ეტყობა, ვიღაცას მაგრად მოხვდება!
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელიც ეხება მათი ტელევიზიის - "საქართველოს" ეთერში გასულ ფილმებს და კლიპებს, სადაც ჰიტლერის ციტატა დადებით კონტექსტშია მოხმობილი.
როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროში გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ჰიტლერის ციტატებით კეკლუცობა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი მიქარვაა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაინტერნეტ-სივრცეში ბოლო დროს ვრცელდება დისკუსიები 2008 წელს ტელეკომპანია “საქართველოს” ეთერში გასული დოკუმენტური ფილმის “რეზერვისტის” გარშემო. ფილმში ავტორებს გამოყენებული აქვთ აგრესიული შინაარსის მქონე ადოლფ ჰიტლერის ციტატა. ფილმის აღნიშნული ნაწილი ინტერნეტ სივრცეში ვიდეო რგოლის სახითაა გავრცელებული და ემსახურება იაფფასიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმი და მით უფრო ადოლფ ჰიტლერის ციტატის გამოყენება და მისი შინაარსი არ ასახავდა და არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. ის წარმოადგენს ფილმის ავტორის პირად ინიაციატივას და ხედვას.
თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად ემიჯნება ფილმში გამოყენებული ციტატის შინაარს და ავტორების ხედვას.
http://www.mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=414მანამდე HRIDC.TV-მ მოიპოვა "საქართველოს" იურისტის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ჰიტლერის ციტატით მაყურებელთა სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ხდება და ჯარის პროპაგანდას ემსახურება. ამით კანონმდებლობა არ დარღვეულა.
HRIDC.TV-ს სიუჟეტი ნახეთ აქ:
http://hridc.tv/index.php?a=view&id=336&lang=geoყურადღება მიაქციეთ, რას პასუხობს ტელევიზიის იურისტი ჟურნალისტის შეკითხვაზე.
შემოვდგი ფეხი... მეორე ფეხი... ჩემი ფეხები!