პარამეცნიერებაში არის გახსნილი თემა ატლანტიდაზე. ისტორიის განყოფილებაში მინდა ეს თემა გავხსნა, სადაც სხვადასხვა შესაძლო ცივილიზაციებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი. მე შევეცდები უფრო მეტად ლინკები (ტექსტები, სურათები და ვიდეომასალები) დავდო და მცირე შესავალი გავუკეთო იმას, რასაც დავწერ. მე თვითონ ისტორიკოსი არ გალავართ (არც არქეოლოგი ვარ). მაგრამ მასალების მოძიება შემიძლია და მათი ანალიზიც. დაკარგულ ცივილიზაციებზე საუბრისას ისტორიკოსები და არქეოლოგები 2 ნაწილად იყოფა. ისტორიკოსების და არქეოლოგების ძირითადი ნაწილი (ე.წ. აკადემია) ძირითად ხაზს აწვება: თანამედროვე ჩამოყალიბებული ცივილიზაციები მხოლოდ 5-6 ათასი წლისაა, უძველესი მესოპოტამიის, ეგვიპიტს და ინდის ხეობის ცივილიზაციების ჩათვლით. მეორე მცირე ნაწილი (რომელთა მოსაზრებებსაც მე, როგორც არაისტორიკოსი, სავსებით ვიზიარებ) დასაშვებად თვლის (და არსებულ მონაცემებსაც ამ მხრივ უკეთებს ინტერპრეტაციას) ე.წ. წარღვნამდელი ცივილიზაციების არსებობას. წარღვნაში არ იგულისხმება მაინცდმაინც ბიბლიური წარღვნა. ისევ გეოლოგების თვალსაზრისით ბოლო გამყინვარების პერიოდი სადღაც 100 000 წლის წინ დაიწყო და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 10-15 ათასი წლის წინ დამთავრდა. ამ ბოლო გამყინვარების პერიოდის დამთავრებისას წყლის დონე რამოდენიმე ასეული მეტრობით უნდა აწეულიყო. მეცნიერების მცირე ნაწილი, რომელიც შესაძლებლად თვლის წარღვნამდელი ცივილიზაციების არსებობას, ამ "წარღვნას" ეყრდნობა.
დავიწყოთ ე.წ. პრე-ჰარაპანული ცივილიზაციებით. ინდოეთში მდინარე ინდის ხეობასთან არსებობდა ცნობილი ცივილიზაცია, რომელიც ცნობილია
ინდის ხეობის ცივილიზაციით. ამ ცივილიზაციის აღმოჩენა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს. ინდოეთის ეს ნაწილი მოთავსებულია პაკისტანის და ავღანეთის საზღვრებთან. ქალაქ ჰარრაპანთან იპოვეს ყველზე ჩამოყალიბებული და განვითარებული ცივილიზაცია. ამის გამო ხშირად ამ ცივილიზაციას ჰარრაპანულ ცივილიზაციასაც ეძახიან. თუ რამდენად ჩამოყალიბებული და განვითარებული იყო ეს ცივილიზაცია, ამაში დარწმუნდებით თუ გადაავლებთ თვალს ვიკიპედიის მოცემულ სტატიას. ეს ცივილიზაცია თარიღდება დაახლოებით 4500-5000 წლის წინ. ამაზე მეცნიერებში გარკვეულწილად ერთიანი შეხედულებაა და სადავოდ არ მიიჩნევა. მეცნიერების მცირე ნაწილი, (ისინი ვინც შესაძლებლად თვლიან წარღვნამდელი და დაკარგული ცივილიზაციების არსებობას), გაოგნებული იყო იმით, რომ ეს ცივილიზაცია უცებ ჩამოყალიბდა ტომური და განუვითარებელი ადამიანებისაგან (იგივე შეიძლება ითქვას ტიაჰუანაკოზე, ეგვიპტეზე და ა.შ.). ესენი ფიქრობდნენ, რომ ამ ცივილიზაციას წინ უძღვოდა განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც არ იყო ნაპოვნი. 2001 წელს ამის შესაძლო დამადასტურებელი საბუთი გამოჩნდა. ინდოეთში, კამბეის ყურეში (რომელიც ესაზღვრება ინდოეთის ჩრდილო აღმოსავლურ ნაწილს, იმ ნაწილს სადაც ჰარრაპანის ცივილიზაცია ჩქეფდა) გეოლოგები აწარმოებდნენ "სანიტარულ" დაკვირვებას როცა სონარით (ულტრაბგერული აპარატია, რომლითაც ზღვის ფსკერის პროფილის დადგენა შეიძლება) დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე ნახეს უცნაური წყალქვეშა სტრუქტურები, რომლებიც ეჭვგარეშე წყალქვეშა ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებდა. 2 დიდი ზომის ქალაქი იყო ნაპოვნი თავისი კედლებით, მოედნებით და ა.შ. ეს ყველაფერი სონარით იქნა დადგენილი და არა უშუალო დაკვირვებით. ოფიციალური არქეოლოგები და ისტორიკესები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ იჯერებენ და სონარით მიღებულ მონაცემებს აბრალიან კომპიუტერული ანალიზის შეცდომას. სონარით წყლის ფსკერის კვლევა და ჩაძირული გემების თუ სხვადასხვა საგნების პოვნა სტანდარტული პროცედურაა! მაგრამ, ამ შემთხვევაში რატომღაც კომპიუტერი შეცდომას უშვებს თურმე. ამის შემდეგ, წყლის ფსკერის იმავე არედან მოპოვებული იქნა უამრავი რაოდენობით საყოფაცხოვრებო იარაღები. რა თქმა უნდა, ოფოციოზი ამის სხვა ინტერპრეტაციას იძლევა: ეს იარაღები მიმდებარე მდინარეებით იქნა ჩარეცხილი ოკეანეში (რაც, რა თქმა უნდა შესაძლოა). თუმცა, ამ იარაღების C14-ით დათარიღება იძლევა თარიღს (დაახლოებით 9-10 000 წელი ჩვენსწელთაღრიცხვამდე), რომელიც ამ ვარაუდს გამორიცხავს.
მე მხოლოდ პატარა უმნიშვნელო ნაწილი გითხარით ამის თაობაზე. ვისაც აინტერესებს, სტატიებს დავდებ შემდგომში და ამ პოსტსშიც და გადახედეთ.

ამ რუკაზე მოცემულია ჰარრაპას ცივილიზაციის არეალი. კამბეის ყურე მიმდებარე ყურეა. თუ ეს სურათი არ ჩაჯდა, მაშინ იგივე სურათი ნახეთ
ამ ლინკზე.
Gulf of Cambay Cradle of Ancient Civilization-ეს სტატია ძალიან ინფორმაციული სტატიაა. ამ ცივილიზაციის არსებობის დამამტკიცებელი საბუთები მეცნიერულად არის განხილული.
ასევე საკმაოდ ინფორმაციულია ქვემოთ მოცემული ვიდეოები: