უკრაინაში იანუკოვიჩის გამარჯვება თითქოს არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არის დიდი ცვლილებების მომასწავებელი.
უკრაინას რუსეთი ხელიდან აღარ გაუშვებს და იქ დაიწყება უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტები. იანუკოვიჩი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ-ერთი ფიგურაა, არა მარიონეტი, მაგრამ არც მთლად უმაღლესი რანგის ლიდერი.
მთავარი იქნება ე.წ. მალოროსიული იდენტობის გაღვიძება-გაძლიერება და მისი საშუალებით გალიციურ-პროდასავლური და რუსოფობური განწყობების ჩახშობა უკრაინის ცენტრში და ნეიტრალიზაცია დასავლეთში. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო). შემთხვევითი არაა, რომ პირველი საგარეო ვიზიტი ახალმა პატრიარქმა კირილემ უკრაინაში მოაწყო და "პირად კონტროლზე" ჰყავს აყვანილი იქაური სიტუაცია.
განდგომილი ფილარეტის გარდაცვალების შემდეგ, უკრაინის "პროდასავლურ" და ანტირუსულ ეკლესიას ცუდი დღეები ელოდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მხარდაჭერა მოაკლდება.
იანუკოვიჩს დიდი და საინტერესო სამუშაო ელის, ფაქტიურად, ის ხდება წარმომადგენელი ე.წ. ევრაზიული ცივილიზაციის და რუსული კულტურული სივრცისა ევროპასთან მოსაზღვრე რეგიონში. ბევრი სირთულე შეხვდება. (ჩვენი ინსტიტუტის სახელით ხვალ გავუგზავნით მის საარჩევნო შტაბს მილოცვას.

)
რუსეთი თანმიმდევრულად ასრულებს თავის გეგმებს და ჰკრავს გეოსტრატეგიულ სივრცეს, რომელშიც ამა თუ იმ ხარისხით შევა თავად რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და ირანი. სავარაუდოდ, ნაწილობრივ ამ სივრცეში აღმოჩნდება თურქეთ-აზერბაიჯანიც და სტრატეგიულ მოკავშირედ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ინდოეთი.
ახლა რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ან მოხდება სასწაული და უმტკივნეულოდ მოვიცილებთ ამ ხალხს (ხელისუფლებას

) და საქართველო დაადგება უკრაინის გზას, ან განმეორდება რაღაც ვარიაციებით უფრო მძიმე სცენარები, თავისი არეულობებით, შეტაკებებით, ქაოსით, სეპარატიზმის ახალი კერებით, ქალაქების დაზიანებით და ა.შ.
მე არავის არაფერს არ მოვუწოდებ და არც ვაშინებ, მით უმეტეს, უაზრობაა ფორუმების "იმედი" გქონდეს ასეთ საკითხებში, უბრალოდ კიდევ ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ ვდებ მოსაზრებას,რომელიც არაერთხელ პრაქტიკაში დადასტურდა, რომ რუსეთი არასოდეს არ დაანებებს თავს საქართველოს და/ან მის ცალკეულ ნაწილებს.
რამდენიც არ უნდა იყვიროს საცოდავმა, ნერვული კრიზისის ზღვარზე მყოფმა )))) მიშა სააკ... , რამდენიც არ უნდა ასხივოს ტელევიზიით მოსახლეობა და ამყოფოს იგი ჰიპნოზის მდგომარეობაში, ეს ჰიპნოზი მაინც დასრულდება და ქვეყანა ადრე თუ გვიან თვალს გაუსწორებს რეალობას.
საქართველო არის ბოლო, ტკბილი ლუკმა რუსეთისთვის. ჯერ ადრეა, ჩემი აზრით, მათ არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება მოვლენების განსაკუთრებით ფორსირების შესახებ. ელოდებიან სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას, ასევე გადასაწყვეტია საბოლოოდ ბელორუსიის საკითხი, სადაც ლუკაშენკოს მკაცრ არტახებში მოქცევა და "წურთვნა" სრულდება, პარალელურად დგება უკრაინის საკითხი და ასევე საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის პერსპექტივები.
მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საქართველოს საკითხზე ინტენსიური მუშაობა რუსეთის მიერ, ამჟამად მხოლოდ კატა-თაგვობანას თამაში მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს ცუდია, რადგან ტყუილად ვკარგავთ დროს და იმავეს გაკეთება, რაც დღეს შეგვიძლია შედარებით ღირსეულად, მოგვიწევს კიდევ უფრო შერცხვენილებს, დამცირებულებს, გასისხლიანებულებს და დაქსაქსულებს.
დაახლოებით იგივე მოხდა 92-93 წლებში, როცა მხოლოდ აფხაზეთში დამარცხების შემდეგ შეეთრა ედუარდ შევარდნაძე დსთ-ში. იგივე გააკეთეს ქარაქუცა მენშევიკებმა, რომლებიც, მიშა სააკ... არ იყოს, ევროპას ეკეკლუცებოდნენ. ყველაზე გვიან საქართველო გასაბჭოვდა, ამიტომაც ყველა მეზობლის სასარგებლოდ ჩვენ ჩამოგვაჭრეს ტერიტორიები და გადასცეს აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს. შემდეგ კი საქართველო "გადახნეს". (სტალინის სიტყვებია).
რაც უფრო დიდხანს გააღიზიანებს საქართველო რუსეთის იმპერიას, რომელიც გაფართოების მორიგ ციკლში იმყოფება, მით უფრო სასტიკი იქნება მათი რევანში, საქართველოს დასჯა და "გადახვნა". რაც უფრო მეტი ანტირუსული სეკულარული ნაციონალიზმი იქნება აქ, მით უფრო მეტი რეპრესიები განხორციელდება.
რაც შეეხება საქართველოს ყოფნას რუსეთის გეოსტრატეგიულ ზონაში, რომლის დიდი მოთამაშეები ასევე იქნებიან ირანი და ინდოეთი. ეს ჩვენთვის, პირადად ჩემთვის მაინც, ერთობ საინტერესოა. ))))) ბევრი ინტელექტუალური სამუშაო გვექნება აქაც. ))) ამ ყველაფერზე ზოგიერთ მოშოკალოდო სუბიექტს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
ეს თემა დახურეთ, თუ გინდათ, არ მინდა აქ კამათი, მერე ალბათ მადეირა შემოვა და დაიწყებს გინებას და ა.შ.

თუ გინდათ, საერთოდ გააქრეთ ცოტა ხანში, როცა რამდენიმე კაცი წაიკითხავს. ))) თუ მოხდა სასწაული და ნორმალური მსჯელობა წავიდა, მაშინ იყოს, რავი. )))