არ დაუჭიროთ მხარი ქართულ -რუსულ ოცნებას,მაგათი დრო წასულია,არ დაბრუნდეთ უკან.
-------------------------------
იოანეს გამოცხადების განმარტება.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ
გამოფხიზლდით და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე.იოანეს გამოც. 12თავიდან
20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური საბჭოთა რუსეთის დაარსებასა და მის დანგ–
რევასა და ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და სოციალისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა,რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი:1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტების რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე. გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა 1925 წლისთვის ძალით გაერთიანებული რესპუბლიკები: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი.
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია,რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას და ათეიზმს.
გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად(თავი) ლენინის და ათეიზმის,კომუნისტური იდეალების სადიდებლად.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია.
გამოც.იოანესი 17,11 – ეს გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული.
გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა როდესაც ქრისტიანული ევროკავშირი და ა.შ.შ. დაშლიან რა ღვთისმგმობელურ კომუნისტურ იმპერიას 1991 წელს, ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ..
ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება - ესაია 14,20 ( ლენინი ისევ მავზოლეუმშია ), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.