ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება
ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობიდან შესაძლო გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ განუცხადა, მინისტრი სამსახურშია და თავის მოვალეობას ასრულებს.
ახალაიას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო კულუარებში დღეს გავრცელდა. პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ უახლოესი სამთავრობო ცვლილებები თავდაცვის მინისტრსაც შეეხოს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]