გ ი ო რ გ ი
Michigander

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7731
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08
|
#17605061 · 24 Jan 2010, 17:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე ვაცხადებ, (რომ მოგვიანებით არ დავუბრუნდეთ ამ თემას) სამ ძირითად პოსტულატს:
1. რუსეთი, როგორც სახელმწიფო, თავისი პოლიტიკით და სამოქალაქო მენტალიტეტით მიმაჩნია ტოტალიტარიზმის გადმონაშთად, ბრუტალურ მოძალადედ, მენტალურ ჩამორჩენილობად და საერთოდ მსოფლიოს შავ ლაქად კიდევ რამოდენიმე სახელმწიფოსთან ერთად. (მაგ. ირანი, ჩრდ. კორეა და ა.შ.)
2. რუსეთი, კონკრეტულად საქართველოსთვის (ჩვენი ქვეყნისთვის) მიმაჩნია ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტრად, რომელსაც ამჟამად ოკუპირებული აქვს ჩვენი სახელმწიფოს 20%, მოსახლეობის 10%-ს კი დევნილობაში (ეთნოწმენდის რეჟიმში აცხოვრობს). ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ რუსეთი გარდა პოლიტიკურისა, კულტურული და მენტალური მტერიც არის საქართველოსთვის, გამოიწვია რა ჩვენი სოციალური ჩამორჩენა, ე.წ. "37 მანეთის" აზროვნების შექმნა და უამრავი ხალხური სტერეოტიპის ჩამოყალიბება, რაც უარყოფითად აისახება მთელს ერზე.
3. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიმაჩნია, რომ არის რეაქციული იმპერიალიზმის იდეოლოგი. არავითარი საერთო არა აქვს რელიგიის დადებით ღირებულებებთან. ჩემთვის ის უფრო ტერორისტულ ორგანიზაციებს "ჰეზბოლას" და "ჰამასს" წააგავს, რომელიც ნაწილობრივ პოლიტიკურად აქტიურია, ნაწილობრივ კი რელიგიურ ნიადაგს უქმნის ბოროტებას. სხვათა შორის მათ მეთაურს, მაფიოზ კირილ "ტაბაჩნიკს", მოვიაზრებ ნიკარაგუას და ვენესუელას კრიმინალურ-დიქტატორული რეჟიმების გვერდით იმ გაგებით, რომ მანაც აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შემდეგი სიტყვებით: "ახალი პოლიტიკური საზღვრები და სახელმწიფოები, საქართველოს ტერიტორიაზე, ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვენი ეკლესიების ურთიერთ თანამშრომლობასო. ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
შეგნებულად არ ვამხელ ჩემს რწმენა-ურწმუნოებას. არც მიმაჩნია საჭიროდ, რადგან საერთოდ არ ვაპირებ არცერთი რელიგიით აპელირებას.
ახლა კი ძირითადი საკითხი:
როგორც ვიცით საპატრიარქოს და ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს ევროსაბჭოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს აბორტის და ჰომოსექსუალობის ლეგალიზაციას.
მეც ვუერთდები ამ პროტესტს. ვუერთდები ამ პროტესტს არა როგორც რომელიმე პოლიტიკური კურსის მქონე და არა, როგორც რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, არამედ როგორც ადამიანი.
პროტესტი აბორტის ლეგალიზაციას!
თავი დავანებოთ რელიგიურ არგუმენტებს, რომ ჩანასახს სული აქვს.
ზიგოტა ანუ განაყოფიერებული უჯრედი არის უკვე დიპლოიდური უჯრედი, რომელიც სრული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია. მას გააჩნია მშობლებისგან განსხვავებული და მათიდან გამომდინარედ ჩამოყალიბებული განუმეორებლად ინდივიდუალური დნმ, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს მომავალ ადამიანს.
ზიგოტა არის უკვე "ახალი" ადამიანის იდენტობის და ინდივიდუალობის განმსაზღვრელი სრული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი.
