მოდი, ვიმსჯელოთ სრული სერიოზულობით:
ამიტომ გთხოვთ გადაიკითხოთ ოთხივე სახარება, ის ადგილები, სადაც ქალები მივლენ ქრისტეს საფლავთან და ქრისტე იქ არ დახვდებათ. დააკვირდით რამდენი უზუსტობებია დაშვებული დეტალებში,რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ოთხივე სახარება, რაც საკმაო ეჭვს იწვევს.
64. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.
12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს
13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.
14. და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.
15. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე.
-----იქნებ მართლაც მოისყიდეს ქრისტეს მოსწავლეებმა დარაჯები და მოიპარეს ქრისტეს ცხედარი?
--- რა საბუთია, რომ იუდევლები არ არიან მართლები და მაინცდამაინც ქრისტეს მოსწავლეები არიან მართლები? არანაირი. გარდა ისევ დაინტერესებული პირების-ქრისტეს მოსწავლეების ბუნდოვანი მოწმობებისა.
და მეორე:
-მარიამი, იესოს დედა, ყოველდღიურად გოლგოთაზე დადიოდა, მისი საფლავის წინაშე მუხლს იდრეკდა, ტიროდა და საკმეველს აკმევდა.
http://www.orthodoxy.ge/tveni/gvtismshobel...bis_shemdeg.htm საინტერესოა, თუ იესო მართლაც აღდგა, რაღას დადიოდა მარიამი მის საფლავთან და მით უმეტეს, რა ატირებდა?
მე არაფერს არ ვამტკიცებ და არც არაფერს ვუარყობ. მხოლოდ კითხვებს ვსვავ, რომლებზეც მოვითხოვ მიუკერძოებელ პასუხებს