სხვადასხვა ფორუმებიდან, ალბათ ამ ფორუმიდანაც.
ტრადიციები კი არა ამას უნდა ეშველოს მანამდე!
გიხაროდენ, ამაყობდენ
– მხოლოდ საქართველოში უყვართ და სძულთ თავდავიწყებით პოლიტიკოსები;
– მხოლოდ საქართველოში აგზავნიან სმს-ებს შინაარსით "სალომე, წალენჯიხა შენთანაა", "მიდი, მიაწექი", "ქართველი ხალხს სძულხართ" და მისთ;
– მხოლოდ საქართველოში, ტროტუარები გამოიყენება პარკინგისათვის, ხოლო მანქანის სავალი გზა ფეხით მოსიარულეთათვის;
- მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ადამიანმა დააგვიანოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე (ან საერთოდ არ მივიდეს) "პახმელიის" გამო.
– მხოლოდ საქართველოში უკვეთავს ორი ადამიანი 40-50 ხინკალს (რომელსაც რა თქმა უნდა ვერ შეჭამს);
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება არ დაკრძალონ 7-10 დღის განმავლობაში მიცვალებული მხოლოდ იმის გამო, რომ ქელეხისთვის "ღირსეულად" მოემზადონ;
– მხოლოდ საქართველოში, ქუჩაში როცა მიდიხარ, მოპირდაპირე მხრიდან მოსიარულე ბიჭმა ძალით გაგკრას მხარი და ბოდიშის მოხდის მაგივრად მეორე ბიჭს უთხრას, „- ნახე რა ვუქენი გოგოს?“ ან რამე მსხვასი.
– მხოლოდ საქართველოში, ჟურნალისტები ეკითხებიან პოპულარულ ადამიანებს (როგორც წესი პოლიტიკოსებს და ტელეწამყვანებს): "როგორ მსმელად ითვლებით?"
ან: "როგორ იწყებთ დილას?" რაზეც ბანოვანი რესპონდენტები ერთხმად პასუხობენ: "დილით ვიღვიძებ თუ არა, ვიღებ შხაპს და ვისვამ ტანის კრემს".
– შევდივარ სადმე და ქართული ლაპარაკი მესმის, მეთქი ზემლიაააკ ქართველი ხააარ? - და არა მეგრელიო..
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ილაპარაკონ ქალიშვილობაზე გაუთავებლად
– მხოლოდ საქართველოში უშვებენ მობილურიდან ზარებს.– "ზარი გამაშვებინე რა"
– მხოლოდ საქართველოში გამოხატავენ აზრს კომპეტენტურად გინებით.
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ დაუზარებლად ჩაყონ ცხვირი ყველას საქმეში.
– მხოლოდ საქართველოში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ 25, 35, 50 წლის ქალიშვილები.
– მხოლოდ საქართველოში, ჩავლილ გოგოს თვალს გააყოლებს მოხუცი მანდილოსანი და მერე თავს გადააგდებს აქეთ-იქით არ მოწონების ნიშნად, ანდა, თუ შემთხვევა მიეცა მიაძახებს კიდეც: ფუჰ, რას გევხარ შე უპატრონო, პატრონი არ გყავს, რა გაცვია?
– ამას მხოლოდ საქართველოში ნახავთ: გოგოს ბიჭი ასტყდომია, აბავს ვითომ, რა გქვია, ბლა–ბლა, გოგოს ინტერესი არ აქვს, ის კი თავისას არ იშლის მაინც, ბოლოს იმედგაცრუებული შეურაცხყოფაზეც კი გადადის, როგორ თუ ის დაიწუნეს?! რა თავი გამოიდე? თავი ვინ გგონია შენ, რას ქვია არ მელაპარაკები?!
– მხოლოდ საქართველოში : შეიძლება საცობი შეიქმნას თუ ორმა მეგობარმა ერთმანეთი დაინახა მანქანის ფანჯრიდან .იქვე დაამუხრუჭებენ შუა გზაზე , სალაპარაკოდ.
