მაშინ პოეზია შემიფასეთ თუ შეიძლება...
ჰონორარს არ მიხდიან ამ ლექსებში და არ ვიცი რატომ?

ლექსები ციკლიდან "
შენ დაუკარ"
სად გეძებო?მე წმინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი
უშენოდ ვერ ვძლებდი, როცა გშორდებოდი
გახსოვს რომ სიყვრულს შენც მეფიცებოდი
შენც ხომ ვერ ძლებდი, როცა მშორდებოდი
სულ შენზე ვფიქრობდი, სულ მენატრებოდი
მე შენს სიყვარულში ვიწვოდი-ვდნებოდი
შენც ჩემზე ფიქრობდი, შენც გენატრებოდი
ორივე ვიწვოდით, ორივე ვდნებოდით
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად, სად სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულოდ რად, რად, რად, რადა ხარ?
არ ვიცი ღრუბლებმა რად ჩამოგვიარა?
რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა?
ბედმა რად გვარგუნა ეს მწარე ფიალა?
ორივე სიმწარეს რატომ გვაზიარა?
დაბრუნდი, რომ მერე არ იყოს გვიანა
იქნებ განიკურნოს ჩვენს გულში იარა
სულ სიტკბო შეგვესვას, სიმწარე კი არა
ტკბილით შეგვეცვალოს ეს მწარე იარა
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად, სად სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულოდ რად, რად, რად, რადა ხარ?
მერიქიფეთამადობა მომისაჯეს, სუფრა დამხვდა გაშლილი
თამადობა მომისაჯეს, არ გეგონოთ ადვილი
სუფრის თავზე მომიჩინეს მე პატარა ადგილი
ყანწით ღვინო მომაწოდეს და ე პურ-მარილი
მერიქიფე ღვინო, მერიქიფე ყანწი
მერიქიფე აბა ჩქარა, სულზედ მომისწარი
მერიქიფე ყანწი, მერიქიფე შეშა
მერიქიფე, რა ჯანდაბამ გაგაშეშა... ჰეეეე...
აბა ყანწი თამადავ და ნუ იქნები ჩანჩალა
ყელი ნუ გამოგვიშრე და ღვინო გვასვი ჩქარ-ჩქარა
აბა ჩქარა ბიჭებო და სულ დავცალოთ ჭიქები
დედას მოვატანინოთ და ცხელი ხაჭაპურები.... ჰეეე...
მერიქიფე ღვინო, მერიქიფე ყანწი
მერიქიფე აბა ჩქარა, სულზედ მომისწარი
მერიქიფე ყანწი, მერიქიფე შეშა
მერიქიფე, რა ჯანდაბამ გაგაშეშა... ჰეეეე...
აბა ჩქარა წიწილა და ცხელი შოთის პურები
პური ვჭამოთ ღვინო ვსვათ და გავიხაროთ გულები
ღვინო გვასვი ჩქარ-ჩქარა და ყელი ნუ გამოგვიშრე
თუ ხარ ბიჭი თამადა და ნუ იქნები ჩანჩალა... ჰეეე...
მერიქიფე ღვინო, მერიქიფე ყანწი
მერიქიფე აბა ჩქარა, სულზედ მომისწარი
მერიქიფე ყანწი, მერიქიფე შეშა
მერიქიფე, რა ჯანდაბამ გაგაშეშა... ჰეეეე...