#17695132 · 29 Jan 2010, 18:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის მთავრობამ მედვედევს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დაცვის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება წარუდგინა
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფოს მეთაურს რატიფიკაციისათვის შეთანხმება წარუდგინა, რომელიც საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აქვს გაფორმებული ე.წ. სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნულ შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციამ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ხელი 2009 წლის 30 აპრილს მოაწერა ხელი. რუსული მედია აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მთავრობა ასეთ შეთანხმებებს პრეზიდენტს დუმაში რატიფიკაციისათვის გადასაგზავნად წარუდგენს.
This post has been edited by YOVLISMCODNE on 29 Jan 2010, 18:16
--------------------
ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების..
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინია......
|