- საქართველოში ახალი ტელევიზია - "პირველი კავკასიური არხი" იხსნება, თუმცა ქართული ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი მის გახსნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობებს. აღნიშნულ არხთან დაკავშირებით რას იტყვით და ითანამშრომლებთ თუ არა მასთან მომავალში?
- რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მიითვისა და ამის შემდეგ რომელი ურთიერთობების გამწვავებაზეა საუბარი?! რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა გაიღვიძონ და დაიწყონ მოქმედებები სწრაფად და ცალსახად?! რაც შეეხება აღნიშნული არხის გახსნას, ეს მხოლოდ პირველი პატარა ნაბიჯია, რომელიც საქართველოს 10 წლის წინ უნდა გადაედგა, თუმცა ეს ნაბიჯიც წარუმატებელი აღმოჩნდება, თუ ახალი არხი პროპაგანდისტული იქნება და კავკასიაში რეალურად მიმდინარე პროცესებს არ ასახავს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის იმ საკითხებზე, რომელიც კავკასიის რუსეთისგან გათავისუფლებას ეხება.
- თქვენი შეფასებით, როგორი იყო ზოგადად კავკასიისთვის 2009 წელი?
- მიმდინარე წელი (მუსლიმანური კალენდრის მიხედვით, 1430 წელი) მუსლიმანებისა და "იმარატ კავკასის" მოჯაჰედებისთვის გარდამტეხი იყო, პირველ რიგში - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ამ წელს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გამარჯვება იქნა მიღწეული.
- და ბოლოს, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2010 წელი?
- იქნება ისეთი, როგორიც ალაჰს სურს. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტები კავკასიის ტერიტორიიდან სამუდამოდ გავაძევოთ.
ლევან ჭითანავა
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=40149&Itemid=1