#17480748 · 17 Jan 2010, 21:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ის რომ რელიგიური ღმერთი ჩვენთვის მიუღებელია და ზოგადად სასაცილოდ ჟღერს ეს ცხადია,
ასევე ძალიან ცნობილი მოაზროვნეები ან ათეისტები იყვნენ ან სწამდად ზოგადად ყოვლისშემძლე, მაგრამ არამც და არამც რელიგიური ღმერთი.
ჩემის აზრით, რახან სამყარო ასეა მოწყობილი, შესაბამისად არსებობს ამის მიზეზი. რახან სამყაროში არსებობს კეთილი და ბოროტი შესაბამისად არსებობს მათ შორის ბრძოლა. კეთილი გაიგივებულია სიყვარულის გრძნობასთან, სათნოებასთან, სიმშვიდესთან, მოწყალებასთან, ბოროტება სიძულვილთან, შურთან, გაცხარებასთან, სისასტიკესთან (ადრეულ საუკუნეებში ცოტა დაბალგანვიტარებულებმა შექმნეს კეთილისგან ღმერთი და ბოროტისგან სატანა, და 21-ე საუკუნეში ზოგს ჯერა კიდეც). რახან ეს ყველაფერი არსებობს შესაბამისად უნდა არსებობდეს ამ შეგრძნებათა ცხოვრებაში გატარებისთვის მიღებული საზღაური. ბოროტების ჩამდენი უნდა იღებდეს შესაბამის საზღაურს და სიკეთის ჩამდენი შესაბამისს (ადრეულ საუკუნეებში ცოტა დაბალ განვითარებულმა ხალხმა ამას სამოთხე და ჯოჯოხეთი შეარქვა, თუმცა 21-ე საუკუნეშიც ჯერავთ ეს).
ჩემის აზრით "ჩვენეული სამოთხე" ეს არის როდესაც ადამიანი კვდება მაგრამ ის მარადიულ ხსოვნაში რჩება, როდესაც ყველა იმახსოვრებს მის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს. და "ჩვენეული ჯოჯოხეთი" არის ის როდესაც ბოროტი ადამიანი კვდება და ყველა ცუდად იგონებს მის მიერ ჩადენილ ცუდ საქმეებს. შესაძლოა იყოს სხვა საზღაურიც რომელიც ჩვენ ჯერ კდეივ არ ვიცით. ბოლო ბოლო ჩვენ საკუთარი ტვინის მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ და ჯერ კიდევ ვერ ვწვდებით ძალიან ბევრს.
რას ფიქრობთ, მე ამნაირი ღმერთი მწამს და არ ვა\ღიარებ არანაირ რელიგიას (მასში უამრავი აბსურდის და სისულელის არსებობის გამო)
--------------------
ნანკაზე მახინჯი ვარ
|