მოკლედ სადღაც 2 კვირაში - ერთ თვეში ვაპირებ საცხოვრებლად მარტო გადასვლას.
შესაბამისად ვეძებ ადამიანს რომელთანაც ერთად "დავაშეარებ" ბინას და მის ქირას+კომუნალურ გადასახადებს, რა თქმა უნდა.
ახლა ჩამოვწერ კრიტერიუმებს - შეიძლება ბევრ თქვენგანს ეს ტრაკში პეროდ მოეჩვენოს, მაგრამ მკიდია, მთავარია ადამიანს შევეწყო.
1. (უმთავრესი) სტაბილური შემოსავალი, სასურველია მაღალი 500-600 ლარი მინიმუმ.
2. უნდა იყოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ქოდეს უნარი რომ იცხოვროს ეკონომიურად სიტყვაზე მთელი ღამე ტუალეტში შუქის დატოვება და მსგავსი მარაზმები არ ახასიათებდეს
3. იყოს მოწესრიგებული - არ მინდა სახლში გაურეცხავი წინდები და მსგავსი რამეები ეყაროს როცა მოვალ, არ იყოს არეული, მაგიდაზე და ნიჟარაში გაურეცხავი ჭურჭელი და ა.შ.
4. უნდა ითვალისწინებდეს ჩემს ინტერესებს - არ ახსიათებდეს, სიტყვაზე ღამე ქაუნთერის ბოლო ხმაზე თამაში და სხვა ###ობები (სამაგისოდ ჩემი ძმები მეყოფიან), ყოველდღე მეგობრების ჯგროები და ლოთაობა და ა.შ.
5. სასურველია ჰქონდეს ჩემნაირი მსოფმხედველობა - არ იყოს რელიგიურად და პოლიტიკურად ანგაჟირებული - ცხადია განსხვავებები მისაღებია, მაგრამ ამის თავზე მოხვევა და მწვავე პოლემიკა და ა.შ. ###ზე მკიდია

ასევე სასურველია არ იყოს აცრილი სოც-კულტურულ საკითხებზე - აგრესიული ჰომოფობი, რასისტი, ნაცისტი, ფაშისტი და ა.შ.
მოკლედ როგორც ხედავთ საკმაოდ სერიოზულად ვწერ და ჩემი თხოვნა იქნება ასევე მოეკიდოთ ამ საკითხს

გამომეხმაურეთ ან აქ ან PM-ში

ჰო მთავარი - ჩემი დახასიათება:
ვაკმაყოფილებ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს
This post has been edited by Harry Potter on 23 Jan 2010, 22:21
ნომრის დადება და სტრელები არ მოითხოვოთ, ბოზიშვილივიყო არ მოვალ. ამიტომ გაუფრთხილდით ნერვებს!