უკვე 5 წელია ეს პატივცემული მართავს ჩვენს ქვეყანას და ბევრი რამ ითქვა, ახალს არაფერს არ ვხსნი და არც მაქვს პრეტენზია, უბრალოდ მინდა შევაჯამო მისი მოღვაწეობა, მიღწეული შედეგები და უარყოფითი მხარეები...
დადებითიგანათდა ჩაბნელებული ქვეყანა
უარყოფითიმოიმატა ელექტროენერგიის ტარიფმა, და ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის მეშვეობით მიმდინარეობს ხალხის მასიური გატყავება
დადებითიდაიგო უამრავი გზა
უარყოფითიუმრავლესობა მათგანი დაგებულია ძალიან უხარისხოდ, დაიხარჯა მილიონობით ლარი უაზროდ. კონკრეტულად მობრძანდით ბატონო ქუთაისში და მარტო ჭავჭავაძეს მემგონია მე 10-ჯერ აგებენ!
დადებითიგაძლიერდა სამართალდამცავი სტრუქტურები, მათ აღარ უდგათ ბენზინის და ხელფასის პრობლემა. ამის შედეგად ცხოვრება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ქურდებით მართულ ქვეყანაში იყო. 2 წელია მანქანა არ ჩამიკეტავს
უარყოფითისამართალდამცავი სტრუქტურების გაძლიერების პარალელურად, გაიზარდა მათი გავლენა სასამართლოზე და მივიღეთ სახელმწიფო, სადაც ძალა აღმართს ხნავს, სამართალი კიდე თვალებახვეულია
დადებითირეალურად აღმოიფხვრა კორუფცია ბევრი სფეროდან, საგზაო ინსპექცია, საპასპორტო, სხვადასხვა ცნობების გაცემა და ა.შ.
უარყოფითიკორუფცია ხელმისაწვდომი გახდა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისათვის და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებისათვის. საგრძნობლად გაიზარდა მათი ფინანსური დეკლარაციები და სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან აღჭურვილნი არიან იმუნიტეტით, თუ ბევრს იტლიკინებ გვარამია 1 ღამეში გამოგიცხობს საქმეს, მერე კიდე პრეზიდენტი გამოვა და იტყვის : "თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტანკებით მიადგა, რო მისი ახლობელი ყოფილიყო მონოპოლისტიო"

(ოქრუაშვილზე და ქიბარ ხალვაშზე გაკეთებული განცხადება)
დადებითიგატარდა განათლების რეფორმა, რომლის შედეგადაც ნებისმიერი რაიონიდან თუ სოფლიდან, შეუძლია ბავშვს ჩააბაროს ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე! გამოცდები არის გამჭვირვალე, ნაშრომები და შეფასებები იდება ინტერნეტში.
უარყოფითიგარდა სწავლის გადასახადის გაზრდისა, რეალურად უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დონე არ მომატებულა და ვერანაერ კრიტიკას ვერ უძლებს (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, იგულისხმება უმრავლესობა). განათლების რეფორმამ საბოლოოდ დაასამარა ისეთი დარგები, როგორიცაა ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, პრაქტიკულად სკოლის დონეზე მიმდინარეობს ახალგაზრდების მასიური გამოდებილება. მიბრძანდით და კითხეთ მე-10 კლასელმა თუ იცის წყლის ქიმიური ფორმულა, ნიუტონის მესამე კანონი ან კიდევ საერთოდ რას ნიშნავს ნივთიერების მოლური მასა .... რეფორმას არ მოყვა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, რაც ქვეყნის ტრაგედიის ტოლფასია!
დადებითიდაბალი თანამდებობის მოხელეებმა ისწავლეს ხელფასებზე ცხოვრება, რადგან ძირითადში მოხდა ხელფასების მომატება საჯარო სამსახურებში. მაგალითად პოლიციაში, პროკურატურაში, საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში
უარყოფითიზოგადად ძალიან გაძვირდა ცხოვრება
დადებითიმოხდა არმიის გაძლიერება. არმიას არ შია, არ ცივა, არ უგვიანებენ ხელფასს, შესანიშნავი საცხოვრებელი პირობები აქვთ, პროფესია ჯარისკაცი უკვე აღარ ასოცირდება დამშეულ, მოხარშული კარტოფილით ნაკვებ და დახეულ ჩექმებიან პირთან. შეძენილი იქნა სერიოზული აღჭურვილობა, განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები და არმია დაადგა განვითარების და აღმავლობის გზას
უარყოფითირეფორმა დაიწყო ოქრუაშვილმა კვალიფიციური კადრების გათავისუფლებით. თანამდებობის პირების დიდი ნაწილი დაინიშნა პარტიული დამსახურების გამო. გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა გოგავა რაღაცა ბუნდოვანი ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული მომზადებებით ამერიკის შეერთებულ შტატებში... თან კიდე ჰო, უცხო ენებიდან იცის მხოლოდ რუსული, ნუ ასე ეწერა მის პირად საქმეში, ეტყობა ამერიკაში რუსულად მოამზადეს

ამ ყველაფრის გვირგვინი იყო კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად

ნიკალას გმირი, რა მიაჩმორა მოლარე გოგოები! ნამდვილი გმირი! ამ ყველაფერმა გამოიწვია აგვისტოში 3 დღეში სრული გაფარჩაკება, მიუხედავად არმიის გმირობისა, სპეცდანიშნულების რაზმების, არტილერიის შესანიშნავი მუშაობისა მოხდა ის რომ 3 დღის მერე ღორების ჯოგი დათარეშობდა ბაზებზე და ძარცვავდა უნიტაზებს, გვიწვავდნენ ტყეებს და აუპატურებდნენ ქალებს.
დადებითისაერთაშორისო საზოგადოება ისე როგორც არასოდეს, პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს გვერდზე დადგა, მეტრაკე ევროპა ჩაერია საქართველოს სასიკეთოდ და დაგმო, ღრმად შეშფოთდა და შეაჩერა საღორე
უარყოფითიარათანმიმდევრული პოლიტიკა, დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევა, საღორესთან უპრინციპო და უზრდელური პოლიტიკა, ეს ყველაფერი ერთად მივიდა იქამდე რომ აბსოლუტურად გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებით ..........
კიდევ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ აბა რისთვის ხართ აქ იუზერები?

აბა რაში მეთანხმებით და რაში არა? ან რას დაამატებთ?
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს