http://www.mkurnali.ge/index.php?option=co...1135&Itemid=220კითხვა:
- იწვევს თუ არა მასტურბაცია ქალიშვილობის დაკარგვას და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ ბრძოლა სამედიცინო თვალსაზრისით?
პასუხი:
- სავსებით შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს ქალიშვილობის დაკარგვა. როგორც ჩანს ქალწულობა იმისთვის გწადიათ, რათა მომავალ მეუღლეს აჩვენოთ, რომ უმწიკვლო ჩაბარდით.
გახსოვდეთ, ვინც მასტურბაციას ეწევა, ის არ არის უმწიკვლო. სიყვარული მშვენიერია, მოვა დრო და შეგიყვარდებათ და როცა შეგიყვარდებათ და ოჯახს შექმნით, შეგრცხვებათ ვნებებს რომ ჰყვებოდით.
თუ მართლა გსურთ, ამ სენისგან თავის დაღწევა, მაშინ უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა - არ უყუროთ ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ფილმებს (სხავთა შორის, ერთი შეხედვით უწყინარი სერიალებიც სავსეა ასეთი კადრებით), დაკავდით სპორტით, იზრუნეთ ზოგადი თუ პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე, დაკავდით მსოფლიო შედევრების კითხვით, იარეთ მუზეუმებში, თეატრში,
რაც მთავარია, იარეთ ტაძარში.
რაც უფრო ნაკლები თავისუფალი დრო დაგრჩებათ, მით უფრო ადვილად მოერევით თავს. გარდა ამისა შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს.