მიხეილ სააკაშვილი სასწავლებლად მიდის
დღეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სასწავლებლად გერმანაში მიდის. ახალია რიგით მერამდენე მინისტრი/ჩინოვნიკია, რომელიც თანამდებობიდან სასწავლებლად გაუშვეს, კაცმა არ იცის.
ნი2 დაუკავშირდა პრეზიდენტის პრეს-სამსახურს და ცადა, გაერკვია ინფორმაციის ნამდვილობა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გაგვიცხადა, რომ ინფორმაცია ახალაიას შესახებ ტყუილია. სამაგიეროდ გაგვიმხილეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, ინფორმაცია – საქართველს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, მიდის სასწავლებლად და თანაც გერმანიაში. სწორედ, ამიტომ ყოფილა იქ ჩასული ამ დღეებში და არა – ნაღრძობი ფეხის გამო.
”პრეზიდენტი ძალიან ბევრს ფიქრობდა იმ ყველაფერზე, რაც მთავრობაში ხდება,”- გაგვიცხადა მანანა მანჯგალაძემ, ”- მან წარსული გადაწყვეტილებები ორ სხვადასხვა სვეტში დაახარისხა: შეცდომები და განათლების პრობლემა. შეცდომებში შევიდნენ: ყოფილი შსს-ს, შემდგომში კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ა.შ. განათლების პრობლემაში შევიდნენ: ნიკა გვარამია, ბიძინა ბრეგაძე, დავით მესხიშვილი და ა.შ.”
როგორც მანჯგალაძემ გვითხრა, ამ დახარისხების შემდეგ პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა თავად რომელ სვეტში შევიდოდა – შეცდომასა თუ განათლების პრობლემაში. ”- ცხადია, შეცდომების სვეტი უფრო სოლიდურია და უფრო მძიმე წონა აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ პრეზიდენტს რა ძლიერი ეგო აქვს, ჰოდა, მან გადაწყვიტა განათლების მისაღებად წასვლა.”
http://ni2.ge/2010/saakscavl/ This post has been edited by RTR on 10 Jan 2010, 02:27