ალბათ უკვე მიმდინარე საუკუნის ბოლოისთვის სრული შესაძლებელი იქნება იმის ვიზუალური დამტკიცება, რომ ზიგოტა ადამიანია, იმდენად რამდენადაც გენეტიკური კოდის 100%-იანი გაშიფვრის შემთხვევაში ნებისმიერი ზიგოტისაგან შეგვეძლება რეკონსტრუქცია გავაკეთოთ და მონიტორზეც ვიზუალურად ვაჩვენოთ (მეტი თვალსაჩინოებისათვის) სრულიად ახალი ადამიანი, რომლის მსგავსსაც არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე. სრულიად დამოუკიდებელი ნაკვთებით, აღნაგობით, თვით თვალის და თმის ფერითაც კი.
გამოდის რომ ზიგოტა უკვე ადამიანის პირველი სახეა, მისი სრული იდენტობის გათვალისწინებით. ჩვენც ასეთივე ზიგოტა ვიყავით ერთ დროს და ჯერ კიდევ ერთი დიპლოიდური უჯრედის არსებობის ფაზაშიც კი ის ვიყავით, რაც ახლა ვართ ანუ შესაძლებელი რომ ყოფილიყო გენეტიკური ინფორმაციის სრული ვიზუალიზაცია, ბუნების კანონებით, პრინციპულად შესაძლებელი იყო მაშინვე ჩვენი დღევანდელი სახის დანახვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლოიდური უჯრედი არის ადამიანის ინდივიდუალურობის მატარებელი, ხოლო მისი განადგურება ნიშნავს ადამიანის ერთი მომავალი ინდივიდის მოსპობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.
სამყაროში ცხოვრება გრძელდება. თანამედროვე მეცნიერება უამრავ დიდ აღმოჩენას გვპირდება. არსებობს სიმების თეორია, სუპერ-სიმების თეორია, M-თეორია, მრავალგანზომილებიანი სამყაროს თეორიები სივრცედროითი კონტინიუმის მიღმა და ა.შ.
ჰიპოთეზურად, რომ დავუშვათ, რომ ვინმემ მომავალში (ან მომავლიდან) შესძლოს, რომელიმე ჩვენს მიერ აბორტით განადგურებული ზიგოტის ანუ მისი სრული გენეტიკური ინფორმაციის აღდგენა და რეალიზაცია ანუ ინდივიდის დაბადება (რომელიც დღესვე უკვე განსაზღვრულია ჩასახვის მომენტიდან) იმ ადამიანს სრული უფლება ექნება ჩვენს თაობას უთხრას: თქვენ მე მომკალით!
კიდევ ორი არგუმენტი აქვთ აბორტის მომხრეებს:
1. ცნობიერების პრობლემა 2. ქალის უფლება საკუთარ სხეულზე
1. ცნობიერების პრობლემა, მართლაც არსებობს. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მეცნიერებამ, რომ დიპლოიდური უჯრედი სრულად განსაზღვრავს ადამიანს და რომ სრული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია, მას არა აქვს სიკვდილის შიში, რადგან მას არ გააჩნია საჭირო ინტელექტი და ცნობიერება იმისათვის, რომ იცოდეს რა არის სიცოცხლე/სიკვდილი და ა.შ.
ანუ აბორტის მომხრეები იძახიან, რომ რაც არ უნდა განსაზღვრული იყოს ადამიანის ინდივიდუალობა ჩვენთვის, ამის განცდა და გაცნობიერება მას არ შეუძლია ამიტომ დასაშვებია მისი განადგურება. ....მაგრამ მოიცადეთ, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვილ ბავშვზეც თვალის ახელამდე და ალბათ არა მარტო თვალის ახელამდე. ჩვილი ბავშვი დიდხანს ვერ ხვდება, რომ დაიბადა, ვერც ხედავს თვალებით, პრაქტიკულად არ გააჩნია არანაირი ცნობიერება თვეების მანძილზე, არც სიკვდილის ეშინია და უმტკივნეულოდ მოკვლის შემთხვევაში ვერც ვერასოდეს გაიგებს რა მოუვიდა...
მიგაჩნიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვილი ბავშვის მოკვლა მისაღებია თუ ისე მოვკლავთ, რომ ტკივილს არ მივაყენებთ? (თუმცა გვიანდელი აბორტის დროს, როგორც ჩვილი, ასევე ფეტუსიც გრძნობს ინსტინქტების დონეზე ტკივილს დანით რომ ჩეხავენ)
თქვენი აზრით ადამიანის მკვლელობა მარტო მაშინ არის დანაშაული თუ ადამიანის ინტელექტი იმ დონეზეა განვითარებული, რომ სიკვდილის განცდა და შიში აქვს?
არამც და არამც. ყველაფერი ის, რისგანაც სრულყოფილი ადამიანის მიიღება და განისაზღვრება ცალსახად უკვე ადამიანია. ადამიანია ჩვილიც, ადამიანია ფეტალურ ეტაპზე მყოფი ჩანასახიც და ადამიანია ზიგოტაც. უბრალოდ ჩვილი ბავშვის მოკვლა თვალს და ემოციას არ სიამოვნებს, ხოლო მეცნიერულ იდენტობას არც ჩანასახის განადგურება სიამოვნებას. ცნობიერების ქონება/არ ქონება არაფერ შუაშია, გენეტიკური ინდივიდუალობა არ უნდა გავანადგუროთ და რეალიზაციის საშუალება უნდა მივცეთ.
2. ქალის უფლება საკუთარ სხეულზე, ჰოო, ეს კიდევ უფრო დიდ მეცნიერულ გაიგებრობებს იწვევს. ნაყოფი არ არის ქალის სხეული. ნაყოფს გააჩნია ინდვიდუალური ორგანოები, ხელები, ფეხები და რაც მთავარია ინდივიდუალური დნმ. შეიძლება ადამიანს ოთხი ხელი ჰქონდეს? შეიძლება ადამიანს ორი გენეტიკური კოდი ჰქონდეს? ცხადია არა. ის ფეხები, ის ხელები და ის განსხვავებული გენეტიკური ინფორმაცია სხვა ადამიანს ეკუთვნის. სხვა ადამიანს, რომელიც მეორე ადამიანის სხეულშია უბრალოდ, ბუნების მეცნიერული კანონები ავალდებულებენ ქალს, რომ მასში უნდა განვიტარდეს მეორე ადამიანი ცხრა თვის განმავლობაში, ხოლო ცხრა თვის შემდეგ დამოუკიდებლად. ადამიანი ვალდებულია იკისროს სხვადასხვა მოვალეობები, რაც ბუნებამ დააკისრა და რაოდენ დისკომფორტსაც არ უნდა უქმნიდეს ერთ ადამიანს ის, რომ მეორე ადამიანი ცოცხლობს მასში, არამც და არამც არ უნდა გადაწყვიტოს რომ ის მისი სხეულის ნაწილია და თუ უნდა მოიშორებს. მოიჭრას ხელი, ფეხი, თითი... ყველაფერი ის რაც მას ეკუთვბის და მისი დნმ-ს ინფორმაციის მიერაა განსაზღვრული, მაგრამ სხვა ინდივიდს თავი დაანებოს.
პროტესტი ჰომოსექუალიზმის ლეგალიზაციას!
ამ საკითხისადმი ოდნავ ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა რას ნიშნავს ლეგალიზაცია? უფრო სწორად ჰომოსექსუალობის სრულყოფილად აღიარება?
მე მკვეთრად ვემიჯნები ჰომოსექსუალების დისკრიმინაციას, დაცინვას, ლანძღვა-გინებას ან შევიწროებას თუნდაც რაიმე ფორმით (მაგ. სამსახურში არ მიღება ამ ნიშნით და ა.შ.)
ასევე მკვეთრად ვემიჯნები ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას ანუ ირანის, ყოფ. სსრკ-ს და მსგავსი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც სისხლის სამართლის წესით სჯიდნენ იმათ, ვინც ჰომოსექსუალურ სქესობრივ აქტს ჩაიდენდა.
ეს ცხადია მიუღებელია. არავის არ უნდა დავუშალოთ იყოს ისეთი როგორიც არის, როგორიც უნდა, რომ იყოს და ასევე ვერავის ვერ დავუშლით იგივე სქესის წარმომადგენელთან თანაცხოვრებას. ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ არამც და არამც ჰომოსექსუალებს სრულყოფილ ადამიანებად არ ვთვლი.
