გილოცავთ რქიანებო ! VOL 5
ყველა თქვენგანმა კარგად იცის კუროს ნიშნის ზოგადი დახასიათება.. სიმბოლო, პერიოდი, სტიქია, მფარველი პლანეტა..
ამიტომ , ამ თემაში თქვენ ვეღარ შეხვდებით ზემოთ ხსენებულის განხილვას..
ჩვენ, კუროებმა უკვე იმდენი ვიცით, რომ ბევრად ღრმა ასპექტების შესწავლაზე ვართ გადასული და ის, რომ ჩვენი მფრაველი პლანეტა ვენერაა (რომელზეც ამბობენ რომ სასწორთან უფრო მეტი მადლი დატოვა) სიახლეს არ წარმოადგენს..
ყოველთვის, როცა ვინმე ცოტათი ჰოროსკოპში გარკვეულთან ახსენებთ "კურო"-ს, პირველი ყველას "ჭამა" მოსდის თავში, ამის შემდეგ კი "სექსი".(კურო ამ ორი მომაკვდინებელი ცოდვიდან რომელიმეს გაკეთებისას მოკვდებაოოო ) სიჯიუტე , ერთგულება, ბუტიაობა, მატერიალისტობა, სიზარმაცე, სიმყარე, სტაბილურობა - აი შეფასებები კუროზე "ჭამის და სექსის" გარდა..
რა უნდა ვქნათ კუროებმა თუ ასე ძალიან გვიყვარს ჭამა ?
გვიყვარს რა, ვ გ ი ჟ დ ე ბ ი თ
რაც შეეხება სექსს![B] - მორიელებმა არ მიწყინონ და კარგად გამოგვდის ბატონო, რა ჩვენი ბრალია !
აი ერთგულები კი მართლა ვართ, თუ რომელიმე პლანეტა მოღალატე ნიშანში არააა ( ვენერა ტყუპი სმაილ )
ჰოი სტაბილურობავ ! რავა დაგვღუპე რამდენიმე ჩვენგანი !!!
არადა კაი თვისებაა, მაგრამ გადავეყრებით ეს კუროები ვინმე აფარფატებულ ნიშანს და ველოდებით საუკუნე როდის მოფიქირებს რამეს...
არ ვინძრევით ადგილიდან , იიიიიიიიის გვინდა მაინცდამაინც!
“მაინც ისე იქნება როგორც მე მინდა“ - აი ზუსტად ასე.
შედეგი ? გადაგვივლის ბოლობოლო, ან ახალი გამოჩნდება, ან დავაკვრიდებით და თურმე სულ არ ყოფილა ისეთი კარგი!
მოკლედ ცოტა უნდა დავიძრათ ადგილიდან და ხშირად ვიცვალოთ „საძოვარი“.
ფული უყვართ კუროებსო ...
რომელს არ უყვარს ერთი დამანახეთ !
ჰო, კაი, ჩვენ ცოტათი მეტად .. აბა , ეს შემწვარი კარტოფილი და მოხარშული მაკარონი ჩვენ არ გვიყვარს და ფული არ უნდა „წესიერად“ ჭამას ?
სიზამრაცე - ახლა რომ დავწერო ეს ტყუილიათქოოო... რა სინდისით ?
1 საათია დაახლოებით ყავის დალევა მინდა და „მეზარება“...
ხოდა ჯანდაბას, ნაკლი ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს ^_^
არა გატყუებთ, კიდე გვაქვს სხვა ნაკლიც
მესაკუთრე , ეჭვიანი, ბუტია , მოუქნელი ... ნუ მასმენინებთ ამეებს
რაც მთავარიაკარიერაში გვიმართლებს უმეტესობას, ასევე მატერიალური მხრივარ, თხის რქებთან ბოდიში.
დასახულ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მისვლა , მშვიდად, აუღელვებლად - აი ის რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩვენში
ვგიჟდები იცით რაზე ?ჩვენი მარად მშვიდი განწყობა რომელსაც დანარჩენები წყობიდან გამოჰყავს!
არ გვაღელვებს ის რომ "ვერძი" გამუდმებით გვახსენებს რომ პირველი ადგილი აგვახიეს, ტყუპების მარად მწვანე მხიარულება, კირჩხიბების გვემა, ლომის ყვეეეეეეეელაზე ძერსკობა,, მორიელიების შხამი და სხვანი და სხვანი..