– მხოლოდ საქართველოში, თუ გინდა გზაზე არავის შეასკდე ტელეპატიური ნიჭი უნდა გქონდეს და დაგესიზმროს მოხვევას როდის დააპირებს შენს წინ მიმავალი მანქანა. ნუ გექნებათ იმედი რომ "პავაროტნიკს" ჩაგირთავენ
– მხოლოდ საქართველოში, ისე არ გავა დღე ერთხელ მაინც არ მოჰკრა თვალი ქუჩაზე მიმავალ ქათმების და ძროხების ნაირსახეობას (მანქანებს ხელით რომ აჩერებენ "არ გამიტანო მაიცა გადავბობღდე მეორე მხარეს" )
– მხოლოდ საქართველოში, მარშრუტკის მძღოლმა შუა გზიდან მოგაძახოს : "გოგონი არ გინდა კაბა დაგიგრძელო?"
– მხოლოდ საქართველოში „გონკაობენ“ ავტობუსები.
– მხოლოდ საქართველოში, ბოშების შაიკამ დაინახოს ფული რო გიჭირავს და გდიოს ქუჩის ბოლომდე ..... სირბილით!
– მხოლოდ საქართველოში, სახლთან მაღაზიაში უსაქმურ გამყიდვლებს მთელი ეზოს ბიოგრაფია რომ აქვთ ჩამოწერილი, და პურის საყიდლად რო შეხვალ კიდე მინი ინტერვიუს მოგიწყობენ და დროზე უნდა დააღწიო თავი ..
– მხოლოდ საქართველოში, დილით: "ხააახვი ხააახვიი" შუა დღეზე : "მალინააა მალიინაააააა" საღამოს : "მაროჟნიეეეე აბა მაროჟნიეე" (კიდევ კაი ღამე ძინავთ)
-მხოლოდ საქართველოში, კინოში ისე ვერ მიხვალ ნახევარი დარბაზი ნაცნობები არ აღმოჩნდნენ
– მხოლოდ საქართველოში, მეზობელი რემონტს თუ აკეთებს მთელ სახლს წყალს უთიშავს , ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.
– მხოლოდ საქართველოში, ნაცნობ გოგოს კინოში პატიჟებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო წასვლა გეზარება და დაქალებს აგებინებს: არიქა, ვთხოვდებიო!
– მხოლოდ საქართველოში, ტუალეტიდან საჰაერო ვენტილაცია სადარბაზოშია გამოყვანილი, აბა მეზობლებმა ხომ უნდა იცოდნენ როგორი გაქვს კუჭის მოქმედება?
– მხოლოდ საქართველოში, წვნიანს თუ აკეთებ და რომელიმე მწვანილი დაგაკლდა უპრობლემოდ შეგიძლია გახვიდე და მეზობელს გამოართვა. მერე ისიც მოვა ხოლმე ხან შაქარზე ხან ზეთზე ხან კიდე რამეზე : )
– მხოლოდ საქართველოში, ქალის მეოჯახეობაზე და სისუფთავეზე მისი გარეცხილი და გაფენილი სარეცხით საუბრობენ და იმ ინტერვალის მიხედვით რა სიხშირითაც სარეცხს ფენს. (ნეტა ამ ინტერვალებს ასე კარგარ რომ იმახსოვრებენ საქმე მეტ არაფერი აქვთ).
– მხოლოდ საქართველოში, მოგადგება ქალბატონი და გეტყვის ჩემი ბავშვი ასე და იასეო და ეს ბავშვი ხშირ შემთხვევაში 40 წლია მაინცაა უკვე.
– მხოლოდ საქართველოში ამბობენ და გამჯდარი აქვთ სიტყვა ''ჩ.დ.შ.ც.''
– მხოლოდ საქართველოში აგლეჯენ ერთმანეთს კალთებს ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადასახდელად: ''არა მე გადაგიხდი, არა მე, ეხლა ნუ მაყვირებ კარგი რა ციცინო ხურდები მაქვს'' და ასე შემდეგ
– მხოლოდ საქართველოში იხდიან ფულს იმისათვის რომ არ ისწავლონ ;
– მხოლოდ საქართველოში, ჩაჯდე მარშუტკაში და ვიგაცის ღიპი გედოს ცხვირზე....
