მოქკავშირის ნომენკლატურის ახალი კარუსელი გრძელდება. აქცენტი უკვე რესპუბლიკელებზე გადადის. "სპეციალური რეპორტაჟი" უკვე რესპუბლიკელების პიარს ეძღვნება.
ამას თან ახლავს უკვე რამდენიმე თვეა"იმედი"-ს ინტენსიური ზეწოლა საზოგადოების ზნეობრივ ნორმებზე. რამდენიმე თვეა "სიმართლის დროს" ანონსები მიმართულია ტრადიციული მენტალიტეტის დანგრევაზე. ყველაზე ინტიმური და უხამსი კითხვები სწორედ ანონსებში უნდა იყოს, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში იტრიალებს.
მასტურბაციას თუ ეწეოდი?
მეგობრის ცოლს თუ ეარშიყებოდი?
აუზში თუ მოგიშარდავს?
სამსახურში სექსი გქონიათ?
გაგითამაშებია ორგაზმი სექსის დროს?
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&...01-2010%2021:30საქართველოს ისტორიული წარსულის დამახინჯება, ანტიქართული და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ეროტიულ გადაცემაშიც კი ("ღამე შორენასთან"), რომელსაც "იმედი" ჯიუტად იმეორებს და პროპაგანდას ახალი ამბების "ქრონიკაშიც" განაგრძობს.
http://imedi.ge/?p=12968როდესაც ასეთი პროპაგანდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი, ფაქტიურად სახელისუფლო არხისთვის, მთავარი პრინციპი ხდება, არის თუ არა ეს ხელისუფლების შინა პოლიტიკა?
იმედია ჯერ ამაზე მიპასუხებთ, სანამ მოდერატორები თემას დაკეტავენ.
საქართველოში ტელევიზიები ნომენკლატურის წიხლქვეშ რომ არ იყოს, ვინ გაბედავდა არჩევნების წინ ასეთ პროპაგანდას, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს იმიტომ ხდება, რომ გარანტირებული ჰგონიათ, ყველაფერი შერჩებათ. აბა ვნახოთ, მოდერატორები რამდენ ხანში დაკეტავენ ამ თემას და ვის დავორნავენ. ესეც კარგი ტესტია, რამდენ ხანში გვეშველება!