ესეიგი რაზე არის საუბარი ეხლა რა:
ჩემი ერთი უსაყვარლესი მეგობარი გოგოშკას სახლში ვიპოვე ეს წიგნი (მზითვის წიგნი) ჰოდა დიდი ინტერესით ვათვალიერე ამის შემდეგ აღმოვაჩინე ესოდენ მNიშვნელოვანი ფურცელი სატაურით "პირველი ღამე" და უნდა გახალისოთ თქვენც !
"დამთავრდა ქორწილი. შენ მარტო დარჩი მეუღლესთან. მოვიდა ღელვით, მოლოდინით სავსე სიყვარულის პირველი ღამე...
მოვიდა ღამე - შენი გაუცნობიერებელი სურვილის, კდემის, მოლოდინის ღამეა.
პირველ ღამეს ხომ შენს სიწმინდეს სთავაზობ მეუღლეს.
პირველი ღამე შენი ქალიშვილობიდან ქალობაში გადასვლის ღამეა. შენ ხომ დედობისთვის, ჯიშისა და გენის გამრავლებისათვის ხარ მოწოდებული. ესაა ქალის უპირველესი მოვალეობა.
პირველი ღამე - ორთა ინტიმია. იგი ორთა სულისა და სხეულის ერთ სულ და ერთ ხორცად ქცევის ღამეა...
მეუღლე უთუოდ გაიგებს შენს ქალწულებრივ შიშს, კდემას... ფაქიზად მოგექცევა.
ჩვენო ლამაზო პატარძალო!
ამაღამ შენ ქალიშვილობიდან ქალობაში გადადიხარ. იქნებ განგებამ ინებოს და მომავალი, დიდი ქართველის დედის ქუდბედი დაგყვეს, ვინ იცის...
იქნებ სწორედ პირველი ღამე გახდეს საფუძველი შენი ქალური, დედური ბედნიერებისა."
პ.ს. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს მთელი ტექსტი ამ პაწაწუნა გოგოშკამ თითქმის ზეპირად იცის