#17469337 · 17 Jan 2010, 02:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინმემ იცის რეალურად რატო მოხსნეს გიორგი დევდარიანი? მოკლედ ფედერაციაში რა ხდება კაცი ვერ გაიგებს
"ლელო " # 10 (12 998) 15 იანვარი, პარასკევი, 2010 წელი
გიორგი დევდარიანი, მწვრთნელი, რომლის ხელშიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გააღწია, რეალურად, მნიშვნელოვან სანაკრებო საჭეს ჩამოშორდა. მომავალი ციკლიდან ის არც 17-წლამდელებს გაწვრთნის და არც 19-წლამდელებს, სადაც ეგრეთ წოდებული �მისი თაობა� გააგრძელებს გამოსვლას. დევდარიანი დანიშნეს 18-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც შესარჩევ ციკლში თამაში არ მოუწევს. ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა - მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვების გემო გაგვახსენა, ან ამ თაობას უნდა გაჰყოლოდა, ან სხვა მნიშვნელოვანი გუნდი ჩაებარებინა.
საერთოდ კი, წარმატებულ მწვრთნელებს გაცილებით მეტი დაფასება სჭირდებათ, და არა მოპყრობა პრინციპით - �რატომ კარგი აგიგია�. მერე, როცა წარმატებები მოგვენატრება, მიზეზების ძიება უკვე დაგვიანებული იქნება. დევდარიანი საქართველოში იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელიც წარმატებული მწვრთნელია და ამის აღიარებას დიდი ფიქრი არ სჭირდება...
--------------------
No pasarán!
|