– მხოლოდ ჩვენთან ქრწინების პირველი ღამე ასოცირდება ტანჯვის, ტკივილის და სისხლის ღამედ.
– მხოლოდ ჩვენთან იპარავენ მანქანის სარკეებს და კანალიზაციის ლუქებს რათა "თავანი გადაიხადონ" ან ხინკალი ჭამონ სადაც შენი თქმის არ იყოს 50 ცალს შეუკვეთავენ და რა თქმა უნდა არ ჭამენ,
– მხოლოდ ჩვენთან შეიძლება გაგიტანოს მანქნამ მაშინ როცა მშვიდად დგახარ ტროტუარზე და ელოდები ტაქსს,
– მხოლოდ ჩვენ გვყავს პატრიოტები რომლებსაც მხოლოდ სიმთვრალეში უყვართ საქართველო;
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ დალიონ სუფრაზე 15 ლიტრი ღვინო და გაითიშონ. პრინციპში სხვაგანაც შეიძლება თუ ქართველი იქნება საზღვარგარეთ და ამით თავის სამშობლოს ასახელებს.
– მხოლოდ საქართველოში ბიჭები იძახიან რომ 27 სმ ასო აქვთ, სინამდვილეში კი 17.
– მხოლოდ საქართველოში დადიან ჩანგალზე ქორწილებში
– მხოლოდ საქართველოში მანქანას ატარებს ყველა ვინც არ იცის მანქანის ტარება
– მხოლოდ საქართველოში ამბობენ "ისეტი ნორკის შუბებით დავდიოდი მთელი ცხოვრება ერთი მე მეცვა და მეორე ბრეჟნევის ცოლს"
– მხოლოდ საქართველოში, "მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი, მჟავანაძის დროს რაიკომის მდივანი ვიყავი"
– მხოლოდ საქართველოში, ჟურნალისტები ლანძღავენ მთავრობას ბოლო სიტყვებით და მაინც უკმაყოფილოები არიან სიტყვის თავისუფლებით.
– მხოლოდ საქართველოში, ხალხი 300 ლარიან ხელფასით გზაში მერსედესებთ ან 80 000 იანი ჯიპებით დადიან...
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ილაპარაკონ ადამიანზე ვისაც არ იცნობენ, მაგრამ იციან რა ზომის ფეხსაცმელს იცმევს
– მხოლოდ ქართველები არიან ამბიციურები: რას ქვია ვიმუშაო, აქეთ იმუშაონ ჩემზე!
- ყველა ქართველს ჰგონია რო მაინცდამაინც მაგის ბაღჩა ბოსტანში მოდის ყველაზე კაი პამიდორი მსოფლიოში
– მარტო საქართველოში „ეპაზორებათ“ მხოლოდ ჭიქა ყავაზე ჯდომა. და უნდა თუ არ უნდა, ედოს სუფრაზე კიდე რაღაცეები, იმიტომ, რომ სხვამ არ იფიქროს ეს რა გასჭირვებიაო
– და მარტო საქართველოში აგზავნიან დილის 6 საათზე "თქვენს ანგარიშზე დარჩა..."-ს
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება მსახიობმა სცენაზე გაიხადოს. ამ დროს ძმა გამოუვარდეს და ცემა ცემით წაიყვანოს სახლში.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ტელეშოუში 30 წელს გადაცილებულმა ქალმა თქვას " გათხოვილი არ ვარ და მაშასადამე ორგაზმი არ მაქვს განცდილიო"და მხოლოდ საქართველოში არსებობენ ადამიანები რომლებიც ამ ქალბატონის სიტყვებს დაიჯერებენ.
– მხოლოს საქართველოში გეკითხებიან "რამდენი გაქვს ხელფასის" შემდეგ "ხელფასის გარდა რამდენს შოულობ"
– მხოლოდ საქართველოში გეკითხებიან გათხოვებიდან ერთ თვეში მრავლისმეტყველი ინტონაციით "ახალი რა არის" და თვალს მუცლისკენ აპარებენ... და სიახლის არ ქონის შემთხვევაში კითხვების ნაკადი: ექიმთან იყავი? იმპოტენტი ხომ არ არის?
– მხოლოდ საქართველოში ქალი როგორც ნივთი ისე მიაჩნიათ, მხოლოდ ბავშვების და საჭმელის მკეთებელი მანქანა;
– მხოლოდ საქართველოში არ დაგიჯერებენ რომ დედამთილთან კარგი ურთიერთობა გაქვს;
– მხოლოდ საქართველოშია სუფრაზე მსხდომი მამაკაცები ოდებს რომ უძღვნიან დედებს და ცოლებს, ამ ოდების ადრესატები კი ამ დროს თავს იკლავენ სამზარეულოში;
– მხოლოდ საქართველოში მამაკაცებს სიყვარულის ეშინიათ
– აბა მხოლოდ საქართველოში ხდება ეგეთი უზნეობა რომ კაცებით გავსებულ სუფრაზე "მანდილოსნებს" ფეხზე წამოუდგებიან "აბა აბა დავლოცოთ ჩვენი მანდილოსნები
– მხოლოდ საქართველოში ხდება დედამთილები ზეწრებს რო ამოწმებენ.
–მხოლოდ საქართველოში ყოველი ნაცნობი/მეზობელი/მაღაზიის გამყიდველი გეკითხება: "ცოლი როდის მოგყავს? დროა უკვე! დრო!"
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება მეზობელთან ახლო ურთიერთობა.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ჩაება "დიდ პოლიტიკაში" და ხმამაღლა ლანძღო ყველა იცნობ თუ არა, თან ავრცელო ჭორები.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ტრასაზე მანქანა გააჩერო და სრულიად უცხო ოჯახმა შეგიპატიჟოს დასასვენებლად.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება არ გქონდეს შემოსავალი და მაინც ცხოვრობდე.
– მხოლოდ საქართვლეოში იყიდება "მოპარული კლიმა" ბაზრობაზე "აბაა კაი მოპარული კლიმა იაფად, ნამდვილი, დასუნეთ;
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ დაუღალავად ლანძღონ ქართველი ქალები მათი სიმახინჯის, საშინელი ხასიათისა და ქალიშვილობის გამო. ამავდროულად კი ავიწყდებათ, რომ დედები, დები და უახლოესი ადამიანები ქართველები ჰყავთ
– მხოლოდ საქართველოში არსებობს ''ძველბიჭობის და ბირჟავიკობის ინსტიტუტი ''
– მხოლოდ საქართველოში აგდებენ ტაქსებს და მერე ამაყობენ როგორ დატოვეს შუა ღამეზე ტაქსისტი, რაღაც მივარდნილი ქუჩის არკაში;
– მხოლოდ საქართველოში, ღამის საათებში როცა ადამიანს დასვენება და ძილი გინდა, მაშინ კორპუსის წინ ვიღაც მანქანაში რთავს მუსიკებს და ბოლო ხმაზე აწეულს უსმენს
– მხოლოდ საქართველოში შეგიძლია დახარჯო ბოლო ფული რესტორანში და მეორე დღეს ნაბეღლავის ფული არ გქონდეს
-მხოლოდ საქართველოში თვრებიან კაცები ისე, რომ მეტროში ჩასულები ყვირიან უკანა კარები გააღეო
– მხოლოდ საქართველოში ნახავთ კორპუსის მეცხრე სართულზე მიშენებულ აივანს...
