2 კატა მყავს: მარგო და მაჩეკი. მარგო ტანად პატარაა, უსახური, მაგრამ ძალიან გონიერი და ... ავი. თუ თავად არ სურს ხელს ვერ დააკარებ.
მეორეს მაჩეკი ჰქვია. მარგოზე სულ ცოტა 3 ჯერ დიდია, მაგრამ გაცნობიერებული აქვს, რომ "მარგოს სახლში" ცხოვრობს ( მაჩეკი 2-3 წლით უფრო გვიან მოვიყვანეთ).
მაჩეკი სიკეთის განსახიერებაა. დაგვსდევს და გვეხვეწება მომეფერეთო ...მიუხედავად იმისა რომ მშიშარა სულაც არ არის, პირიქით, არაერთხელ ყოფილა, რომ "სტუმრად მოსულ" ძაღლს კუდით ქვა ასროლინა, ...
მარგოს მაჩეკი ტერორიზებული ჰყავს და შეიძლება ითქვას მთელი დღის განმავლობაში ფეხქვეშ კი არა და თათქვეშგაგდებული...
ახლა როგორ ფიქრობთ რა მოხდა გუშინ?
ჩემი ქმარი ჩიბუხს ეწევა. თამბაქოს დიდი რაოდენობით ყიდულობს და აი, მაგ კარადაში ინახავს. სტერვას ანუ მარგოს დრო უხელთია და თამბაქოს გამოტანის დროს კარადაში შეუმჩნევლად შემძვრალა.
ვიქტორმა კარი გასაღებით ჩაკეტა. ჩაჯდა სავარძელში ტელევიზორის წინ და გემრიელად გააბოლა ...მერე კომპიუტერთან გადამჯდარა და ...
მაჩეკსაც "ტირილი" დაუწყია, მაგრამ მაჩეკის ტირილს "ჩამიხუტეთ, მომეფერეთ" შეჩვეულები ვართ და ამასაც ყურადღება არ მიუქცევია ...
ბოლოს კარადის შიგნიდან ფხაჭა-ფრუჭმა მის ყურამდეც მიაღწია და მიხვდა რომ მარგო კარადაში იყო ჩაკეტილი და მაჩეკი მის განთავისუფლებას ითხოვდა ...
ჩემს კითხვას გავიმეორებ:
რომელი პოლიტიკოსი ან კიდევ უფრო მეტი ადამიანის უფლებათა დამცველი გეგულებათ ჰუმანიზმით
"მაჩეკის დონეზე" ?მაჩეკმა ტირილით დააქცია ქვეყანა: მარგო უკანონო პატიმრობაში გყავთო, მარგოს უფლებებს არღვევთო, ცოდვაა მარგო გამოუშვითო
მე პირადად ვიცი, რომ
ნანა კაკაბაძე და გია ჭანტურია "მაჩეკის" უკანა თათის ბრჭყალადაც არ ღირდნენ ...
დღეს რა ხდება თქვენ უკეთ გეცოდინებათ ... ხალხი, გინდ აქეთ და გინდ იქეთ, რეალობას პარტიულ-ორიენტაციული კუთხით აფასებს ...
This post has been edited by August on 11 Jan 2010, 13:01
მიმაგრებული სურათი