ამას თავისი მიზეზი აქვს. რას ნიშნავს სრულყოფილი? სრულყოფილი არის პირობითი მცნება და განისაზღვრება იდენტური პოპულაციის გაბატონებული თვისებების უმრავლესობით. მაგალითად სრულყოფილად ვერ ჩაითვლება: ცალხელა, ცალფეხა, ერთფილტვიანი, ხელებზე 9 თითიანი, ბრმა, ყრუ, გონებაშეზღუდული, საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვადი ადამიანები. რატომ? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ბუნებრივმა ევოლუციამ ჰომოსაპიენსი შექმნა: ორხელიანი, ორფეხიანი, ორფილტვიანი, ხელებზე ათი თითით, მხედველი, ბგერის აღქმის უნარის მქონე, ლოგიკური აზროვნებით და საწინააღმრდეგო სქესის მიმართ ლტოლვადი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ასეთია, ამიტომ ეს ითვლება ადამიანის სრულყოფილ სახედ და მისგან განსხვავებული ბუნებრივია ვერ ჩაითვლება სრულყოფილად.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არასრულყოფილი ადამიანები უნდა დაიჩაგრონ, ისიც საკმარისია იმათთვის რომ ბუნებამ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენათ ან შექმნათ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება უთხრა უფეხებო ადამიანს, რომ მას არაფერი არ სჭირს, რომ სრულყოფილია და რომ ეს კარგია და ასეც უნდა იყოს? შეიძლება ჰომოსექსუალურ წყვილს უთხრა რომ მათ არაფერი ჭირთ, რომ სრულყოფილები არიან და რომ ეს კარგია და რომ ასეც უნდა იყოს ჰომოსაპიენსის ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე? ცხადია არა. უფრო მეტიც, მე ასეთი რაიმე ადამიანის მოტყუებად მიმაჩნია, შეიძლება ზოგჯერ ტკბილი ტყუილი მწარე სიმართლეს ჯობდეს, მაგრამ ფაქტი ფაქტია, ჰომოსაპიენსი, გენეტიკურად 46 ქრომოზომიანი არსება არის სქესობრივი გზით გამრავლებადი და მისი ბუნებრივი მდგომარეობა არის მამაკაცის 23 ქრომოზომიანი სპერმატოზოიდი და მდედრის 23 ქრომოზომიანი კვერცუჯრედის შეერთებით ფორმირებული დიპლოიდური უჯრედით განაგრძოს ევოლუცია. ჰომოსაპიენსს არა აქვს საშუალო სქესი (მაგ. მუშა ფუტკარის იდენტური). ყველა ჰომოსაპიენსი, რომელიც ამოვარდნილია ევოლუციის ამ ბუნებრივი პროცესისგან, ვერ ჩაითვლება სრულყოფილად. ვერ ჩაითვლება, რადგან მას გააჩნია კონკრეტული ნაკლი, რომელიც განასხვავებს სრულყოფილი გენეტიკური ინფორმაციისგან.
ვიცი, რომ "გაერო"-ს სამედიცინო კომიტეტმა ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან. პრინციპში ვეთანხმები. ეს არ არის დაავადება, ისევე, როგორც უფეხობა არაა დაავადება. ეს არის ადამიანის არაბუნებრივი მდგომარეობა.
დღემდე მიდის დისკუსიები მსოფლიოში, მეცნიერებს შორის, ინტერნეტფორუმებზეც, რომ ჰომოსექსუალობა დაბადებიდანვე განსაზღვრულია თუ შეძენილია? შეიძლება მისგან გათავისუფლება თუ არა? თუმცა ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან როგორც არ უნდა იყოს ის მაინც რჩება ადამიანის არასრულყოფილ, (ანუ განსხვავებულ მდგომარეობად) განურჩევლად იმისა ეშველება თუ არა რაიმე. ეგრე ანომალიურად უხელებოდ დაბადებულ ადამიანსაც აღარ გამოუვა შემდეგ ხელები, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ რადგან ამის შეცვლა შეუძლებელია ამიტომ სრულყოფილია უხელო ადამიანიცო.
