მოგესალმებით ყველას :-)
2005 წლის შემდეგ, როდესაც PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა ვებ-გვერდი www.youtube.com მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლების უდიდეს ნაწილს და არამხოლოდ, მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ინდივიდუალურად გამოეყენებინათ საიტის შესაძლებლობები. დღეისათვის, ვებ-გვერდი პოპულარობის მიხედვით მესამე ადგილზეა ინტერნეტ სივრცეში და ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ზოგადად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ჩვენი მიზანია, აქტიურად იქნას გამოყენებული აღნიშნული ვიდეო პორტალი საქართველოს შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის გასავრცელებლად. აუცილებლად მიგვაჩნია, ვებ-გვერდის ქართველი მომხმარებლების მიერ შეთანხმებული ქმედების განსაზღვრა გარკვეული მიმართულებებით.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი სტუმრობს Youtube-ს ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ იქმნება ქართველი Youtuber-ების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს და პრიორიტეტულ მიმართულებებს დასახავს საქართველოს შესახებ მაქსიმალურად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიოში მოსახლე მილიონობით ინტერნეტმომხმარებელს.
ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული პრინციპების დაცვა კიბერ სივრცეში.
ჩვენი ვებ-გვერდი ჯერ-ჯერობით მზადების პროცესშია
ჩვენი ფორუმიჩვენი გვერდი Facebook-ზე ფორუმ GeorgianYoutubers , www.geotubers.ge მიზანია საქართველოს ინტერესების და სახელმწიფო პრინციპების დაცვა ინტერნეტ სივრცეში! კერძოდ:
1) საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის და ქართული კულტურის პოპულარიზაცია: როგორც მოგეხსენებათ ჩვენ პატარა მაგრამ დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა ვართ, www.youtube.com - ის მეშვეობით გვეძლევა შესაძლებლობა ვიდეოების და კომენტარების დახმარებით უკეთესად გავაცნოთ დანარჩენ მსოფლიოს, საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ბუნება. მაგალითისთვის იხილეთ ეს ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=ynihqPoG0Wk (ამ თემასთან დაკავშირებით სამომავლოდ იგეგმება სხვა და სხვა კონკურსები)
2) ბრძოლა ანტი ქართულ ვიდეოების და კომენტარების წინააღმდეგ: ჩვენ არ ვებრძვით განსხვავებულ აზრს და სიტყვის თავისუფლებას! ჩვენ ვებრძვით ბინძურ, მიზანმიმართულ ანტიქართულ პროპაგანდას და აგრესიას ინტერნეტ სივრცეში ! მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო: ....
http://www.youtube.com/watch?v=wjcXq-xyo8M http://www.youtube.com/user/FuckGeorgia080.../10/IMMtGsAEGSQ 3) საქართველოს კულტურის დაცვა ! YouTube-ზე შეიძლება გადააწყდეთ ბევრ ისეთ ვიდეოს, სადაც საქრთველოს კულტურული მემკვიდრეობა მითვისებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ან დარღვეულია ქართველთა საავტორო უფლებები. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ვაიძულოთ ვიდეოს ავტორი ან youtube-ის ადმინისტრაცია წაშალოს ვოდეო.
იხილეთ ვიდეოს დაბლოკვის ინსტრუქციები ვიდეოზე ან სურათზე: ....
4) ქართველი Youtuber-ების არხების დაცვა! აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ათობით ქართველის, თუ მათი თანამოაზრეების და მხარდამჭერების არხები იქნა დახურული რუსი youtuber -ების მიერ. ისინი დღემდე ცდილობენ მაქსილამურად დაამახინჯონ საქართველოს შესახებ სიმართლე და სიცრუის მორევში ჩაითრიონ მსოფლიოს დანარჩენი საზოგადოება ამ საიტის და სხვა ინტერნეტ რესურსების აქტიური გამოყენების საშუალებით. მიზანმიმართულ ვირტუალურ აგრესიას ქართველებმა ადექვატურად უნდა ვუპასუხოთ.
შემოგვიერთდით

)
This post has been edited by Ustara on 19 Feb 2010, 01:31