#38345717 · 11 Oct 2013, 20:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE | აფხაზები აბაზგების უშუალო შთამომავლები არიან |
არ არიან,მათი ენა იმ დონემდე ახლოს დგას ჩრდ.კავკასიურთან,რომ გამორიცხულია მსგავსი ერთიანობის შენარჩუნება 2 ათასი წლის მანძილზე,ამასთან აბაზგების თვითსახელწოდება როგორც ჩანს იყო აბაზგი (იგივე აბაზა) და სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ ბერძ.აბაზგები და ქართ.აფხაზები
QUOTE | როგორც მეგრელები ანტიკური ლაზების და კოლხების უშუალო შთამომავლები |
ლაზები იყვნენ ერთ-ერთი ჰეგემონი ტომთაგანი (მსგავსად კოლხებისა თავის დროზე) რომლებმაც თავისი სახელი გაავრცელეს დანარჩენ-პოლიტიკურად დაქვემდებარებულ კოლხური მოდგმის ტომებზე.გაიხსენე აბა ანიკეტეს აჯანყების დროს მდ.ხობის წყლის პირას ვინ ცხოვრობდა-სედოხეზთა ტომი.ამასთან სრულებითაც არ ჩანს უსაფუძვლოდ მეგრელთა სახელწოდების ერთ-ერთი კოლხური (და არა ლაზური) ტომის-მანრალების სახელთან დაკავშირება.მეგრელები ლაზების მსგავსად კოლხური მოდგმის ცალკე შტოს წარმოადგენენ.
This post has been edited by Homo_Georgicus on 11 Oct 2013, 20:07
|