– მხოლოდ საქართველოში აკეთებენ ტუალეტებში ასეთ წარწერებს: „მხოლოდ დამჯდარმა ჰქენით!“
– მხოლოდ საქართველოში, ტიპი რო უადგილო ადგილას გადადის, მაგალითად რუსთაველზე, დგას არ იწევა და რომ მიუსიგნალებ, კიდე ხელებს გაშლის და მოგაძახებს რა იყო ძმაო მაცალე და გადავალო
– მხოლოდ საქართველოში:
– დანიშნულია შეხვედრა 12–ზე და ხალხი 2–ზე იწყებს მოსვლას
– საქმეების უმრავლესობა ნაცნობობით ხდება (თუმცა შეიძლება ის საქმე უნაცნობოთაც გამოვიდეს)
– ყველაზე (ეკონომიურად) დაბალ ფენასაც 3Gის მობილურები უკავიათ და ყველაზე ხშირად ისმის ფრაზა 'ზარი გამომიშვი'
– მხოლოდ საქართველოში შესაძლებელია რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადოს რომ ის პოლიტიკოსი არ არის...
– მხოლოდ საქართველოს უტ....ენ დედის ტ...ს მთელი მისი არსებობის მანძილზე, მაგრამ ვერ მოჭამეს.
– მხოლოდ საქართველოში იციან უაზროდ წუწუნი საკუთარ სამშობლოზე უაზრო არგუმენტებით.
– მხოლოდ საქართველოში არის რომ გასაჭირში სრულიად უცხო მოვა და დაგეხმარება ძმასავით.
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ იწუწუნონ ფულზე და მეორე დღეს მანქანა იყიდონ.
– მხოლოდ საქართველოში რეკავენ ძველი ნაცნობები ერთმანეთთან ღამის 12 საათზე და ეუბნებიან, რავი გამახსენდი და დაგირეკე, რას შვები როგორ ხარო..
– მხოლოდ საქართველოში უნდა მიასწავლო ზოგიერთ ტაქსის მძღოლს რომელიმე ქუჩა (თანაც ქალაქის ცენტრში) და თან ბოდიშიც უნდა მოუხადო შეწუხებსითვის, ბუზღუნს რომ დაიწყებს, ეს სად წამომიყვანეო.
– მხოლოდ საქართველოში, თუ ფასი იკითხე რამეზე და არ იყიდე შეუძლიათ მაგრა გეჩხუბონ ან სულაც მაგარი მოგაწყევლონ
– მხოლოდ საქართველოში იციან უცნობებმა ერთმანეთს უთხრან - ჩემი ძმა ხარ;
– მხოლოდ საქართველოში იციან ხვეწნის დროს კისერზე (ყელზე) კანის გამოწევა...
მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი რამ. რა საყვარლები ვართ რა...
– მხოლოდ საქართველოში სწყინს გამყიდველს, როცა რამის ჩვენებას თხოვ და ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთო, თუ "მყიდველი ხარ".
– მხოლოდ საქართველოში ნახავ რო ნაცნობს თუ ნახავ სადმე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მაგალითად რუსთაველზე .. და ყვირილით ეკითხები "ოე ბიჭო რავა ხარ? სად დაიკარგე?" და მისთანები........
– მხოლოდ საქართველოში, შეუძლოდ მყოფი მეგრელი ქალი ჩაწერს თავის ტირილს მაგნიტოფონზე და გაატანს ჭირისუფალთან – მოასმენინეო.
– ქელეხის შემდეგ: "უფ რა ასეტრინა იყო .." ..."აბა, აბა რა პატივი სცეს საცოდავს"
– მხოლოდ საქართველოში შეგიძლია გადახვიდე მეზობელთან, შუაღამისას გააღვიძო და ერთი კარგად დათვრეთ.
– მხოლოდ საქართველოში ირჩევენ პრეზიდენტებს 99,9%ით და ბოლოს რევოლუციური გზით აძევებენ მინიმუმ თანამდებობიდან - მაქსიმუმ ქვეყნიდან.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაგირეკოს მეგობარმა და გითხრას, რომ გათავნულია და თუ სასწრაფოდ 15 ლარს არ ჩაუტან, საღამოს ცოცხალს ვეღარ ნახავ
– მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ "ქალი თუ პაპიროზს ეწევა, ბოზია"
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს შევარდნილი მოსახლეობის 90% საინფორმაციო გამოშვებების დროს ტვ-ში.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაიწუნონ ადამიანის შემოქმედება მისი სექსუალური ორიენტაციის ან წარმომავლობის გამო.