უბრალოდ, ჩვენ ვიცით რომ არ ვართ ყველაზე მაგრები, განა იმიტომ რომ ვინმე გჯობია, არა- უბრალოდ ყველას გვაქვს დადებითიც და უარყოფითიც, რეალისტები ვართ და იმიტომ

დიდხანს შეგვიძლია ვითმინოთ... ის რასაც სხვები ცოტა ხნითად ვერ აიტანდნენ და კიდევ კარგი ეს ჩვენთვის ცუდად არ მთავრდება ხოლმე...
მგრძნობიარობითაც
საკმაოდ გამოვირჩევით... აბა ცივი და უგულო უნდა იყოს ადამიანი ?
არა, ვგიჟდები ჩვენ აწყლიანებულ ბოჩოლას თვალებზე
როგორ ვართ კუროები სხვა ნიშნებთან ?
პასუხი მარტივია - კ ა რ გ ა დ !
ჩვენ ნამდვილად შეგვწევს იმის უნარი რომ დანარჩენ 11 ნიშანში დავინახოთ რაიმე კარგი და იმის მიხედვით ვიურთიერთოთ მათთან, შეიძლება ეს არ იყოს ღრმა კავშირი მაგრამ მტრობით არავის ვმტრობთ.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი - მმმ რა კარგად ჟღერს, და როგორ გვიყვარს კუროებს თავად სიყვარული..
კურო არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას რომელიც თავის რჩეულს ტანჯავს, აწვალებს, იყენებს ან მის გრძნობებძე თამაშობს .. არამც და არამც!
თუ ერთხელ შეუყვარდა ღმად გაიდგამს ფესვებს და ეყვარება დიიიიდი ხანი, მთავარია ის ადამიანი იმსახურებდეს ამას... მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ ვირჩევთ სწორად პარტნიორს... უკეთესად უნდა შეგვეძლოს ადამიანების ამოცნობა...
არ ვიცი, ალბათ კიდევ დაუსრულებლად შეიძლება კუროზე
საუბარი მაგრამ ისედაც ბევრი თქმულა უკვე 
ცოტა ნარცისულად, კუროსთვის შეუფერებლად გამომივიდა ეს ყველაფერი მმაგრამ დროა ჩვენც დავიწყოთ თავის ქება თორე დაგვაჯდნენ თავზე
აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც რომ გაბრაზებული კურო არც მაინცდამაინც კარგი სანახავია და რავიცი... იცოდეთ დანარჩენებმა...
ხო , კიდე ახალი თაობის კუროები ყველაზე ენერგიულები არიანო გავიგე
))
ვისაც უფრო დაწვრილებით უნდა იფნორმაციიის მიღება კუროზე ძველ თემებს გადახედოს
მე ახალს მხოლოდ 2013 წლის ჰოროსკოპს შემოგთავაზებთ ...
აბა თქვენ იცით !!! გველის წელი კუროებისთვის გამოირჩევა გაზრდილი აქტივობით ყველა მიმართულებით. ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები, ახალი კონტრაქტები და შესაძლებლობები, რომ თავი გამოიჩინოთ. 2013 მეორედ დაბადების წელია, ყველა კუროს იმას მისცემს, რასაც იმსახურებს.
გამბედაობა და თავდაჯერებულობა, რომლებიც არც თუ ისე ახასიათებთ კუროებს, 2013 წინა პლანზე გამოვლენ. კარიერაში შეუპოვრობა, ემანსიპაცია უფროსობასთან და კეთილსინდისიერება თქვენს ახლობლებთან იქნება გასაღები, რომელიც ბევრ საიდუმლო კარებს გაგიღებთ.
იმ კუროებს, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს წარმატება ელის 2013 წელს. გველი მფარველობს ნიჭიერებსა და შრომისმოყვარეებს, ამიტომ მერყეობის გარეშე, კუროებს შეუძლიათ გამოავლინონ კრეატიული აზროვნება, რაც დამსახურებულად დაფასდება.
ს ა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო ჰოროსკოპი:
2013 წლის გაზაფხულის დადგომასთან ერთად, კუროებს მგრძნობიარე და რომანტიული პერიოდი დაუდგებათ ურთიერთობებში. მაგრამ თუ პარტიონი აღმოჩნდება ცეცხლის სტიქიიდან: ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი, მაშინ ახალი ურთიერთობა შეიძლება გახდეს ფატალური. გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ასეთი ურთიერთობების განვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორზე იქნებით სრულად დამოკიდებული.
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კეთილგონიერებამ კუროებს უღალატოს და ამ ნიშნის მყარი ხასიათის მქონე და ერთგულმა წარმომადგენლებმაც კი ვერ გაუძლონ ცდუნებას და ღალატი გადაწყვიტონ. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ინციდენტი გახმაურდება, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, კუროებს სინდისი შეაწუხებთ, და თვითონ იტყვიან ყველაფერს.
