
"მეგობრები"-ს ფანებო, შეერთდით !
დასახელება ეპიზოდები / Episodes
გამოსვლის თარიღი 9 იანვარი, 2011
შემქმნელები დევიდ ქრეინი და ჯეფრი კლარიკი
მსახიობები Matt LeBlanc, Stephen Mangan, Tamsin Greig, John Pankow, Kathleen Rose Perkins, Richard Griffiths
სერიალის შესახებ: “ეპიზოდები“ არხი Showtime-ის (Dexter, Weeds, Californication) 2011 წლის უახლესი სერიალია, რომლის პრემიერაც 9 იანვარს შედგა. სერიალის პილოტი შოუთაიმის მეორე ახალი სერიალის „უსირცხვილო“-სთან (Shameless) ერთად გავიდა.
„ეპიზოდები“ წლევანდელი სერიალებიდან ანუ მიდ-სიზონის სერიალებიდან (სერიალები, რომლებიც იწყება სეზონის შუიდან) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სერიალია, რომელსაც დიდი რაოდენობის მაყურებელი ელის. სერიალს ბევრი ისეთი ელემენეტი აქვს, რაც გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ შოუ კარგი გამოვა.
პირველ რიგში, სერიალის შემქმნელები არიან დევიდ ქრეინი (David Crane) და ჯეფრი კლარიკი (Jeffrey Klarik). დევიდ ქრეინი კი მარტა კაუფმანთან (Marta Kauffman) ერთად არც მეტი არც ნაკლები ლეგენდარული „მეგობრები“-ს შემქმნელია. მეორე საინტერესო ფაქტი ისაა რომ მთავარ როლს ასრულებს მეტ ლობლანქი (Matt LeBlanc), რომელიც ყველაზე მეტად მაყურებელს ახსოვს თავისი ლეგენდარული როლით – ჯოუი ტრიბიანი „მეგობრები“-დან. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ მეტი თავის თავს განასახიერებს ახალ სერიალში, ასე რომ „მეგობრები“-ს ფანებს ბევრი სწორედაც მაგ სიტკომიდან გადმოსროლილი ხუმრობა გელით, რადგან როგორც ტრეილერში ვიხილავთ, სერიალში მრავლად იქნება ხუმრობები „მეგობრებზე“ და ჯოუის ცნობილი ციტატები.
სერიალი ეხება ბრიტანელ წყვილს, რომელნიც სერიალის შემქმნელები არიან. მათ სთავაზობენ, რომ გადაიღონ სერიალის ამერიკული ვერსია, რომელშიც მთავარ როლს მეტ ლობლანქი შეასრულებს. ამის შემდეგ წყვილი ჰოლივუდში მიემგზავრება და მეტთან ერთად იწყება მათი გიჟური ცხოვრება.
მე იმედს ვიტოვებ, რომ სერიალმა ცოტათი მაინც დაგაინტერესათ. მე პირადად დიდი მოლოდინით ველოდებოდი და მაინტერესებს შოუთაიმი დევიდ ქრეინის ხელშეწყობით რას შემოგვთავაზებს. ჩემი აზრით „ეპიზოდები“-დან სულ მცირე კარგ კომედიას უნდა ველოდოთ.
წყარო:
კინობლოგიესეც 2 მშვენიერი ვიდეო:
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass