ამ ადამიანის შესახებ ადრე თემა გავხსენი
psy.ge-ზე და ახლა აქაც "გადმოვაკოპირე"... ძალიან მიყვარს და ვაფასებ მის შემოქმედებას და მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა
Philip Rubinov Jacobson 
დაახლოვებით ერთი წლის წინ, როდესაც ერნსტ ფუქსის ბიოგრაფიას ვეცნობოდი, აღმოვაჩინე ადამიანი, რომელის შემოქმედებამაც ძალიან დამაინტერესა. რობერტ ვენოსას მსგავსად (ვინც არც იცით ვოტ ლინკი
Robert Venosa ), იგი გახლდათ მისი მოსწავლე.
ფილიპ რუბინოვ ჯაკობსონი არის მხატვარი, მწერალი, მასწავლებელი, ფილოსოფოსი. იგი აღიარებულია, როგორც ფანტასტიკური და სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.
საშუალო სკოლი სისტემამ მიიჩნია, რომ ფილიპი იყო განსაკუთრებული და ბევრი ღირსებით დაჯილდოებული ბავშვი, ამიტომ 13 წლის ასაკში იგი გაგზავნილ იყო როჩესტერის უნივერსიტეტში (University of Rochester), რათა მას ის შეესწავლა ბიოლოგია და სახვითი ხელოვნებები (Fine Arts). საშუალო სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მას საგანმანათლებლო და კულტურის გამდიდრების ინოვაციული პროგრამების დანერგვაში.
ფილიპს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (BS, MA და MFA) ხატვაში, გრაფიკასა და ძერწვაში, რასთან ერთადაც მან შეისწავლა ფსიქოლოგია, ფილოსოფია და შედარებითი რალიგია. 1973 - 74 წლებში ფილიპი გაემგზავრა ვენაში საცხოვრებლად, რათა ერნსტ ფუქსის დამრიგებლობის ქვეშ ესწავლა მხატვრობა. ერნსტ ფუქსი გახლდათ სახელგანთქმული მხატვარი და ფანტასტიკური რეალიზმის ვენური სკოლის დამაარსებელი (Vienna School of Fantastic Realism). 1997 წელს ფილიპი მისი დამრიგებლისგან დაგაეცა სახვითი ხელოვნების წარმოშობის და ხატვის ოსტატობის სწავლების პასუხისმგებლობა. ფილიპის ცოდნა მხატვრობაში ჯობნის მისი ნამუშევრების წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას. მხატვარი აგრეთვე არის ნორვიჩის უნივერსიტეტთან არსებული ვენმორტის სამხატვრო კოლეჯის (Vermont College of Art) და ნაპორას უნივერსიტეტის (Naropa University) სამხატვრო პროფესორ-ლექრორის თანაშემწე.
ფილიპის ნამუშევრები 90-ზე მეტ გამოფენაზე იყო წარდგენილი, ხოლო მისი წიგნებს მთელს მსოფლიოში ყავს მკითხველები. იგი ავტორია წიგნებისა :
DRINKING LIGHTNING - Art, Creativity and TransformationPROMETHEAN FLAMES - Rekindling and Re-visioning the Creative FireEYES OF THE SOUL - Exploring Inspiration in Artფილიპის მოგზაურობები ძალიან მტავალფეროვანია. მათ შორის მან იმოგზაურა ინდოეთში სადაც შეისწავლა მედიტაცია მუკტანანდა პარამაჰანსასთან (Muktananda Paramahansa - ერთერთი ყველზე ძლიერი სიდდჰა იოგის მასწავლებელია ინდოეთში), აღმოსავლური ფილოსოფია და შიშველმა იხეტიალა სადჰუს (Sadhu) ჯგუფთან ერთად 1978 წელს.
ფილიპმა შეისწავლა მსოფიო სიბრძნნეთა ტრადიციები, კოდაკანის ძიუდოს (Kodakan Judo) და აიკიდოს ხმლის (Aikido Sword) სამხედრო ხელოვნება.
"Art is a sacred path awakening the enlightened mind healing and stirring the divine heart." ~ Philip Rubinov Jacobson ~
მისი შემოქმედება:
Self-Portrait
Crossing Over
Into Light
Terra Nova
The Fire Flower
The Kings Daydream
The Unicorn
Adam and Eve
_______________________
The Mission I - The Journey
The Mission II
The Mission III