გავიხედოთ ისევ მომავლისკენ. თუ ოდესმე შესაძლებელი გახდება ხელოვნურად სრულყოფილი ხელის შექმნა და ასევე ჰომოსექსუალის ჰეტეროსექსუალურად სრულყოფილი გადაკეთება, აუცილებლად უნდა მიმართოს მომავალმა მეცნიერებამ ამგვარ მეთოდებს.
ამ ყველაფრის ფონზე ცოტა გაუგებარია რას ნიშნავს ჰომოსექსუალობის ლეგალიზაცია და რას ითხოვენ ისინი? - სქესობრივი ურთიერთობა დასაშვებია ანუ კრიმინალიზირებული არამც თუ ევროპაში, საქართველოშიც კი არ არის ჰომოსექსუალობა.
- დაწესებულებებში, სამსახურებში, სოციალურ ადგილებში ჰომოსექსუალების ყოფნა/მუშაობა აკრძალული არ არის კანონით და თუ ვინმე კერძო მეწარმე საკუთარი შეხედულებით არჩევს კადრებს, იმას ვერც ჰომოსექსუალის დაწუნებას აუკრძალავ და ვერც 1.80-ზე დაბალი გოგოსი. ეს მისი საქმეა.
რჩება ერთი. ჰომოსექსუალი წყვილის იურიდიულ ქორწინებაში გატარება. თუმცა მე არ მესმის რა თვალებში ნაცრის შეყრაა მსგავსი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ასეთ წყვილს მემკვიდრეობის და ბავშვის პრობლემა არ ექნებათ (თუ ბავშვი არ აიყვანეს, რაც ასევე მწვავე დისკუსიის საგანია, რადგან პატარა ბავშვის უფლებაა ჰყავდეს მდედრი დედა და არა ორი მამაკცი მშობელი) და უკიდურეს შემთხვევაში თუ მაინც საჭირო გახდა რაიმე იურიდიული სტატუსი ეს შეიძლება სხვა ტიპის ხელშეკრულებით (არა ქორწინების) განისაზღვროს, ამგვარადვე განისაზღვროს ქონების გარშემო სადავო საკითხები.
მოკლედ, აბორტისგან განსხვავებით ამ საკითხში ოდნავ ლიბერალური ვარ, ამიტომ რაღაც დონეზე ხელი უნდა შევუწყოთ ჰომოსექსუალებს, მაგრამ ის რომ ისინი სრულყოფილები არიან არის ძირშივე მცდარი იდეა და პირდაპირწინააღმდეგობაში მოდის ჰომოსაპიენსის გენეტიკურ ბუნებასთან.
ბოლოს, ჩემი კრიტიკა ევროსაბჭოს მიერ ჰომოსექსუალობის და აბორტის ლეგალიზაციის პროექტის მიმართ, მინდა დავასრულო შემდეგი კითხვებით: რატომ გვგონია, რომ დასავლური სამყარო უცდომელია და ადამიანური განვითარება უცდომელი გზით მიყავს? (ნუ, ღორებს არც ვადარებ, რუსები ჩანასახს კი არა დაბადებულ ადამიანებს და მთელს ერებს აღარ ინდობენ უკვე....) რატომ გვგონია, რომ კაცობრიობის განვითარებისა ევროატლანტიკური გეზი არაა გასაკრიტიკებელი? კი, ბატონო, ვაღიარებ რომ ევროატლანტიკური გეზი ამ მომენტისთვის საუკეთესოა ცივილიზაციის თვალსაზრისით, ბევრად ჯობია ტოტალიტარულ რუსულ, ისლამურ ან თუნდაც ჩინურ მენტალიტეტს, აზროვნებას და მსოფლმხედველობას, მაგრამ ცხადია არც ევროატლანტიკური ცნობიერებაა იდეალური, ისიც მოიცავს შეცდომებს, არასწორ ხედვას, მომავლის გადმოსახედიდან ჩამორჩენილ მიდგომებს და ა.შ.
ვიფიქროთ ამაზეც...
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 24 Jan 2010, 17:33
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|