ვფიქრობ, თემა საკმაოზე მეტად პოლიტიკურია. მოდერატორების იმედი მაქვს...
პარასკევს,
8 იანვარს,გოგი გვახარიას საავტორო პროექტი "წითელი ზონა" გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო გადაცემას

პირველი არხი, ღამის 12 საათი.
"ახალგაზრდა მინისტრი ყოველთვის მართალია"სტუმრები:
გოგა ხაჩიძე და ბაკურ კვეზერელი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები)
არიან თუ არა თანამედროვე ახალგაზრდა პოლიტიკოსები კომკავშირელთა მემკვიდრეები დამოუკიდებელ საქართველოში?


მათ აქვთ ამბიცია და ამას არც მალავენ. მათი ახალგაზრდული ენერგია ვიღაცისთვის გადამდებია, ვიღაცისთვის – გამაღიზიანებელი. ისინი მოდიან მომავლიდან, ან იქნებ – მიდიან მომავალში, გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუმცა, ერთი რამ ცხადია – ახალგაზრდა მინისტრებს შემართება არ აკლიათ.
გადაცემის მესამე ნაწილი 8 იანვარს განსაკუთრებულ სიურპრიზებს გპირდებათ – ნაჩვენები იქნება 3 ფილმი –
1. მაშ ასე,
რეჟისორი–მინისტრი გოგა ხაჩიძე – მხატვრული ფილმი, რომელსაც ავტორი არტ–ჰაუს ექსპერიმენტს უწოდებს
"Loading Content" (18 წუთი)

2. ბაკურ კვეზერელი – დოკუმენტური ფილმის გმირი –
"ერთ–ერთი მინისტრი" (17 წუთი) რეჟისორები
გიორგი წიქარიშვილი და
სალომე ჯაში 
3. და ბოლოს
სალომე ჯაშის გახმაურებული (შეიძლება ითქვას – სკანდალური)
დოკუმენტური ფილმი "ლიდერი ყოველთვის მართალია" – რომელიც პატრიოტთა ბანაკის ცხოვრებას აღწერს.
ფილმს დიდი და ურთიერთგამომრიცხავი გამოხმაურება გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პრესაში. "წითელი ზონა" გთავაზობთ სალომე ჯაშის ფილმის სატელევიზიო პრემიერას. არ გამოტოვოთ – გარწმუნებთ, ეს ფილმი თქვენზე აუცილებლად იმოქმედებს, სხვა საკითხია – როგორ. თუმცა, გულრგილი ნამდვილად ვერ დარჩებით.

რეჟისორი სალომე ჯაში
გაზეთი "24 საათი" სოფო კილასონიას სტატია სალომე ჯაშის ფილმის შესახებ.
http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-11-27/1638გაზეთი "24 საათი" – ნოდარ ლადარიას საპასუხო წერილი
http://24saati.ge/index.php/category/opini...2009-11-30/1686www.azrebi.ge - ნინია კაკაბაძე ფილმის და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ:
http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=24
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.