#17688376 · 29 Jan 2010, 11:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ივანე ნონიაშვილი დაინიშნება თბილისი 16:19 - 09.11.09 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა91 ზომა: აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ივანე ნონიაშვილი დაინიშნება. ნონიაშვილის აზერბაიჯანში ელჩად დანიშვნის შესახებ პარლამენტს თანხმობას პრეზიდენტი სთხოვს და შესაბამისად პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს უკვე იქნა ინიცირებული პრეზიდენტის აღნიშნული მოთხოვნა.
თანახმად ივანე ნონიაშვილი დაიბადა 1980 წელს ქალაქ თბილისში. 1997-2000 წლებში სწავლობდა თურქეთის რესპუბლიკაში ანკარის ინტერპოლისა და პოლიციის აკადემიაში. 2002 წელს კი დაამთავრა საქართველოს შსს-ს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2000 წლის იანვრიდან 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმში" - საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების ჯგუფში წამყვან სპეციალისტად.
აკრედიტაციის, ბრიფინგებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან, შემდეგ საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. შემდეგ ბრიფინგებისა და აკრედიტაციის ორგანიზაციის განყოფილების უფროსი. 2006 წლის ივლისიდან დღემდე არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი. მინიჭებული აქვს სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს.
------ ეხლა ეს ნიუსი
12:16 28.01.10 - საქართველოს აზერბაიჯანში ელჩი აღარ ჰყავს საქართველოს აზერბაიჯანში ელჩი აღარ ჰყავს. „პირველის“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელჩის თანამდებობიდან ვანო ნონიაშვილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, სააგენტოს წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ახალ წლამდე იქნა მიღებული, ხოლო მისი მოტივი უცნობია.
ის ფაქტი, რომ საქართველოს აზერბაიჯანში ელჩი აღარ ჰყავს, „პირველს“ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ია მახარაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მოვალეობას ამჟამად ელჩის მოადგილე ასრულებს.
„ამჟამად აზერბაიჯანში ელჩი არ გვყავს. მართალია, პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ნონიაშვილი დაამტკიცა, რის შემდეგაც მას ბაქოდან აგრემანი უნდა მიეღო, თუმცა ამისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე - იანვრის დასაწყისში ნონიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა“, - განმარტავს მახარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვაშაძის უწყების ოფიციალურ ვებ-საიტზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანში კვლავ ვანო ნონიაშვილია მითითებული, თუმცა როგორც ია მახარაშვილი აცხადებს, ნონიაშვილის კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე აღარ განიხილება.
მისივე თქმით, ელჩობის ახალი კანდიდატი და მისი წარდგენის ვადა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
თავად ნონიაშვილთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ივანე ნონიაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პარლამენტმა 84 ხმით, ერთხმად 17 ნოემბერს დაამტკიცა.
2004-დან 2006 წლამდე ნონიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო, ელჩად წარდგენამდე კი მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
„პირველი“
|