Krypteria - გერმანული ჯგუფი, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა.
ჯგუფის ვოკალისტია გერმანელ-კორეელი მომღერალი ჯი-ინ ჩო. ჯგუფის შექმნისას ჩაფიქრებული იყო სხვადასხვა ვოკალისტის მოწვევა, მაგრამ საბოლოოდ, 2004 წელს, ჯი-ინმა მუდმივი ვოკალისტის ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ჯი-ინ Krypteria-ს შეუერთდებოდა, ჯგუფის სტილი გახლდათ "pop musical theatre".
ჯგუფის დისკოგრაფია ითვლის 4 სრულფორმატიან ალბომსა და ერთ EP-ს.
მცირე ისტორიაჯგუფის ისტორია დაიწყო 2001 წელს, როდესაც კრის სიმონსმა, ფრენკ სტამვოლმა და ს.კ. კუჩნერუსმა გადაწყვიტეს ფენტეზი-ალბომი ჩაეწერათ. იმ დროს ჯგუფს მუდმივი ვოკალისტი არ ჰყავდა, ამიტომ მათ დისკი სხვადასხვა ვოკალისტის მონაწილეობით ჩაწერეს. 2003 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი "Krypteria". დაახლოებით ერთ წელიწადში ინდოეთში მოხდა ძლიერი წყალდიდობა და გერმანულმა ტელეარხმა "RTL"-მა სთხოვა ჯგუფს, ჩაეწერათ ერთ-ერთი სიმღერა "Liberatio", როგორც სინგლი მომხდარი მოვლენის სამახსოვროდ. ცოტახანში ჯგუფის მუდმივ ვოკალისტად დაინიშნა ჯი-ინი.
2005 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი "In Medias Res". იგი ძალიან პოპულარული გახდა ჯი-ინის მშობლიურ სამხრეთ კორეაში, სადაც სინგლმა "Victoriam Speramus" ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა.
ჯგუფის მესამე ჩანაწერი გალავთ EP "Evoluion Principle", რომელიც 2006 წელს გამოვიდა.
2007 წლის 19 იანვარს Krypteria-მ გამოუშვა მესამე სრულფორმატიანი ალბომი "Bloodangel’s Cry". ალბომის სახელი აღებულია მასში შესული ერთ-ერთი სიმღერის ("The Night All Angels Cry") ტექსტიდან. ამ მომენტისათვის Bloodangel’s Cry ჯგუფის ყველაზე წარმატებული ნაშრომია.
2009 წლის 29 აგვისტოს გამოვიდა ჯგუფის მეოთხე ალბომი "My Fatal Kiss".
Krypteria-ს ოფიციალური ვებ-გვერდია
http://www.krypteria.de/გთავაზობთ თითო-თითო კომპოზიციას ყოველი ალბომიდან. თუ ვინმეს სურვილი ექნება, სხვებსაც ავტვირთავ.
1.
Krypteria - Gaudium Et Felicitas (ალბომიდან
"Krypteria". როგორც ზემოთ ითქვა, ამ ალბომში მოწვეულია სხვადასხვა ვოკალისტი);
2.
Krypteria - Victoriam Speramus (ალბომიდან
"In Medias Res");
3.
Krypteria - Sweet Revenge (მინი-ალბომიდან
"Evoluion Principle");
4.
Krypteria - Somebody Save Me (ალბომიდან
"Bloodangel’s Cry");
5.
Krypteria - Now (Start Spreading The Word) (ალბომიდან
"My Fatal Kiss").
ესეც ჯი-ინ ჩო.

This post has been edited by Protea on 3 Jan 2010, 19:04