"წარმომადგენლობითი ეროვნული კრება" საქართველოში ეროვნული თანხმობის მისაღწევად აქტიურ ბრძოლას იწყებს "წარმომადგენლობითი ეროვნული კრება" საქართველოში ეროვნული თანხმობის მისაღწევად აქტიურ ბრძოლას იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული კრების საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, პროფესორმა მერაბ ჯიბლაძემ განაცხადა, “საქართველოში არსებული წარმომადგენლობითი ორგანოები ქართველი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავენ და ქართველი სახელმწიფო დაუცველია". "ჩვენმა ხალხმა დემოკრატიული არჩენების გზით არაერთხელ სცადა თავისი ნების გამოხატვა, რაც უხეშად იქნა გათელილი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ერის ნების გამოხატვა მხოლოდ წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევით არის შესაძლებელი, რაც 2006 წლის 12 ივლისს ამ იდეაზე ხელისმომწერი ათასზე მეტი საზოგადო მოღვაწის ინიციატივის ხორცშესხმა იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ეროვნული თანხმობა იქნას მიღწეული", - განაცხადა ჯიბლაძემ. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში 13 ადამიანი შედის. ესენია:
თენგიზ დიხამინჯია, რეზო ესაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ადა მარშანია, სოსო მანჯავიძე, ნოდარ მოდებაძე, როლანდ ნიჟარაძე, გელა ნიკოლაიშვილი, სოსო რობაქიძე, გრანი ქანთარია, მერაბ ჯიბლაძე, სოსო ჯაჭვლიანი და სოსო ჭუმბურიძე.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=40391&Itemid=1anamach-ს აინტერესებდა რასა იქმს თენგიზ დიხამინჯიაო ...
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/