ყოველთვის ვცდილობ, რომ კომპიუტერის გამოყენება მაქსიომალურად გავიადვილო, მინიმალური დრო დავხარჯო რაიმე მოქმედების შესასრულებლად და რაც მთავარია კომფორტული გავხადო.
პირველი, რაც ძალიან გამომადგა იყო Run ბრძანებების დროთაგანმავლობაში დამახსოვრება. (ამაზე თემა არ არის გახსნილი, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ ნახოთ Google-ში სახელით Run Commands)
მეორე იყო ეგრედწოდებული 'Hotkeys'-ები. (
Windows Hotkeys )
და მესამე, რის გამოც თემა გავხსენი არის ეგრედწოდებული 'Mouse Gestures'
ალბათ ბევრმა არ იცის რა არის და შესაბამისად არც ხმარობს, თუმცა თუ არ ვცდები ყველა ბრაუზერს აქვს.
მე, რათქმაუნდა ფაირფოქსის მაგალითზე აგიხსნით...

პირველ რიგში დააყენეთ ედონი
FireGesturesედონის დაყენების შემდეგ, ბრაუზერში, მაუსის მარჯვენა კნოპკაზე დაჭერით და გარკვეული მიმართულების მიცემით შეზლებთ ნავიგაციას და კიდევ ბევრ რამეს.
გახსენით Tools > Add-ons > და FireGestures-ზე დააჭირეთ Option-ს.
გამოვა შემდეგი ფანჯარა:

სადაც წერია თუ რა მოქმედებების შესრულებაა შესაძლებელი მაუსის მარჯვენა ღილაკით.
მარცხნივ წერია მქომედება, ხოლო მის გასწვრივ (მარჯვნივ) თუ როგორ სრულდება ეს მოქმოდება.
L = Left (მარცხნივ)
R = Right (მარჯვნივ)
U = Up (ზევით)
D = Down (ქვევით)
ანუ როდესაც წერია Back ------------------------------ L
ეს ნიშნავს, რომ მაუსზე მარჯვენა კნოპკის დაჭერით და მარცხნივ (ჰორიზონტალურად) ხაზის გასმით ბრაუზერი გააკეთებს 'Back'-ს ანუ გადავა წინა გვერდზე...
როდესაც წერია Close Tab ------------------------------ DR
ეს ნიშნავს, რომ მაუსის მარჯვენა კნოპკაზე დაჭერით და ჯერ დაბლა შემდეგ კი მარჯვნივ მოძრაობით დაიხურება შესაბამისი ტაბი.
და ასე შემდეგ რა.....

ბევრი კარგი მოქმედების შესრულებაა შესაძლებელი მხოლოდ მაუსის გამოყენებით...
იმედია ვინმეს გამოადგება.