კუროების ოჯახურ ურთიერთობებში სიმშვიდე შეინიშნება, იშვიათად იქნება მცირე კამათი, რისი მიზეზიც ძირითადად იქნება კუროს სურვილი, რომ აკონტროლოს და გამუდმებით თავის ჭკუაზე ატაროს თავისი პარტნიორი. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად შედარებით უფრო იღბლიანი თვეები იქნება აპრილი და დეკემბერი.
კ ა რ ი ე რ ა
როგორც უკვე აღინიშნა, 2013 წელი კუროებისთვის იქნება არნახული წინსვლის პერიოდი, რაც ასევე მის პროფესიონალურ საქმიანობაზეც გავრცელდება. კუროებისთვის არადამახასიათებელი გამტანობა და ქედმაღლობა მის შრომისმოყვარეობასთან ერთად ზაფხულის დასაწყისითვის უკვე შედეგს გამოიღებს.
კუროები იქნებიან მობილურები და ექსპანსიურები. კოლეგებზე რაღაც მაგიური ეფექტი ექნებათ, რაც აიძულებთ მათ კუროს გარშემო გაერთიანებას, რომელიც წარმატებასა და შეუდრეკელ თავდაჯერებულობას ასხივებს.
2012 წელს დაწყებული პროექტები მომგებიანი იქნება, კუროს პირადი მიღწევების გამო, რადგან ის შეძლებს მომგებიანი იდეის ირგვლივ შეკრას კოლექტივი. ის კუროები, რომლებიც დიდ კოლექტივში მუშაობენ, შეძლებენ თავიანთი მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას.
ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ი :
კურო, თავისი ხასიათით ბუღალტერი და მესაკუთრეა, მან იცის თითოეული თეთრის ფასი და უყვარს ფული. მაგრამ გველის წელს, ყველა წარმატების მიუხედავად, ფინანსებთან ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. მოგიწევთ ვალების გაცემა, ხანდახან სხვისიც და ბევრი ფულის ხარჯვა.
ამის გარდა კუროებს ბევრის დახმარება მოუწევთ მატერიალურად, დიდი რაოდენობის ფულის სესხება, მაშინაც კი, როცა თვითონაც არ აქვთ საკმარისი. ასევე, ტყულის ან მისი სახლიდან მოპარვის შემთხვევაში, შესაძლებელია დიდი რაოდენობით ფულის დაკარგვა. არ შეიძლება იმ პროექტებში ფულის ჩადება, რაც უმცირეს ეჭვსაც კი იწვევს.
2013 წელს კუროებს შეიძლება გაუჩნდეთ შთაბეჭდილება, რომ ნაშოვნი ფული თვალსა და ხელ შუა იკარგება. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან ფინანსური სტაბილურობა დამყარდება. კუროები შემოსავლის ახალ დონეზე გავლენ და ასევე ვალების დაბრუნება დაიწყება. 2013-ში სერიოზული შენაძენების დაგეგმვა უმჯობესია აგვისტოსა და ოქტომბერში.
ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ა
კუროს ჰიპერაქტიულობა და ენერგიულობა, რომლითაც ის 2013 წელს დაიწყებს, გამყარებულია გამძლე ჯანმრთელობით, რომელშიც არ იქნება ჩავარდნები. ის არ შეაყოვნებს კუროს განვითარებას. ვირუსები და გაციებაც კი არ შეაწუხებენ ამ ნიშნის წარმომადგენლების გველის წელის დასაწყისში.
წლის მეორე ნახევარში კუროს სერიოზულად დასჭირდებათ ჯანმრთელობაზე ფიქრი, როცა ძველი ქრონიკული დაავადებები გაახსენებენ თავს. რადგან ენერგიის რესურსები უსაზღვრო არაა, წლის ბოლოსთვის ის დაცლას დაიწყებს, რაც იმუნიტეტზე აისახება.
ამ დროს რეკომენდირებულია დამატებითი შვებულების აღება და მთელი დროის დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე დათმობა. ყველაზე კარგი იქნება, თუ ამას რაიმე სანატორიუმში ან კურორტზე გააკეთებთ. ფეხებს გაუფრთხილდით, რადგან ზუსტად მათ გამო არსებობს რაიმე სერიოზული დაავადების გაჩენის, ან ძველის განმეორების რისკი, რაც დაკავშირებულია ფეხების ტკივილთან ან ტრავმებთან
კურო - ტომი Iკურო – ტომი IIკურო – ტომი IIIკურო. ტომი IV
მიმაგრებული სურათი