– მხოლოდ საქართველოში, შეიძლება შუაღამეც რომ იყოს, დაიძახო "მაინძელოოოო" (აქ დაგიჭერენ )
– მხოლოდ საქართველოში იციან გულიანად გულში ჩახუტება
– შეიძლება უყვარდეთ ერთმანეთი თავდავიწყებით, მაგრამ მხოლოდ ქორწინების მერე სექსი.
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება გიწოდონ გარყვნილი რადგან ორალური სექსი გევასება
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება 21 წლის ქალმა არ იცოდეს კლიტორი სად აქვს
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალმა გითხრას: ვიზასაოთ მაგრამ ზედმეტები არ მოგივიდეს
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალმა შემოგთავაზოს ანალი რათა ქალიშვილობა არ დაკარგოს
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალს ბოზი ეწოდოს იმის გამო რომ სექსი აქვს
-მხოლოდ საქართველოში შეიძლება ბიჭმა თავის მეგობარ გოგოს აუკრძალოს სადმე წასვლა/ასე ჩაცმა
– მხოლოდ საქართველოში შეიძლება სტადიონზე ვიმნმემ გითხრას: ჩემი ძმა ნუ იგინები გოგონებთან ერთად ვარ
– მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ მეგობრებს თვეობით ყველა საქმე გადასდონ და ლოგინად ჩავარდნილ მეგობართან დააწესონ სადღეღამისო მორიგეობა.
– მხოლოდ საქართველოში უნდა იგრძნო თავი დამნაშავედ მაღაზიაში ან ტრანსპორტში, თუ წვრილი კუპიურები არ გაქვს.
– მხოლოდ საქართველოში მოსწონთ ქერები და ცოლად უნდათ შავგვრემნები.
-"ოღონდ მიშა არა და თუნდაც პოლის ჯოხი" და თავი ამის შემდეგ ისევ განათლებულად ჩათვალოს
– მხოლოდ საქართველოში ამღერებენ 4 წლის ბავშვებს სიმღერებს უიმედო სიყვარულზე ქალ-ვაჟს შორის.
– გადატენილი თოფიდან შეუძლიათ "განსხვავებულის" დალევა და თოფმა თუ გაისროლა იმის თქმა, რომ უბედურს ბედი არ ქონდაო;
– მხოლოდ ჩვენთან ითვლება კაი პონტად თუ სიგარეტს ბოლომდე არ მოწევ და ორი თითით ლამაზად გადაისვრი. გოიმები კი ნარინჯისფერ ნაგვის ურნებში აგდებენ. ფუ ჩემი ეგეთიც კაცია რა.
– მხოლოდ საქართველოში - ყველა ტაქსისტს ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული
– მხოლოდ საქართველოში ყოველდღე აგინებენ ჩინელებს და ყოველდღე დადიან ჩინურ მაღაზიებში.
– მხოლოდ საქართველოში არ იკადრეს კაცებმა playboy-ს ყიდვა
– მხოლოდ საქართველოში ატრიალებენ გასაღებს და იძახიან:"ერთი კაციც და გავდივართ!"
– მხოლოდ საქართველოში, შეუძლიათ არჩევნებზე ხმა მისცენ არაფრისმქმნელ პოლიტიკოსს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ მისი მოწინააღმდეგე კანდიდატი
– მხოლოდ საქართველოში შეხვდები სიჩქარის შეზღუდვის ნიშნის ნაცვლად – „იარეთ ნელა.“
– მხოლოდ საქართველოში, მშობლები შვილებს მტრად ზრდიან, რომ მერე მოყვრებად გამოადგნენ.
ყველას მაინც უსაზღვროდ გვიყვრს საქართველო.
პიესი
მადლობა თორნიკე რუსიშვილს ამ მასალისთვის!
This post has been edited by წრაწიკიჩი on 6 Jan 2010, 05:55