ბავშვობაში წავიკითხე იური ტომინის წიგნი "ჯადოქარი დადის ქალაქში" და გულში ჩამრჩა. ახლახანს გამახსენდა და მეგობარმა ლინკი მომცა, სადაც რუსულად შემიძლია წავიკითხო. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ჩემმა შვილებმა რუსული არ იციან და იქნებ ვინმეს ან ქართულად გქონდეთ, ან იცოდეთ სად შეიძლება ვიშოვო, ანდა სულაც გერმანულად ან ინგლისურად გაქვთ, რა იცი რა ხდება

გერმანულად გამოუციათ ადრე, მაგრამ ახლა არსად იშოვება ინტერნეტში. აქაურ გერმანულ სკოლას დავუკავშირდი და აქ არ არის არსადო და გერმანიაში მოვძებნითო და ასე აგვისტოში გაგაგებინებთო. იქნებ მანამდე ვინმემ აქაც გამცეთ პასუხი. წიგნი ამერიკაში მჭირდება, მაგრამ პრობლემა არაა, დედაჩემი გამომიგზავნის თბილისიდან, წაიკითხავს ჩემი ბიჭი და დაგიბრუნებთ უკან, თუ ვინმე კეთილს მოიღებთ და გვათხოვებთ. წინასწარ მადლობა - ლელა ამერიკიდან.