ა ბატონო, სულ რო ლიტერატურული პროცესების უძრაობაზე წუწუნებთ და წაიღეთ ტვინი ამ საზღვარგარეთით _ მიმოიხედეთ გარშემო, რაის ბუკერი, რაის პულიცერი, რაის გონკური, ცოტა ხნით მაინც მოსწყდით გუარდიანებს და ნიუ იორკერებს, აგერ დეკემბრის 19-ში, ჩვენს ყურის ძირში ამხელა მასშტაბების პრემიები გაცმულა და ჩვენ კიდევ ამ დროს ჩრდილოეთის ქვეყნების ლიტერატურულ კათედრებს ვიყავით მიშტერებულები... სირცხვილია, ჩვენი საერთო სირცხვილი.
იხილეთ _
ლიტერატურული პრემია ”სახე(ლ)ები”
და რაც მთავარია, ყურადღებით წაიკითხეთ ნომინაციები _ მე ვფიქრობ, ჟანრების მსგავსი ფორმირება იმდენად საინტერესო მიგნებაა, რომ მალე ლიტერატურულ პრემია ”სახე(ლ)ებს” მსოფლიო მასშტაბით არაერთი ეპიგონი ეყოლება
ნომინაციები:“სახე(ლ)ების” სპეციალური პრიზი“სახე(ლ)ების” სპეციალური პრიზი
ნიკო სამადაშვილის პრიზი:გამოუქვეყნებელი პოეტური პუბლიკაციის ან მცირე ზომის მოთხრობისათვის
ცისფერყანწელების პრიზი:ლიტერატურულ ორდენს ან ჯგუფს
მარჯორი უორდროპის პრიზი:ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის, გამოცემისა და პროპაგანდისათვის
გიორგი მთაწმინდელის პრიზი:მთარგმნელობითი მოღვაწეობით ერის სულიერების მსახურებისათვის
გერონტი ქიქოძის პრიზი:დღევანდელი ყოფის და პრობლემატიკის ამსახველი ესეისტიკის ან პუბლიცისტიკისათვის
აკაკი ბაქრაძის პრიზი:პირუთვნელი კრიტიკისათვის
გურამ ასათიანის პრიზი:მიმდინარე სალიტერატურო პროცესის ანალიზისათვის
შოთა ჩანტლაძის პრიზი:ქართული ლიტერატურის უჩინრად მსახურებისათვის
ალექსანდრე ყაზბეგის პრიზი:კავკასიელ ხალხთა ცხოვრების ასახვისათვის
პოლიკარპე კაკაბაძის პრიზი:დრამატული ნაწარმოებისათვის
შიო მღვიმელის პრიზი:თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის
დავით კლდიაშვილის პრიზი:ტრაგიკომიზმისათვის
ტერენტი გრანელის პრიზი:კაეშანისთვის
გრიგოლ რობაქიძის პრიზი:ექსპრესიულობისათვის.
კონსტანტინე გამსახურდიას პრიზი:ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო თხზულებისათვის
იოანე ბატონიშვილის პრიზი:მხატვრულობისა და მეცნიერულობის შერწყმისათვის
ბესიკის პრიზი:საუკეთესო სამიჯნურო ლირიკისათვის
მიხეილ ჯავახიშვილის პრიზი:ლიტერატურაში სამოქალაქო პოზიციის ერთგულებისა და საზოგადოების სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ანალიზისათვის
ნიკოლოზ ბარათაშვილის პრიზი:სამყაროს პოეტურ-ფილოსოფიური ხედვისათვის
დავით გურამიშვილის პრიზი:ჭეშმარიტი ლიტერატურული რელიგიურობისათვის
სულხან-საბა ორბელიანის პრიზი:დღევანდელობის იგავური ასახვისათვის
ვაჟა-ფშაველას პრიზი:ქართული დიალექტებისა და კილოკავების მხატვრულ ტექსტებში ორგანული გამოყენებისათვის
ილია ჭავჭავაძის პრიზი:ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
გალაკტიონ ტაბიძის პრიზი:წარმატებული ექსპერიმენტული ლიტერატურული ძიებებისათვის
This post has been edited by ს ე ქ ს ტ ე ტ ი on 5 Mar 2008, 02:13
Дети _ лишь оправданье нашей наготе...
მე ახლა მარწყვს ვჭამ