დღეს ჩვენ სამშობლოს პუტინის მარჯვენა ხელი და KGB-ს საშტატო აგენტი, ცირკის დირექტორებისა და რაიკომების მდივნების მიერ პარტიულ ყრილობაზე პატრიარქად დანიშნული კირილე ებრძვის.
მას დაევალა სწორედ საქართველოს საბოლოოდ დაჩოქება და დამონება, რასაც პუტინმა მუქარით, დაშინებით, ბლოკადით და ტანკებით ვერ მიაღწია.
მზაკვარი და დაუნდობელი მტერი დღეს ერთმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებული გვეომება. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ ეს ფარული ომი ჭურვების ცვენაზე უფრო სახიფათო და დამანგრეველია. რუსეთის იმპერიას ეს ერთხელ უკვე გამოუვიდა: ანაფორებში გადაცმული თავისი ჯალათები შემოუსია საქართველოს, დახოცა სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტი ქართველი მღვდლები, გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და გალოთებულ ბრბოს მისცა საჯიჯგნად ჩვენი ეროვნული საუნჯე, სულიერი ტრადიციები.
მრავალი პატრიოტის თავგანწირვის წყალობით საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღემდე იშუშებს ამ იარებს.
მაგრამ ომი არ დასრულებულა! მტერს არ ეთმობა იმპერიული ამბიციები და საქართველოს წინააღმდეგ ახალ შეტევას გეგმავს.
გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება და ამ ბრძოლაში დღეს ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ გმირთა ხსოვნის ღისნი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერა ურჯულოთა შემოსევები, მრავალგზის საქართველოს ისტორიაში, უკანასკნელად კი – 2008 წლის აგვისტოში.
მათი სულები გვიფარავენ ზეციდან ამ დაუნდობელ ბრძოლაში და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ, რადგანაც მათი მაგალითით, მათ კვალდაკვალ, ჩვენც საქართველოსთვის ვიბრძვით!
დღეს ფრონტის ხაზი თითოეული ჩვენგანის სინდისზე გადის.
ქართველი კაცი უნდა სცნობდეს მტერს, რა სამოსელითაც არ უნდა მოგვევლინოს ის.
შენ ეს უნდა იცოდე!
შეიცან მტერი შენი, რათა ღირსეულად დაუხვდე მას!
პ.ს ამ ტექსტებს ვინ წერს დამანახა ერთი
ღმერთი არ არსებობს ? დასაჯოს ეს უგუნური
კირილი გასაგებია თავისი იდეური ვიზიტით, მაგრამ ეს ფრაზები მკლავს
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx